ახალი ამბები:
- მატასათვის გუშინ წარდგენილი კონტრაქტით უკმაყოფილოა ფეხბურთელი, ახალ კვირაში ვალენსია მოამზადებს კონტრაქტის უკეთეს პირობებს;
- ემერი ითხოვს ხელმძღვანელობისაგან, გაირკვეს ვილიას და სილვას ბედი, რომ მან მომავალი სეზონისათვის გუნდის ბირთვის მონახაზი შექმნას, ფერნანდოს პასუხია, რომ სურვილი(!!) გვაქვს ორივე ფეხბურთელი დარჩეს ვალენსიაშიო;
- ედუმ და ვალენსიამ გამონახეს ორივე მხარისათვის მისაღები პირობები და კონტრაქტი შეწყვიტეს;
- დავიდ ლომბანი, 22 წლის მცველი, ერთი წლით, არენდით გადავიდა სალამანკაში, ბოლო 2 წლის მანძილზე მას ფაქტიურად არ უთამაშია, ორივე მუხლის 2 ოპერაციის გამო;
- ალექსის რუანო გადაკიდებია ვინმე Elisabeth Reyes-ს, რომელსაც 2006 წლის მისს ესპანეთის ტიტული მიუღია, აღსანიშნავია, რომ ეს ქალი ფეხბურთელებზეა დაგეშილი და არცთუ ისე დიდი ხნის წინ დორბლიანი სერხიო რამოსის საყვარელი ყოფილა;
მიმაგრებული სურათი