ერთ-ერთი პირველი, რაც ახალმა "მთავრობამ" გააკეთა არის, რომ ვალენსიის მერიას შესთავაზა ახალი სტადიონის მშენებლობის ერთობლივი გაგრძელება და აქედან გამომდინარე შემდგომში მოგების განაწილება...
მერიამ ვიფიქრებო...
კლუბის სააქციო კაპიტალის გაზრდაზე
Donnie-მ დაწერა უკვე ადრე;
მეორე: დაისახა ფინანსური გეგმა 2014 წლამდე, რომლის მიხედვითაც ~500 მლნ. ვალი 2014 წლისთვის სადღაც ~200-250 მლნ. ევრომდე უნდა ჩამოვიდეს, აქედან:
- ამ ხნის განმავლობაში გუნდის წინაშე არ დაისახება ამოცანად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა;
- წელიწადში არ უნდა გადააჭარბოს 72 მლნ-ს კლუბის ხარჯებმა (ამჟამად 105-110 მლნ-ია);
ეს ნიშნავს:
რომ, არ გვეყოლება ვარსკვლავები სუპერხელფასით;
და ვიქნებით საშუალო, გადარჩენისთვის მებრძოლი (ამის ხასიათი კი აქვთ ვალენსიელებს) გუნდი...
-----------------------------------
ათასი ჭორია და ათასი ჯურის გუნდის უფრო მეტი ოცნება....
ვინ დაგვრჩება, ვინ ითამაშებენ ჩვენს გუნდში?
ვინ წავლენ: სილვა (ერთი ფეხით უკვე თეთრია

), ვილია, ალბიოლი, ფერნანდესი, მატა, მორეტი, მიგელი, რენანი, ხოაკინი, ზიგიჩი, ბანეგა...
ვინ მოვა: აარონი (მგონია #21 მისთვის არის შენახული), სანი... და კიდევ ფერნანდო კოლომერი ვისთანაც შესძლებს გარიგებას...
საერთოდ წავლენ/წავიდნენ: მორიენტესი, კურო, დ. ნავარო, დელ ორნო, ანგულო, უგო ვიანა, ბულეტე (თუ როგორც არის)...
და ბოლოს, ვინ გვრჩება:
სესარი, გუაიტა, მარჩენა, მადურო(?) ალექსისი(?), კარლეტო, ალბელდა, ბარაჰა, ვისენტე, პაბლო(?), მიჩელი, ედუ(?)...
--------------------------------------------------
იქნებ რამეში შევცდე ჩვენდა სასიკეთოდ!!!
თქვენი აზრი მაინტერესებს!
ამუნტ ვალენსია!!!
პ.ს. ბიჭები მომავალი სეზონის აბონემენტებს გვთავაზობენ, ხომ არ ვიყიდოთ?