+1
მე მგონი ცოტა დავაგვიანე მაგრამ ეხლა დავწყნარდი იმ თამაშის მერე. ჯერ მინდა ყველა ჩელსის გულშემატკივარს მოგილოცოთ თქვენი გუნდის ასეთი მონდომება და სწორი თამაში. ჰიდინკმა ის შეძლო რაც ჯერ ვერცერთმა გუნდმა ვერ მოუხერხა ბარსას. ზუსტად ისე ათამაშა გუნდი როგორც ბარსას წინააღმდეგ უნდა ითამაშო სასურველი ანგარიშის მისაღწევად. კარგათ მესმის თქვენი აღშფოთება და მსაჯის კრიტიკაც.
ეს პოსტი ბარსას თემაშიც არის და მინდა აქაც იყოს რომ ცოტა უფრო ობიექტური თვალით შეხედოთ თამაშს.
ერთი საინტერესო ფაქტი.
ჩემი აზრით ბარსელონას კარში არ დადეს 2(ზოგი რათქმაუნდა მეტს თვლის) 100% პენალი და ალბათ ყველა მათ შორის ჩელსის ფანებიც დამეთანხმებით ამაში.
მაგრამ, ყველას დაავიწყდა რატომღაც ეს მომენტი სადაც მე მგონი 10000% პენალია ისეთივე როგორიც პიკეზე იყო! დარწმუნებული ვარ დიდათ შეცვლიდა თამაშს ეს პენალი. ეს ერთი მომენტი
ანგარიში 0-0 წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა????

მეორე 100% პენალი ნოუ კამპზე არ დადო მსაჯმა

აბიდალის არაფრისთვის გაგდება მეორე მსაჯის შეცდომა ბარსას წინააღმდეგ.
ტურეს და დროგბას ორთაბრძოლაზეც შეიძლება დაიწყოს ზოგმა კამათი მაგრამ ჯარიმა უნდა დაენიშნა მსაჯს და ტურესთვის ყვითელი მიეცა იმიტომ რომ მაგ მომენტში აშკარად ცდილობდა ტურე ფოლის აკიდებას საჯარიმოს გარეთ და რაც შეეხება საჯარიმოში მომხდარ ამბავს მანდ პენალი არ იყო!
ალვეშის მომენტზე პენალტის დადება ძალიან არარეალურია ასეთ თამშში ასეთ დროს ასეთი ადგილიდან არავინ არასდროს არ დადებს პენალს.
ამის შემდეგ მგონი აღარ უნდა იყოს ისეთი ლაპარაკი თითქოს ბარსა ფინალს არ იმსახურებს ან ვინმემ გაიყვანა.
წარმატებიბი ლიგაში და მომავალ წელს ბევრი თასის დამსახურებულად მოგებას გისურვებთ. (ბარსა არ გამოუაგდოთ ოღონდ

)