ბარსელონამ 15 მილიონი შემოგვთავაზა მატაში, რაზეც პასუხად ლიორენტეს უარი მიიღო, ხუანი არ იყიდებაო
ფიორენტინა იძლევა 15 მილიონს ალბიოლში, მაგრამ რაული იძახის, ვალენსიაში მინდა დარჩენაო
ლიორენტემ რეალთან ვილიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მგონი, სამუდამოდ შეწყვიტა. ვილია ახლა ბარსას, მილანს, ინტერს და მანჩესტერს უნდათ. მანჩესტერს სილვაც უნდა.
ბარსელონა მზად არის, ვილიას ტრანსფერში ფულთან ერთად კასერესი და ბოიან კრკიჩიც შემოგვთავაზოს.
ფერნანდომ, 14 კაცს გავუშვებთო. გასაკვირია, მაგრამ ამ 14 კაცში არ შედის ალბელდა. სამაგიეროდ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდიან ვისენტეს, ბარახას, მარჩენას, ან ალბიოლს. ედუ და უგო ვიანა უეჭველი წავლენო.
ბანეგამ თქვა ინტერვიუში, ვალენსიაში დაბრუნება არავითარ შემთხვევაში არ მინდაო. რამდენად ნიჭიერიც არის, იმდენად კვერცხი გამოდგა ჭკუით ეგ მცირეწლოვანი ალკოჰოლიკი.
სავარაუდოდ 5 მილიონს შევთავაზებთ ამ დღეებში სენტ ეტიენს მუჰამადუ დაბოში

ასევე საუბარია იმაზე, რომ ვალენსია დაინტერესებულია ჯიბრილ სისეს შეძენითაც

დაინტერესება არის ხიხონის სპორტინგის ახალგაზრდა მცველ ხოსე ანხელის მიმართაც