Unibet-თან (შვედური კომპანია 25 წლიანი ისტორიით) გაფორმდა ახალი 2-წლიანი კონტრაქტი წლიური 3,2 მლნ. ევროთი. Unibet-მა წამოაყენა პირობა: თუ ვალენსია შეიძენს და ათამაშებს ფეხბურთელებს კონკრეტულად ამ 5 ქვეყნიდან: საფრანგეთი, ბელგია, შვეცია, ნორვეგია, ფინეთი...
ამ შემთხვევაში ვალენსიას წლიური შემოსავალი Unibet-დან გაიზრდება 4 მლნ. ევრომდე...
ადანდალი...
ამ დროს კი:
Los representantes de Silva se reúnen con el Madrid...
* * *
დღეს 4 ივნისს ვალენსიის მოქმედ პრეზიდენტს ვისენტე სორიანოს ადრე აღებული 2008 წლის 26 მაისის ვალდებულებით კლუბ
ვალენსიას აქციონერების საბჭოს წინაშე უნდა წარედგინა 400 მლნ. ღირებულების ფასიანი ქაღალდები მესტალიის მიწების გაყიდვაზე,
საბანკო ან ნაღდი გადახდის გარანტიით, რაც მან ვერ წარადგინა ოფიციალურ შეხვედრაზე და აქვე პრესის წინაშე განაცხადა თავისი,
როგორც პრეზიდენტის, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ანუ გადადგა (რა ადვილად ხდება არა იქ!)...
აგრეთვე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა პირადი გადაწყვეტილებით, რომ მან ვერანაირად ვერ მოახერხა ამ ვალდებულების
შესრულება იმ ვადებშში რომელიც აქციონერთა საბჭომ დაადგინა ...
- ამ ვალდებულებების შესრულებას მე შევწირე ბევრი ფული, ჯანმრთელობა და უამრავი ცუდი სუტუაციების გამოვლა. მე ბოლომდე
მჯეროდა, რომ ამ ვალდებულებებს შევასრულებდი, მე მივდივარ ძალიან გულნატკენი. იმედი მქონდა, რომ ჩემი პრეზიდენტობის
პერიოდში ვალენსია გახდებოდა ძლიერი და კონკურენტუნარიანი კლუბი...
- ძალიან ცუდია, რომ ამ მიწების (4-დან 3 ნაწილი, თითოეული არანაკლებ 60 მლნ-ად უნდა გაეყიდა, 1 ნაწილი 50 მლნ-
ად ადრე გაყიდა) გაყიდვის მომენტი დაემთხვა უძრავი ქონების ბაზრის უდიდეს კრიზისს...
- მე ვიყავი მუდმივი ზეწოლის ქვეშ, მარტო, ჩემი ამოცანა ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მე ვეცადე რომ შემეჩერებინა
უკონტროლო სიტუაცია, მაგრამ ვერ შევძელი, მაგრამ მე არ ვეძებ ვინმესაგან პატიებას...
- ფაქტიურად მე ვიყავი ამ მძიმე სიტუაციის დასასრულის შემსრულებელი, უაზრო ილუზიით და უაზრო ოპტიმიზმით შეპყრობილი
ადამიანი...
- მე მეტყვის ბევრი, რომ დათანხმდი, რატომ იტყუებდი თავსო, მათ ვუპასუხებ, რომ მე მინდოდა, რომ გამომესწორებინა
სიტუაცია, ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი...
- ისე კი ჯობდა, რომ ამ სიტუაციის გამოსწორებისას მარტო არ ვყოფილიყავი და ამ საქმის ბევრი გულშემატკივარი მყოლოდა
გვერდში...
- მე მივდივარ და არ ვთვლი თავს დამარცხებულად, განა ბედი არ მქონია, განა არ შემეძლო, პირიქით, ვთვლი, რომ ბევრი
ვეცადე, სხვებისაგან განსახვავებით არ ვიყავი უქმად, არ დამიხრია თავი, ვცდილობდი მთელი ძალებით, მაგრამ მივიღე მხოლოდ
იმედგაცრუება და სხვა სიტუაციაში (მხედველობაში აქვს მსოფლიო ფინანსური კრიზისი) მე ხელმეწიფებოდა აღებული ვალდებულებების
შესრულება...
- დამარცხებულად მე ვთვლი მათ, ვისაც არ უბრძოლია ამ სიტუაციის გამოსასწორებლად...
საკუთარ მიღწევაში მან აღნიშნა, რომ ერთი წლით შეაჩერა წამყვანი ფეხბურთელების (ვილია, სილვა) გაყიდვის პროცესი და ამით მან
კლუბს პერსპექტივაში მეტი ფულის შოვნის შანსი დაუტოვა ვიდრე ერთი წლით უკან.
დღეისათვის ჩვენი კლუბის წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსავლებს კი შეუძლია რაღაცა ფინანსური ხვრელები დაფაროს,
მაგრამ ამით საერთო ფინანსური სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია.
დასასრულს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს სინანულით, მაგრამ არანაირი განაწყენებით და სურვილი აქვს, რომ არ ყავდეს
მტრები.
- ყველას ვისაც უყვარს ვალენსია წავიდოდა ამ გრძნობით, მე მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით შვილებს, რომ მთელი
ამ ხნის მანძილზე გვერდში მიდგნენ და განიცდიდნენ ჩემზე არანაკლებ.

-------------------------------------------
აი ეს თქვა ამ კაცმა და გულშემატკივრებს დაგვრჩა სრული ქაოსი, რა იქნება, როგორ, რანაირად, არავინ ალბათ არაფერი არ
იცის...
ლაპარაკიც არ ღირს იმაზე, რომ ჩვენი ბიჭები ზოგი წონით და ზოგი ცალობით და ზოგიც ბითუმად გაიყიდება...
ვითომ...
მაინც მჯერა, გუნდი იარსებებს, დანარჩენს ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს!!!
ამუნტ ვალენსია!!!
This post has been edited by nikollo on 4 Jun 2009, 21:25
მიმაგრებული სურათი