
დაარსების თარიღი -
1905 წლის 14 მარტისტადიონი - '
სტემფორდ ბრიჯი' (42,055)
პრეზიდენტი -
რომან აბრამოვიჩიმთავარი მწვრთნელი -
გუუს ჰიდინკიკლუბის ტიტულები:
ინგლისის ჩემპიონი - 1955, 2005, 2006;
ასოციაციის თასი - 1970, 1997, 2000, 2007;
ლიგის თასი - 1965, 1998, 2005, 2007;
ქომუნითი შილდზი - 1955, 2000, 2005;
თასების მფლობელთა თასი - 1971, 1998;
ევროპის სუპერთასი - 1998.
შემადგენლობა:1.
პიოტრ ჩეხი................................................... (ჩეხეთი)
2.
ბრანისლავ ივანოვიჩი............................(სერბეთი)
3.
ეშლი კოული...............................................(ინგლისი)
5.
მაიკლ ესიენი.......................................................(განა)
6.
რიკარდო კარვალიო........................(პორტუგალია)
8.
ფრენკ ლამპარდი.......................................(ინგლისი)
9.
ფრანკო დი სანტო.................................(არგენტინა)
10.
ჯო კოული..................................................(ინგლისი)
11.
დიდიე დროგბა.............................(კოტ დივუარი)
12.
მიკელ ჯონ ობი.........................................(ნიგერია)
13.
მიხაელ ბალაკი.......................................(გერმანია)
15.
ფლორან მალუდა...........................(საფრანგეთი)
17.
ჟოზე ბოსინგვა...............................(პორტუგალია)
18.
რიკარდო კვარეზმა.......................(პორტუგალია)
19.
პაულო ფერეირა............................(პორტუგალია)
20.
დეკო....................................................(პორტუგალია)
21.
სალომონ კალუ..............................(კოტ დივუარი)
26.
ჯონ ტერი (კ)...........................................(ინგლისი)
27.
მინეირო..................................................(ბრაზილია)
30.
რის ტეილორი.............................................(უელსი)
33.
ალექსი.....................................................(ბრაზილია)
35.
ჟულიანო ბელეტი...............................(ბრაზილია)
39.
ნიკოლა ანელკა.................................(საფრანგეთი)
40.
ენრიკე ილარიო..............................(პორტუგალია)
42.
მაიკლ მანსიენი........................................(ინგლისი)
43.
მიროსლავ სტოჩი...............................(სლოვაკეთი)
(19.03.2009-ის მდგომარეობით)
ჩელსის ისტორიადაარსება1896 წელს
ჰენრი ავგუსტუს 'გას' მირსმა, ბიზნესმენმა და საფეხბურთო ენთუზიასტმა ძმასთან,
ჯოზეფ მირსთან ერთად, დასავლეთ
ლონდონში, კერძოდ
ფულემში შეიძინა
ლონდონის ათლეტიკური კლუბის მიერ დაარსებული სტადიონი საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად. თავდაპირველად მირსებმა შესთავაზეს საფეხბურთო კლუბ
ფულემს ჩაეტარებინა საშინაო თამაშები მაგრამ იჯარის პირობებზე ვერ მოხერხდა შეთანხმება კლუბის წარმომადგენლებთან. მირსები მოგვიანებით განიხილავდნენ სტადიონის მიყიდვას სარკინიგზო კომპანიისათვის, რომელსაც ესაჭიროებოდა ადგილი ქვანახშირის განთავსებისათვის. არსებობს ინფორმაცია რომ მირსები შეთანხმდნენ სტადიონის გაყიდვაზე და ბოლო მომენტში მათმა კოლეგამ, ბიზნესმენმა და საფეხბურთო კლუბის პროექტით დაინტერესებულმა
ფრედ პარკერმა ურჩიათ საკუთარი საფეხბურთო კლუბის დაარსება. თავდაპირველად მირსები არ მოიხიბლნენ კლუბის დაარსების იდეით, პარკერთან საუბრის დასრულების შემდეგ მოულოდნელად მათმა შოტლანდიურმა ტერიერმა უკბინა ფრედს, რომელმაც მიუხედავად ძლიერი ტკივილსა და სისხლდენისა ნაკბენიდან ეს ინციდენტი არ შეიმჩნია. მირსებს მოეწონათ პარკერის რეაქცია, გადაჭრით უარი არ უთქვამთ და დათქვეს შეხვედრა მეორე დღეს პაბში მის წინადადებაზე უფრო ვრცლად საუბრისათვის.
სწორედ აქ იღებს სათავეს
ჩელსის ისტორია.
1905 წლის 14 მარტს პაბში
The Rising Sun მირსებმა საბოლოოდ მოიწონეს პარკერის წინადადება და აქვე განიხილეს კლუბისათვის რა სახელის შერჩევა აჯობებდა. მათ რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ - 'საფეხბურთო კლუბი კენსინგტონი', 'საფეხბურთო კლუბი ლონდონი', 'საფეხბურთო კლუბი სტემფორდ ბრიჯი'. საბოლოოდ არჩევანი -
Chelsea Football Club - '
საფეხბურთო კლუბ ჩელსი'-ზე შეჩერდა.
პირველი ნაბიჯებიჩელსის უარი ეთქვა
სამხრეთის ლიგაში მონაწილეობაზე, მიზეზი ფულემის და
ტოტენჰემის მხრიდან წინააღმდეგობა იყო. ამის შემდეგ კლუბმა მონაწილების მიღების უფლების მოთხოვნით მიმართა
საფეხბურთო ლიგას. ჩელსის მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა 1905 წლის 29 მაისს.
ლურჯი მაისურის შერჩევა მირსის გადაწყვეტილებით მოხდა. ჩელსიმ პირველი შეხვედრა
სტოკპორტ ქაუნთისთან გამართა 2 სექტემბერს. პირველი საშინაო მატჩი კი კლუბმა
ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარა და 4-0 გაიმარჯვა.
ჩელსის შოტლანდიელი ნახევარმცველი
ჯონ ტეიტ რობერტსონი დაინიშნა მოთამაშე მწვრთნელად. მოწვეულ იქნენ ახალი ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებიდან. შედეგად ჩელსიმ პირველი სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა. მიუხედავად მიღწეულისა რობერტსონი 1907 წელს გადადგა, ამის მიზეზი კი მის საქმეებში კლუბის ხელმძღვანელი პირების უხეში ჩარევა გახლდათ. კლუბის მდივანმა,
უილიამ ლიუისმა ჩაიბარა დროებით ჩელსის გაწვრთნა. მან აღაზევა გუნდი
პირველ დივიზიონში. მოგვიანებით ლიუისი
დევიდ ქოლდერჰედმა შეცვალა, რომელიც კლუბს სათავეში 26 წლის მაძილზე ედგა. პირველ სეზონებში ჩელსის დიდი წარმატებებისათვის არ მიუღწევია. კლუბი მოგზაურობდა პირველ და მეორე დივიზიონებს შორის. მიუხედავად წარუმატებლობებისა ჩელსი გახდა ერთერთი ყველაზე მხარდაჭერადი გუნდი
ინგლისში. კლუბი გულშემატკივრების ყურადღებას იპყრობდა დაუვიწყარი სანახაობებით და ცნობილი ფეხბურთელების მოწვევით. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩელსიმ პირველად ითამაშა
ასოციაციის თასის ფინალში, შეხვედრა 1915 წელს
მანჩესტერის ოლდ ტრაფორდზე გაიმართა. ჩელსის მეტოქე
შეფილდ იუნაიტედი იყო. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი ტაიმის მიწურულს, ჩელსის გოლკიპერის
ჯიმ მოლინიოს დაშვებული შეცდომა გახდა, რამაც საშუალება მისცა შეფილდს დაწინაურებულიყო. ჩელსიმ ბოლომდე იბრძოლა მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო, იუნაიტედმა მატჩის მიწურულს კიდევ ორი ბურთი გაიტანა და ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა.
პირველი მსოფლიო ომიდან საუკუნის შუაწლებამდეპირველი მსოფლიო ომის შემდგომ პირველივე წელს 1919-20 სეზონში ჩელსი მესამე ადგილზე გავიდა და აგრეთვე ასოციაციის თასის ნახევარფინალამდე ითამაშა, სადაც დათმო დაპირისპირება
ასტონ ვილასთან. 1923-24 სეზონის შედეგებით ჩელსი მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კლუბი უმაღლეს ლიგას 1929-30 წელს დაუბრუნდა საიდანაც მომდევნო 32 წლის მანძილზე აღარ გავარდნილა. 1930 ზაფხულში ხელმძღვანელობამ ნაყოფიერად გამოიყენა სატრანსფერო ფანჯარა. მაღალი მიზნების მისაღწევად მოწვეულნი იყვნენ იმ პერიოდისათვის საკმაოდ ცნობილი და მაღალი დონის ფეხბურთელები. შოტლანდიელები
ჰიუ გალაჰერი და
ალექს ჯექსონი და აგრეთვე
ალეკ ჩეინი. ამ ოპერაციებში ჩელსიმ £25.000 გადაიხადა. ყველაზე ახლოს ტიტულის მოგებასთან ჩელსი 1932 წელს იყო, ასოციაციის თასზე კლუბმა წარმატებით დაძლია ლივერპულის და
შეფილდ უენსდის დაბრკოლებები და ნახევარფინალში დაძაბულ დუელში დამარცხდა
ნიუკალთან, მომავალ ჩემპიონთან. 1933 წელს
ქოლდერჰედის ნაცლად მთავარი მწვრთნელად დაინიშნა
ლესლი ნაიტონი, თუმცა ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ჩელსი პირველ დივიზიონში გადარჩენისათვის იბრძოდა წლების მანძილზე. 1932-33 და 1933-34 წლებში 2 ქულით, ხოლო 1938-39 სეზონში 1 ქულის სიახლოვეს ასრულებდა სეზონს გასავარდნი ზონიდან. ტიტულების ნაკლებობას ხელი არ შეუშლია კლუბის პოპულარობის გაზრდისათვის. ამავდროულად იზრდებოდა მაყურებელთა დასწრება სტადიონზე. 1935 წლის 12 ოქტომბერს, ლონდონურ დერბის
არსენალის წინააღმდეგ დაესწრო 82.905 მაყურებელი, რაც კლუბის ისტორიაში დღემდე რეკორდულ დასწრებად ითვლება. გალაჰერის და ჯექსონის საშინაო დებიუტს 50.000 ზე მეტი კაცი დაესწრო. 1939 წელს წარუმატებელი გამოსვლებისათვის ნაიტონი დათხოვნილ იქნა, მის ადგილას ჩელსიმ მოიწვია
ქუინზ პარკ რეიჯერსის ყოფილი მწვრთნელი შოტლანდიელი
ბილი ბირელი, რომელმაც კლუბში რადიკალური გარდაქმები დაისახა მიზნად.
ბირელის სახელთან არის დაკავშირებული მეორე მსოფლიო ომის დროს ასოციაციის თასის ნაცვლად საფეხბურთო ლიგის ომის თასზე მოპოვებული წარმატებები. 1944 წელს ამ ტურნირის ფინალში, რომელიც იყო ამავდროულად სადებიუტო გამოსვლა ჩელსისთვის
უემბლიზე, კლუბმა დათმო შეხვედრა
ჩარლტონთან 1-3. მომდევნო წელს ჩელსიმ კვლავ შეძლო ფინალში გასვლა და ამჯერად სვლა ტრიუმფით დაასრულა. 80.000 მაყურებლის თვალწინ ბირელის ბიჭებმა
მილუოლი დაამარცხეს 2-0.
ჯონ ჰარისი ისტორიაში შევიდა როგორც ჩელსის პირველი კაპიტანი რომელმაც თასი აღმართა უემბლიზე. საპატიო თასი ჯონს პრემიერ მინისტრმა
უინსტონ ჩერჩილმა გადასცა.
1945 წლის ოქტომბერში, ახლად დასრულებული მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის საფეხბურთო მამებმა კეთილი ჟესტის გამოსახატად მიიწვიეს
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
მოსკოვის დინამო ბრიტანულ ტურნეში, სადაც მათ შეხვედრები უნდა გაემართათ რიგ ინგლისურ კლუბებთან, მათ შორის ჩელსისთან. დაგეგმილი შეხვედრა 1945 წლის 13 ნოემბერს გაიმართა სტემფორდ ბრიჯზე. ჩელსის ფებურთელებს უჩვეულო წითელი ფერის მაისურები ეცვათ რამდენადაც ლურჯი ფერის არჩევის უფლება სტუმრებს დაუთმეს. შეხვედრა სადაც მასპინძლები 2-0 იგებდნენ 3-3 დასრულდა. დაახლოებით 100.000 მაყურებელი დაესწრო ხსენებულ მატჩს. ეს ითვლება სტემფორდ ბრიჯის აბსოლუტურ რეკორდულ დასწრებად. მათ გარდა იყო სტადიონზე უბილეთოდ შესული ათასობით ქომაგი.
მომდევნო წლიდან ჩელსიმ გაიხსენა ძველი დრო და კვლავ განახორციელა ხმაურიანი ტრანსფერები. მოწვეულნი იყვნენ
ტომი ლოუტონი,
ლენ გოულდენი და
ტომი უოკერი (£22.000). მიხედავად ტრანსფერებისა 1946-47 სეზონში კლუბმა 15 პოზიციაზე დაასრულა ჩემპიონატი.
გარდა გაწეული დასამახსოვრებელი სამწვრთნელო საქმიანობისა ბირელის კონტრიბუცია მოედანს მიღმა არსებულ პროცესებშიც დიდი იყო. მან გარდაქმნა ახალგაზრდული გუნდების და სკაუტების სისტემა. მის მირ გატარებულ რეფორმებს მომდევნო 30 წლის მანძილზე მოჰქონდა შედეგები. სულ უფრო და უფრო მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა იზრდებოდა პირველი გუნდისათვის. 1950 და 52 წლებში გუნდი ახლოს იყო ასოციაციის თასის 1/2 ფინალში გასვლასთან, თუმცა ორივე შემთხვევაში მეტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბირელის მოღვაწეობა მწვრთნელის თანამდებობაზე მალე დასრულდა.
ტედ დრეიკი1952 წელს
არსენალის და
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი
ტედ დრეიკი დაინიშნა ჩელსის მწვრთნელად. დრეიკმა განაგრძო წინამორბედის დაწყებული საქმე - კლუბის მოდერნიზება როგორც მოედანზე ისე მის მიღმა. ერთერთი პირველი რაც მან გააკეთა იყო კლუბის ლოგოდან პენსიონერის ემბლემის ამოღება. მოყოლებული ამ დროიდან ჩელსის მოიხსენიებენ როგორც '
ლურჯებს'
the Blues . დრეიკმა აგრეთვე გააუმჯობესა ვარჯიშის რეჟიმი. დანერგა ნოვაციები. მან გააგრძელა ახალგაზრდული/ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და გეზი აიღო ახალგაზრდა ტალანტების მოყვანაზე, სანაცვლოდ ადრე დანერგილი პრაქტიკისა როდესაც ჩელსიში ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელები მოყავდათ, რომლებიც ხშირად ვერ ამართლებდნენ.
1954-55 წლის საიუბილეო სეზონში ნაკლებად ვარსკვლავურმა ჩელსიმ მოულოდნელად გაიმარჯვა ჩემპიონატში და გახდა ისტორიაში პირველად ინგლისის ჩემპიონი. გუნდში ირიცხებოდნენ მეკარე
ჩარლი ტომპსონი, მოყვარული ფეხბურთელები
დერეკ საუნდერი,
ჯიმ ლიუისი,
ჯონი მაკნიკოლი, უინგერი
ერიკ პერსონსი, ინგლისის ნაკრების მომავალი მწვრთნელი
რონ გრინვუდი. ბევრის აზრით ერთადერთი ვარსკვლავი იმ შემადგენლობაში იყო კაპიტანი, ბომბარდირი ინგლისის ნაკრების წევრი
როი ბენტლი. საჩემპიონო სეზონი ჩელსიმ მძიმედ დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით გუნდმა მოუმატა და გადამწყვეტი აღმოჩნდა 2 გამარჯვება
ვულვერჰემპტონთან 4-3 და 1-0. ჩელსიმ ამ სეზონში ჯამში დააგროვა 52 ქულა, რაც ითვლება ომის შემდგომ გამართულ სეზონებში ერთერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლად. ჩემპიონებს საპატიო კორიდორი სერ
მეტ ბასბის ბავშვებმა მოუწყვეს.
როგორც მოქმედ ჩემპიონს ჩელსის ხვდა წილად მიეღო მონაწილეობა
ჩემპიონთა თასის საინაუგურაციო სეზონში, რომელიც
უეფამ 1955 წელს დააფუძნა. კენჭისყრის შედეგად ჩელსის მეტოქე პირველ ეტაპზე იყო შვედური
დიურგარდენსი მაგრამ საფხბურთო ლიგამ და ასოციაციამ აუკრძალა ჩელსის გამოსვლა ჩემპიონთა თასზე, მათ მიაჩნდათ რომ კლუბს აქცენტი უნდა გაეკეთებინა საშინაო ტურნირებზე. ჩელსიმ ითამაშა არაოფიციალურ, გაეთიანებული სამეფოს ჩემპიონატში შოტლანდიის ჩემპიონ
აბერდინთან და დამარცხდა.
მომდევნო წელს ჩელსიმ ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება, გუნდს დაღმასვლა დაეწყო. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ პერიოდში იყო, კლუბის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბომბარდირის
ჯიმი გრივზის გამოჩენა. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილმა ჩელსიმ გრივზი
მილანში გაყიდა 1961 წელს, ამას რა თქმა უნდა არ მოყოლია მდგომარეობის გამოსწორება. სექტემბერში
ბლექპულთან 0-4 მარცხის შემდეგ დრეიკი დათხოვნილ იქნა. მისი ადგილი დაიკავა 33 წლის მოთამაშე მწვრთნელმა დოჰერტიმ.
ტომი დოჰერტიტომი დოჰერტიმ კლუბში მკაცრი რეჟიმი დააწესა. აამაღლა გუნდის დისციპლინა. მან გაყიდა კლუბის ასაკიანი ფეხბურთელები და მათ ნაცვლად მიიწვია ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ბირელის ახალგაზრდული აკადემიიდან აღიზარდნენ. 1962 წლის იანვარში, როდესაც დოჰერტიმ ჩაიბარა გუნდი ჩელსი განწირული აუტსაიდერი იყო, მიუხედავად ამისა მწვრთნელმა შეიმუშავა ექსპერიმენტული გეგმა სამომავლოდ. ჩელსიმ ერთი წელი გაატარა მეორე დივიზიონში და უმაღლეს ლიგაში გააახლგაზრდავებული ბირთვით დაბრუნდა. გუნდში ამინდს ქმნიდნენ
რონ ჰარისი, მეკარე
პიტერ ბონეტი,
ბობი ტემბლინგი,
ჯონ ჰოლინსი,
კენ შელიტო,
ბარი ბრიჯსი,
ბერტ მიურეი და კაპიტანი და ფლეიმეიკერი
ტერი ვენეიბლზი. ახალგაზრდული აკადემიიდან გაზრდილ ამ ფეხბურთელებს დოჰერტიმ დაამატა თავდამსხმელი
ჯორჯ გრეჰემი,
ედი მაკგრიდი, მცველი
მარვინ ჰინტონი. მწვრთნელი თავის ახალგაზრდა გუნდს მოიხსენიებდა როგორც
'პატარა ბრილიანტებს'.
პირველივე სეზონში პირველ დივიზიონში ჩელსიმ მეხუთე პოზიცია დაიკავა. მომდევნო წელს გუნდმა პროგრესი გააგრძელა და სამ ფრონტზე იბრძოდა. ლიგის თასზე ფინალში დამარცხებულ იქნა
ლესტერ სიტი 3-2, 0-0. ამ პერიოდში ტემპერამენტულ დოჰერტის გაურთულდა გასახდელში ურთიერთობები რიგ წამყვან მოთამაშეებთან, მათ შორის ვენეიბლზთან. ასოციაციის თასზე ნახევარფინალი წაგებულ იქნა ლივერპულთან, ხოლო ჩემპიონატში
ბარნლისთან გადამწყვეტ შეხვედრაში, შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე ჩელსის ახალგაზრდები 2-6 დამარცხდნენ და ტიტულისათვის ბრძოლაც დათმეს.
1965-66 ჩელსიმ უეფას
ბაზრობათა თასზე მიიღო მონაწილეობა. წარმატებით დაძლია გუნდმა
რომას (4-1, 0-0)
ვენის სპორტ კლუბის (2-0, 0-1),
მილანის (2-1, 1-2 კენჭისყრით) და
მიუნხენ 1860 (1-0, 2-2) ბარიერები. ნახევარფინალში ლონდონელთა მეტოქე კატალონიის
ბარსელონა იყო. შეხვედრები ორივეჯერ მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა 2-0 და 2-0. კენჭიყრით გადათამაშება
კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც ბარსამ იმარჯვა 5-0 და ფინალში გავიდა.
დაძაბული ურთიერთობისათვის წერტილის დასმა დოჰერტიმ წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვით მოახერხა. ვენეიბლზი, გრემი, ბრიჯზი და მიურეი ყველა ტრანსფერზე იქნა დაყენებული. მათ ადგილას რამდენიმე ახალგაზრდა მიიწვია, მათ შორის
პიტერ ოსგუდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. დოჰერტის სატრანსფერო მანევრებმა შედეგი მოიტანა. ჩელსი 1966 წლის ოქტომბერში სატურნირო ცხრილს ედგა სათავეში და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო 10 შეხვედრაში, მაგრამ ლიგის თასის შეხვედრაში ოსგუდმა ტრავმა მიიღო რამაც გუნდს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. მის შემცვლელად დოჰერტიმ სატრანსფერო რეკორდი დაამყარა
ტონი ჰეიტლის შეძენით £100.000. მაგრამ ჰეიტლის მეორე სართულზე აქცენტირებული სათამაშო სტილი ჩელსის მონახაზში ვერ ჩაჯდა და მისი ადაპტაცია გართულდა. ჩელსიმ სეზონი მეცხრე ადგილას დაასრულა. სეზონის მთავარი მოვლენა ასოციაციის თასის ფინალში თამაში გახდა. ფინალში მეტოქე
ტოტენჰემი იყო. ეს იყო პირველი ლონდონური ფინალი თასზე და ჩელსის პირველი ფინალი უემბლიზე ასოციაციის თასზე. შეხვედრა ტოტენჰემის გამარჯვებით დასრულდა 2-1. მათ რიგებში ირიცხებოდნენ ექს-ჩელსელი ვენეიბლზი და გრივზი. მომდევნო სეზონის სტარტზე, როდესაც ჩელსიმ სასტარტო 10 დან მხოლოდ 2 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება, დოჰერტი დათხოვნილ იქნა.
დეივ სექსტონიდოჰერტის წასვლის შემდეგ ჩელსიმ პირველი თამაში 0-7 წააგო. თავკაცად არჩეულ იქნა
დეივ სექსტონი. იგი გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება იყო. ჩელსის ბირთვი უცვლელი იყო სექსტონი მოღვაწეობის დასაწყისში. მან გააძლიერა დაცვა
ჯონ დემფსის და
დევიდ ვების მოყვანით. მათ გარდა ჩელსიში ჩაირიცხა თავდამსხმელი
იან ჰაჩინსონი. პირველ წლებში სექსტონის დამოძღვრილმა გუნდმა მეექვსე პოზიაციაზე დაასრულა გათამაშება. ბაზრობათა თასზე კენჭისყრით გამოვარდნენ
DWS ამსტერდამთან.
1969-70 სეზონში ჩელსიმ მესამე ადგილზე დაასრულა ტურნირი. ოსგუდმა და ჰაჩინსონმა წყვილში 53 გოლის გატანა შეძლეს. ასოციაციის თასის ფინალში ჩელსის იმ პერიოდის ერთერთი დომინანტი ძალა
ლიდსი დაუპირისპირდა, ჩელსიმ გადათამაშებაში ოლდ ტრაფორდზე ვების გოლით დამატებით დროში 2-1 იმარჯვა.
თასის მფლობელის სტატუსით ჩელსიმ მომდევნო წელს თასების თასზე მიიღო მონაწილეობა 1970-71 სეზონში.
არის თესალონიკის და
სოფიის ცსკა-ს დამარცხებით ჩელსი 1/4 ში გავიდა. დაძაბული ორთაბრძოლების გადატანა მოუხდა კლუბს
ბრიუგესთან. ნახევარფინალში
მანჩესტერ სიტის ბარიერი იქნა დაძლეული და ფინალში, გადათამაშებაში კლუბმა
დემფსის და
ოსგუდის გოლებით
მადრიდის რეალი დაამარცხა პირეოსში. ეს იყო ჩელსის პირველი წარმატება ევრო არენაზე. 1972 წელს გამოვიდა სიმღერა - ლურჯი არის ფერი -
'Blue is the Colour' და დაიკავა მეხუთე ადგილი ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტებში.
მძიმე პერიოდიადრეული 1970 იანი წლებიდან მდგომარეობა ნელ ნელა უარესდებოდა გუნდში. სექსტონს გაურთულდა ურთიერთობები წამყვან მოთამაშეებთან, მათ შორის ოსგუდთან, ჰადსონთან და ბოლდუინთან. მიზეზი კი ფეხბურთელების ცხოვრების წესი და არადისციპლინებულობა იყო. ამას ბუნებრივად მოყვა შედეგების გაუარესება. 1971-72 სეზონში ჩელსი თასების თასიდან გააგდო
ატვიდაბერგსმა. ასოციაციის თასზე მეორე დივიზიონელ
ლეიტონ ორიენტთან გამოეთიშა ასპარეზობას, ხოლო ლიგის თასის ფინალი დათმო
სტოკ სიტისთან. აღსანიშნავია რომ თითოეულ ამ შემთხვევაში ჩელსი აგებდა თავისზე გაცილებით სუსტ გუნდთან, კრიზისი მწვავდებოდა. 1972-73 სეზონში მეთორმეტე პოზიციაზე დაასრულა გუნდმა ჩემპიონატი. მომდევნო წელს მეჩვიდმეტეზე. 1973 წელს ბოქსინგ დეიზე
ჩარლტონთან წაგებული შეხვედრის მერე (2-4) დაპირისპირებამ სექსტონს და ოსგუდ-ჰადსონს შორის პიკს მიაღწია. რამდენიმე თვის შემდეგ წყვილი ტრანსფერზე იქნა დაყენებული და მათ დატოვეს კლუბი. რაც შეეხება სექსტონს, იგი 1974-75 წლების სეზონის სტარტზე იქნა დათხოვნილი. კლუბი ჩაიბარა მისმა ასისტენტმა
რონ სტიუარტმა, რომელმაც ვერ იხსნა ჩელსი მეორე დივიზიონში გავარდნისაგან, 1975 წელს.
სტემფორდ ბრიჯზე
East Stand-ის აშენებამ, რაც ახალი 60.000-იანი სტადიონის გეგმის ნაწილი იყო, კლუბს პრობლემები დაუმატა. პროექტი შეფასებულ იქნა როგორც ყველაზე ამბიციურად რაც ბრიტანეთში განხორციელებულა. პროექტის განხორციელება დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდს, რამდენჯემე შეჩერდა, გაიფიცნენ მუშები, იყო სამშენებლო მასალების ნაკლებობა შედეგად მივიღეთ ის რომ 1976 წელს ჩელსის დაუგროვდა £3.4 მილიონი ვალი. 1974 წლის აგვისტოდან 1978 წლის ივნისამდე კლუბმა ვერცერთი ფეხბურთელის შეძენა ვერ მოახერხა. ამას დაემატა დასწრების კლება სტადიონზე.
1975 წელს ჩელსის მწვრთნელად დაინიშნა ყოფილი ფეხბურთელი
ედი მაკგრიდი, რომლის ძალისხმევითაც კლუბი დაუბრუნდა უძლიერეს დივიზიონს 1976-77 სეზონში. გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების -
რეი უილკინსის,
სტივ ფინისტონის გვერდით ჯერ კიდევ ირიცხებოდნენ ვეტერანები - კუკი, ჰარისი და ბონეტი. მაკგრიდის დიდ ხანს არ მოუწია მწვრთნელად ყოფნა, ბრაიან მირსთან კონტრაქტთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო კლუბი მალევე დატოვა. მისი ადგილი ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა
კენ შელიტომ დაიკავა.
შელიტომ შეუნარჩუნა ჩელსის ადგილი პირველ დივიზიონში. მომდევნო წელს გუნდს პიტერ ოსგუდის დაბრუნებამაც ვერ უშველა და ჩელსი ისევ გავარდა უძლიერესთა რიგებიდან. რეი უილკინსი, გუნდის მაშინდელი ვარსკვლავი მანჩესტერში გაიყიდა. 1979 წლის სექტემბერში, 1966 წლის მუნდიალის ერთერთი გმირი
ჯოფ ჰერსტი დაინიშნა ჩელსის მწვრთნელად, ბობი გოულდი მის თანაშემწედ. ჰერსტმა კარგად დაიწყო მაგრამ მეორე ნახევარში გაჩენილმა გარკვეულმა სირთულეებმა არ მისცა საშუალება გუნდი აღეზევებინა პირველ დივიზიონში. 1980-81 სეზონში ჩელსიმ 12 პოზიცია დაიკავა და მწვრთნელი გაათავისუფლეს.
1981 წელს ბრაიან მირსი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, ამით დასრულდა მირსების ოჯახის 76 წლიანი კავშირი ჩელსისთან. მისი ერთერთი უკანასკნელი გადაწყვეტილება იყო
ვრექსემის მწვრთნელის
ჯონ ნილის მოწვევა. 1982 წელს მძიმე ვალებში ჩაფლული
Chelsea Football & Athletic Company ბიზნესმენმა
კენ ბეითსმა შეიძინა ნომინალურ ფასად £1. ბეითსმა უარი თქვა სტადიონის შეძენაზე, რაც მან მოგვიანებით ინანა. მიუხედავად შეუთანხმებლობისა რიგ საკითხებზე როგორც კლუბის გულშემატკივრებთან ასევე
Marler Estates-ის დეველოპერებთან, რომლებსაც დავიდ მირსის ძმისაგან ბრაიანისგან ქონდათ გამოსყიდული სტემფორდ ბრიჯის წილი, ბეითსი ენერგიულად შეუდგა მოღვაწეობას.
კენ ბეითსი1983 წლის ზაფხული გარდამტეხი აღმოჩნდა ჩელსის ისტორიაში.
ჯონ ნილმა განახორციელა რიგი ტრანსფერებისა რამაც კლუბის მძიმე მდგომარეობის გამოსწორება მოიტანა.
რედინგიდან გადმოყვანილ იქნა თავდამსხმელი
კერი დიქსონი,
კლაიდიდან უინგერი
პეტ ნევინი,
ნაიჯელ სფექმენი ბორნმუთიდან და გოლკიპერი
ედი ნიდზვიეკი ვრექსემიდან. მთელი ამ ოპერაციებისთვის დაიხარჯა £500.000. დიქსონმა შედეგიანი ტანდემი შექმნა ნილის კიდევ ერთ მოწვეულ ახალგაზრდასთან
დევიდ სპიდისთან, ორივე კარგად უგებდა მოედანზე ნევინს. 1983-84 სეზონი ჩელსიმ ხმაურიანად დაიწყო, მიღწეულ იქნა დიდი ანგარიშით გამარჯვებები,
დერბისთან,
ფულემთან და
კევინ კიგანის ნიუკასლთან. უკანასკნელ ტურში
გრიმსბი თაუნის დამარცხებით გუნდმა მოიპოვა პირველი დივიზიონის საგზური.
1984-85 წლების სეზონში ჩელსი მეექვსე ადგილას გავიდა. ლიგის თასის ნახევარფინალი დათმო გუნდმა
სანდერლენთან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნილმა სეზონის ბოლოს თანამდებობა დატოვა. მის პოსტზე
ჯონ ჰოლინსი იქნა შერჩეული. ჰოლინსის პირველსავე სეზონში გუნდი საკმაოდ კომპეტენტურად გამოიყურებოდა. თებერვალში სატურნირო ცხრილსაც ედგა სათავეში. თუმცა სააღდგომოდ მდგომარეობა გართულდა დიქსონი ტრავმის გამო და ის სეზონიც მეექვსე პოზიციაზე დასრულდა ჩელსისთვის. მომდევნო სეზონში შედეგი გაუარესდა, გუნდმა მეთოთხმეტე პოზიციაზე დაასრულა გათამაშება. წლიდან წლამდე ისევ უარესდებოდა მდგომარეობა, მიზეზი ამჯერადაც მწვრთნელს და წამყვან ფეხბურთელებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება იყო. გამოსავალი ხელმძღვანელობამ მათი გაყიდვით სცადა მოეძებნა. სპიდი და სპაკმენი ტრანსფერზე იქნენ დაყენებულნი. მოგვიანებით ჰოლინსიც გაათავისუფლეს.
ბობი კემპბელმა კლუბი მარტში ჩაიბარა და ვერ შეძლო გავარდნისგან ეხსნა.
1989-90 სეზონში ჩელსი შთამბეჭდავად დაბრუნდა პირველ დივიზიონში. ბობი კემპბელმა მოახერხა და გუნდი მეხუთე პოზიციაზე დაასრულებინა სეზონი. მომდევნო წელს კემპბელის ადგილას
იან პორტერფირდი დაინიშნა, იგი წვრთნიდა გუნდს პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონში 1992-93. წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ეს უკანსკნელიც დათხოვნილ იქნა და 1970 წლის ასოციაციის თასის ფინალის მონაწილე კიდევ ერთი მწვრთნელი დაინიშნა - დევიდ ვები. სეზონის ბოლოს ისიც გაათავისუფლეს და გუნდი 35 წლის
სუინდონ თაუნის მოთამაშე მწვრთნელს
გლენ ჰოდლს ჩააბარეს.
1992 წელს კენი ბეიტსმა ისარგებლა დეველოპერების გაბანკროტებით და სტემფორდ ბრიჯი გამოისყიდა. მის მიერ შექმნილმა შ.პ.ს.
Chelsea Pitch Owners-მა შეიძინა აგრეთვე კლუბის სახელთან დაკავშირებული უფლებები. რაც იმას ნიშნავდა, რომ სხვა სტადიონზე გადასვლის შემთხვევაში გუნდი 'საფეხბურთო კლუბი ჩელსი'-ს სახელს ვერ გამოიყენებდა.
გლენ ჰოდლმა პირველ სეზონში გუნდი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ჩელსის მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო. ლონდონელებმა შეხვდრა 0-4 დათმეს. მიუხედავად ამისა კლუბმა მიიღო უფლება ეასპარეზა მომდევნო წელს თასების თასზე, რამდენადაც თასის მფლობელი მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ჩელსიმ გააღწია ნახევარფინლამდე სადაც გამოეთიშა ასპარეზობას
რეალ სარაგოსასთან.
ბეიტსმა არ დაიშურა მილიონები გუნდის გასაძლიერებლად. 1995 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით
სამპდორიადან ჩაირიცხა ლეგენდარული
რუუდ გულიტი, მანჩესტერის თავდამსხმელი
მარკ ჰიუზი £1.5. ნიჭიერი რუმინელი მცველი
დან პეტრესკუ. გუნდის ლიდერი იყო კაპიტანი
დენის ვაიზი. 1995-96 სეზონში ჰოდლმა გუნდი 11 პოზიციაზე გაიყვანა და გადადგა. მან ინგლისის ნაკრები ჩაიბარა.
რენესანსი1996 წლის ზაფხულში ჰოდლის წასვლის შემდეგ რუუდ გულიტი დაინიშნა მოთამაშე მწვთნელად. კლუბმა დაიმატა რამდენიმე ტოპ კლასის ფეხბურთელი -
ჯანლუკა ვიალი,
ჯანფრანკო ძოლა,
ფრანკ ლებეფი,
რობერტო დი მატეო (£4.9 იმ დროისათვის რეკორდი კლუბის). მოგვიანებით მათ შეუერთდნენ
გუსტავო პოიეტი და ნორვეგიელი
ტორე ანდრე ფლო. ამ შემადგენლობით გულიტის გუნდი პრემიერლიგაში ერთერთ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ჩელსი თამაშობდა მიმზიდველ, სანახაობრივ და როგორც ხანდახან ეძახდნენ
'სექსუალურ' ფეხბურთს. პირველივე სეზონში გუნდს ბრწყინვალე შედეგები ქონდა. გულიტმა მოახერხა და მეექვსე ადგილზე გაიყვანა ჩელსი. ყველაზე მთავარი კი ასოციაციის თასზე გამარჯვება იყო. ფინალში უემბლიზე
მიდლსბროს წინააღმდეგ დი მატეომ ანგარიში 43 წამზე გახსნა რაც უსწრაფესი იყო თასების ფინალების ისტორიაში. შეხვედრა 2-0 დასრულდა.
კონტრაქტთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის გამო 1998 წლის თებერვალში გულიტი მოულოდნელად გათავისუფლებულ იქნა პოსტიდან. ჩელსი ამ დროისთვის პრემიერლიგაში მეორე პოზიციაზე იყო და 2 თასზე აგრძელებდა ბრძოლას. მწვრთნელად დანიშნულ იქნა 33 წლის ვიალი. ორ თვეში ჩელსიმ 2 ტიტული მოიგო. ლიგის თასზე ფინალში ამჯერადაც მიდლსბრო იქნა დამარცხებული, დი მატეომ ამჯერადაც გაიტანა. თასების თასის ფინალში
სტოკჰოლმის რასუნდაზე ჩელსიმ
შტუტგარტი დაამარცხა 1-0. შეხვედრის ერთადერთი გოლი შეცვლაზე 17 წამის შემოსულმა ჯანფრანკო ძოლამ გაიტანა. წარმატებული სვლა აგვისტოშიც გაგრძელდა, სადაც ევროპის სუპერთასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
მადრიდის რეალი დაამარცხეს 1-0.
1998-99 წლების სეზონში ჩელსიმ ნამდვილ საჩემპიონო რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად პირველ ტურში
ქოვენთრისთან წაგებული მატჩისა, გუნდი იანვრამდე დაუმარცხებლად გავიდა, თან ისე რომ საშობაოდ პრემიერლიგას ლიდერობდა. საჩემპიონო შანსები შემცირდა
ვესტეჰმთან წაგებული საშინაო შეხვედერის შემდეგ. ამას მოყვა რამდენიმე ფრე და საბოლოო ჯამში ჩემპიონ მანჩესტერს 4 ქულით დაუთმეს პირველობა. თასების თასზე ჩელსიმ ნახევარფინალი წააგო
მალიორკასთან, ხოლო საშინაო თასებიდან ორივე ტურნირზე 1/4 გავარდნენ. სეზონი მაინც დადებითად შეფასდა რამდენადაც მესამე ადგილმა საშუალება მისცა ჩელსის ჩემპიონთა ლიგაში მიეღო მონაწილეობა მომდევნო წელს.
1999 წელს, 44 წლის თავზე იმ სეზონიდან, როდესაც ჩელსის არ მიეცა საშუალება ჩემპიონთა თასის საინაუგურაციო სეზონში მიეღო მონაწილეობა, კლუბს დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაში. დასამახს
This post has been edited by BLACK METAL on 16 Apr 2009, 20:22