ახლა იმხელა პოსტს გამოვაცხობ

ჰო რა იყოთ, დღეს ესპანური ტექსტის თარგმნის დღე მქონდა და რა გასაკვირია რომ ტექსტის არჩევისას თვალი და გული ჩვენი გუნდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე შევაჩერე.
კერძოდ კი
ელ სიეტეს საქმევალენსიასა და რეალის გულშემატკივრები აგერ უკვე მერამდენედ შეეჯახნენ ერთმანეთს. ღამურებს კარგად ახსოვდათ მიატოვიჩის მადრიდში გადაბარგების ამბავი. თუმცა მივყვეთ მოვლენებს.
ყველაფერი დაიწყო იმ დღიდან,როდესაც ფლორენტინო პერესმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი სურვილი დაბრუნებულიყო სამეფო გუნდის სათავეში და თავისი პოზიციების გასამყარებლად,რეალის გულშემატკივრებს სხვა ბევრ ცნობილ სახელთან ერთად, დავიდ ვილიას შეძენასაც დაჰპირდა. პერესს წარმატებისა და ვილიას ხელში იაფად ჩაგდების იმედს ისიც აძლევდა, რომ ვალენსია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა ღამურებს სულზე მოუსწრო კონტრაქტებმა მედიაპროსთან, კაპასთან და მესტალიის აბონიმენტების გაყიდვებიდან შემოსულმა ფინანსებმა. ასე რომ ფლორენტინოს მარტივ გეგმაში სირთულეები გაჩნდა. გაუჭირდა მოლაპარაკებები ვალენსიას ახალ პრეზიდენტთან, რომელიც არაა ისეთი დამთმობი და არც ისეთი მომთმენი როგორი რეპუტაციითაც ვისენტე სორიანო სარგებლობდა.ერთი სიტყვით,ლიორენტე არ შეაფასეს სათანადოდ.
მეორე მთავარი მიზეზი რის გამოც ჩაეშალათ გეგმები მადრიდში ლუის ტამარგოს მოუცლელობა გახდა, მადრიდელებთან ურთიერთობის გარდა სხვა საზრუნავიც ჰქონდა,ბარსა, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და იუვენტუსი. ვილიას ფასი სულ მცირე 40 მილიონ ევრომდე მერყეობს.
მანამ სანამ პერესი ოფიციალურად გახდებოდა რეალის პრეზიდენტი, სამეფო გუნდის წარმომადგენლობა უკვე დაუკავშირდა ვილიას წარმომადგენელს და ორი დღე სასტუმრო რიცში დაძაბული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამ მომენტამდე ვალდანო სამჯერ შეხვდა ტამარგოს და ყოველი შეხვედრის შემდეგ დავიდის ფასი 5-6 მილიონით იზრდებოდა. ამ პერიოდში, მეუღლესთან ერთად მადრიდში საყიდლებზე ჩასული ვილია დედაქალაქურმა პრესამ შეამჩნია. მთელი რეალის ინჩადა ზეიმობდა-ალბათ იმიტომ ჩამოვიდა,რომ მადრიდი იქნება ის ქალაქი სადაც იგი კარიერას გააგრძელებსო.
ვალენსიაში არ უარყოფდნენ რომ ელ გუახეს გაყიდვა დღის წესრიგში იდგა და როგორც „ფლორე“ ამაყობდა, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. თუმცა სატრანსფერო ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ჩელსი თავის სპორტულ დირექტორს აგზავნის მოლაპარაკებაზე.ფრანკ არნესენი თავისი და აბრამოვიჩის კონკრეტული შემოთავაზებებით ჩამოვიდა. ამის შემდეგ ხავიერ გომესმა განაცხადა: თუ არ იქნება ისეთი შემოთავაზება,რომელიც გუნდს აწყობს, დავიდი არ გაიყიდებაო. ამასობაში პრესის ყურადღება კვლავ ვალენსიისკენ იყო, მხოლოდ მიზეზი არა დავიდი არამედ ვისენტე სორიანო გახდა. პრეზიდენტი გადადგა. დავიდ ვილია,თავის განუყრელ აგენტთან ერთად სიუდად დე ლას როსასში მიემგზავრება,სადაც იკრიბებოდა ესპანეთის ნაკრები კონფედერაციის თასზე გამგზავრების წინ.
თამაშის წესების შეცვლა..
ვალენსიურ ტრილერში მოულოდნელად გამოჩნდა ახალი გმირი, მანუელ ლიორენტე,რომელიც ახალ პრეზიდენტად აირჩია აქციონერთა საბჭომ. ლიორენტეს პირველივე განცხადება შემდეგი სახის იყო- მე არ მომწონს ის მდგომარეობა რაც გუნდშია შექმნილი, მე არ მომწონს ვილიას გაყიდვის იდეა, არ მინდა რომ გავუშვათ არც რეალში და არც ბარსაში, თუმცა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე თუ იქნება რეალური შემოთავაზებები, განვიხილავთ.
ფლორენტინო და რეალი მეცხრე ცაზე იყვნენ. კაკამ მილანი რეალზე და 67 მილიონ ევროზე გაცვალა. სულ რაღაც 24 საათში, გაზეთი „მარკა“ თავის ვებ-გვერდზე დებს დამონტაჟებულ ფოტოს, სადაც დავიდი რეალის მაისურს იცმევს. ყველა ფოტოს მნახველი შოკში იყო.ზოგი სიხარულისგან, ზოგი გაკვირვებისგან და ზოგიც ემოციისგან.
ცოტა ხანში მთელი ვალენსიის ხელმძღვანელობა სიუდად დეპორტივაში შეიკრიბა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნაი ემერი, მეორე მწვრთნელი ხუან კარლოს კარსედო, ხავიერ და ფერნანდო გომესები. დღეს წესრიგში ერთადერთი საკითხი იდგა - ვილიას მომავალი ღამურათა შემადგენლობაში.
კულუარული ინფორმაციით,ახალი პრეზიდენტი თანახმა იყო ვილია გაეყიდა,აკი უთქვამს კიდეც-ვაპირებ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გაყიდვას და ეს ვილია იქნება. აკი სილვას გაყიდვა თავიდანვე, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გამოირიცხა, ოფიციალურად განაცხადეს,რომ სილვა წელს არანაირი მიზეზით და არანაირ თანხად არ გაიყიდებოდა (გუნდში ფიქრობენ რომ სილვა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა საიმისოდ რომ გუნდი დატოვოს, გაუმართლებელი იქნება მისი გაყიდვა სპორტული და ეკონომიკური თვალსაზრისითაც). თუმცა პრეზიდენტი თავისი სიტყვის ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვილიას ალტერნატივა გუნდს არ ჰყავს. ჯერი ემერიზე მიდგა. მთავარმა მწვრთნელმა ითხოვა გაკეთებულიყო ყველაფერი რათა გუახე ღამურებს დარჩენოდათ,ან მისი შემცვლელი ეყიდათ-ნეგრედო.თუმცა როგორც პრესა ირწმუნება,ემერის ასეთი მოთხოვნა და უფრო მეტიც-ზეწოლა რომ არა,საკითხი სხვანაირად გადაწყდებოდა.
11 ივნისს ფლორენტინო პერესმა 94 მილიონი კრიშტიანუ რონალდუში გადაიხადა. არც ღამურების გულშემატკივრებს,არც ხელმძღვანელობას და არც ტამარგოს არ ესმოდათ, თუკი ამხელა ფულს იხდის ფლორენტინო პორტუგალიელ ფეხბურთელში, ესპანეთის ლიგის ერთერთ საუკეთესო ბომბარდირის ყიდვისას რად ვაჭრობს 1-2-მილიონზე. მითუმეტეს თუკი მისი შეძენის სურვილი მართლაც ისეთი დიდი აქვს, როგორც ამბობს. დედაქალაქელებმა აგრძნობინეს ვალენსიას ხელმძღვანელობას რომ 42 მილიონზე მეტს ვილიაში არ გადაიხდიდნენ. თავის მხრივ ვალენსიაში მიიჩნევდნენ, რომ ვილიას გაყიდვა არ უღირთ არც 42 მილიონად და არც 25 მილიონად და ნეგრედოდ. მადრიდული პრესა კი იტყობინებოდა რომ მომავალი შენაძენს(ვილიაზე მითითებით) რეალი ერთ კვირაში წარადგენდა.
ვალენსიას ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ შეიკრიბა რათა საბოლოოდ მოეფინათ შუქი გუნდის გეგმებისთვის. ამასობაში კი სამეფო გუნდის ხელმძღვანელობა გამიზნულ „საკონტროლო“ ნაბიჯს დგავს. აკეთებენ განცხადებას, რომ თუ ვილია არ გადავა რეალში, მის ალტერნატივად ფორლანი,იბრაგიმოვიჩი ანაც ბენზემა მოიაზრებიან.
ან მოგვყიდეთ ან თქვენს ფულს სხვას გადავუხდითო
* * *
ლიორენტეს გადამწყვეტი ნაბიჯი
საქმეში ასულგრანა ჩაერთო. კამპ ნოუდან ლაპორტა დაუკავშირდა ლიორენტეს. ბარსელონამ თავისი ყველა კოზირი გამოიყენა, საქმეში დავიდ ვილიას ბავშვობის კუმირი,ლუის ენრიკეც კი ჩართეს. ლიორენტეს პასუხი ცალსახა იყო-სანამ ჯერ ჩვენ არ გადაგვიწყვეტია არაფერი პასუხს ვერაფერზე ვერ მოგცემთ.
ბარსელონას საქმეში ჩართვით ნირწამხდარი ფლორენტინო ლიორენტეს უკავშირდება. ხელმძრვანელობამ აგრძნობინა რეალს, რომ თუ არ აპირებს 50 მილიონის გადახდას, შეუძლია დაივიწყოს ვილიას ყიდვის იდეა. ამით დასრულდა მადრიდული აუქციონი. უკვე ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ვილია მესტალიის კედლებს არ დატოვებდა. მარკა მორიგ დარტყმას ახორიცელებს-ბარსელონას შემოთავაზება გუახეს სანაცვლოდ 25 მილიონი,კრკიჩი და კასერესი მახე იყო,სინამდვილეში ვილიასთან ერთად მატას გადაბირებაც უნდიოდათ ამ ფასშიო.
ერაყთან მატჩის შემდეგ, ინტერვიუში ვილიამ განაცხადა-ჩემმა აგენტმა იცის რა მსურს, მე მას ველაპარაკე და ის ყველაფერს გააკეთებს ისე, როგორც საჭიროა.
გაზეთი მარკა კი აქვეყნებს სტატიას“ერთადერთი რაც მინდა- მადრიდში წასვლაა“. აი კატალანურ მასმედიას კი რატომღაც მოეჩვენა რომ ვილიას ბარსელონა ჰყავდა მხედველობაში.
რამდენიმე დღეში კი მადრიდული გამოცემა ამატებს, რომ ვილიამ თითქმის იტირა პრესკონფერენციაზე, რომ ძალიან უნდა გადასვლა რეალში, რომ მზადაა ფლორენტინოს არმიაში სათამაშოდ, რომ არ აფასებენ მას ჯეროვნად ვალენსიაში და საერთოდაც მესტალიაზე მის მომავალზე საერთოდ არ ფიქრობენ და მისი აზრი არასოდეს არ ანაღვლებდათ. ამიტომაც იგი მზად იყო თავისი მომავალი რეალისთვის დაეკავშირებინა.
პარასკევი,19 ივნისი
Canal 9-სთან ინტერვიუში ფლორენტინო პერესი აცხადებს რომ ვილიას რეალში გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია. ვალენსიას შეწუხებულები და განერვიულებული გულშემატკივრები ღამურათა პრეზიდენტის საბოლოო პასუხს ელოდებიან. ლიორენტე შეხვდა ტამარგოს სადაც მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება.როგორც იქნა, ნანატრი ფრაზა-ელ სიეტე არ იყიდება, კლუბმა გამონახა იმისი სახსრები, რომ ვილიას გაყიდვის გარეშეც იარსებოს. ვალდანო ისევ დაუკავშირდა გუნდის ხელმძღვანელობას, თუმცა გუნდს უკვე მყარი პოზიცია ეკავა. ბარსელონას ხელმძღვანელობა ტამარგოს დაუკავშირდა,თუმცა მან ასულგრანას ლიორენტეს განცხადებაზე მიუთითა. ელ სიეტეს საქმე დახურულად გამოაცხადეს.
მომზადებულია სუპერდეპორტეს,მარკას და ელ მუნდო დეპორტივოს მოტივებზედ
პ.ს. ამ წამს გავიგე,რომ ბრუნო მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ვალენსიელია.ვოტ ტაკ !
This post has been edited by spiderkiller on 22 Jun 2009, 18:59