








ტერიზე რად დაიწერა ნუ აყვებით. მაგრად მანჩესტერზე მკიდია უკვე ეს დედა..... ტაბლოიდები. გულის ამრევია და აღარ ვხსნი. ვიღაც ... ადებაიორის ნათქვამზე შეთხზეს ისტორიები. ტესტები კარგად მიდის, როგორც ყოველთვის ზაფხულობით გუნდი მაგარ დუხზეა და უპრობლემოდ თამაშობს. ძალიან კარგია, მშვენიერი სტარტის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს შექმნილი. ძალიან ... დროს კი იყო თამაშები, ღამის 4 საათზე გამიჭირდა მილანთან თამაშის ნახვა, არადა ძალიან მინდოდა. ალბათ ყველაზე მთავარი ლამპარდის ახალი ამპლუაა. ჰიდინკმა დაიწყო ეს საქმე და კარლომ დაამთავრა, ჯერ იყო ბალა-ესიენის წინ დააყენა გუსმა, ახლა კი კარლომ საერთოდ სამ კაციანი ზურგი მისცა და იტალიურად რომ ვთქვა ტრეკვარტისტად დააყენა. ამასწინათ კაკას ადარებდა, რაღაც განსხვავებები არისო მარა ლამპარდი სერიოზული იგროკიაო და მის იდეალურ ადგილს ორი თავდამსხმელის უკან ვხედავო. საუკეთესო კაკა იმჰო ერთი ფორვარდის უკან იყო, მარა ლამპარდის შრომისუნარიანობა საშუალებას მისცემს კარლოს 2 თავისუფლად წინ წაგდებული კაცი ყავდეს მოედანზე. ტაქტიკა 'დაიმონდ'-ად მოინათლა, 4-4-2 ის ერთერთ ნავაროტად 4-1-2-1-2. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. სტარიჯის თამაშს ვინც უყურა დამეთანხმება რომ გაცილებით დამაჯერებლად, კარგი გაგებით ნაგლურად და ცამოყალიბებულ კაცად გამოიყურება 19 წლის ბიჭი, თანაც ძალიან ჰგავს დროგბას, ზუსტად იგივე სიმაღლის და თითქმის იგივე ფაქტურით. ასე რომ სტარიჯი რჩება არსად არ ვანათხოვრებთ და ძალიან საინტერესო კაცი გვყავს იმჰო, რომელიც მალე ინგლისის ნაკრებში იბრძოლებს ადგილისათვის, კაპელოს მოსწონს ჰესკის ნაირ სირს, კი არა და სტოლბას რომ აყენებს ხოლმე. მანდ რეალურად რუნის სერიოზული მეწყვილის დეფიციტია იმჰო. ანელკაცკარგად გამოიყურება, ხოლო რაც შეეხება კალუს იყო ინფორმაცია რომ არსენალი გვაძლევდა £7 მილიონს, შვიდი ცოტაა მარა ერთი 10-12 თუ დაიდო მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა დაფის ან გუდიონსენისავით გასაყიდი გაგვიხდეს აფრიკელი, ვნახოთ. ბაიერნმა რიბერიში £81 მინდაო, სექტემბრამდე მდგომარეობა რომ დასტაბილურდება და რეალი დაასრულებს (გერმანელების თვალში) ოპერაციებს, იქ ვან გაალს შეიძლება რობენი და ფული მოუნდეს ხოდა არ გამოვრიცხავ ესე £40-ს რაიონში რიბერი ჩამოუყვანოს რომამ კარლოს. ჯერჯერობით მწვრტნელის თხოვნით არავინ მოსულა. პატოზე არ ვიცი, რას ხედავს ასეთს მაგ ბავშვში ანჩელოტი აზრზე არ ვარ, მაგრად ვიძაბები მაგის ტრანსფერზე რომ სადმე სერიოზული წყარო წერს. ხოლო პირლოს რაც შეეხება დღეს გავრცელდა რომ პისაროს და მანსიენს (იჯარით) ვაძლევთ და + ფული. პისარო ალბათ წავა და მთხოვნელებიც არ აკლია, აი მანსიენის გაშვების წინააღმდეგი ვარ, ძალიან მომწონს ეგ ბავშვი, ძალიან სწრაფია, ამ დროს ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და ვისაც მალდინის ახალგაზრდობა ახსოვს აი ზუსტად ისევე ოდნავ გიჟურად და თავქარიანად დარბის, დაღვინდება და ბოსინგვასაც მოიშორებს და სხვებსაც, მე მაგრად მომწონს ეგ ბიჭი და ძირითადში მინდა ვნახო, ეგ იმენა მცველია, ბოსინგვა უფრო ნახევარცველია იმჰო. დი სანტო უნდა გავანათხოვროთ, მითუმეტეს რომ სტარიჯის მოსვლის შემდეგ, ასევე რამე უნდა ვუშველოთ შევჩენკოსაც. დეკო როგორც ჩანს რჩება, პირველ თამაშში ღუზად ათამაშა, გამიკვირდა, მერე ლამპარდის ადგილას თავდამსხმელების უკან. პირლო თუ მოვა დეკო ალბათ დაგვტოვებს. მაგრად მომეწონა სინკლერიც, ძალიან სწრაფია ეგ მამაძაღლი, ეგეც მალუდასავით ოდნავ უკან სიღრმეში ათამაშა და კარგად გამოიყურებოდა მარა სინკლერის დატოვება მგონი არ იქნება კაი იდეა. ცუდია რომ ჯო კოული დაიმტვრა, არის ინფორმაცია რომ ანჩელოტის დაიმონდში მისი ადგილი ძნელად მოიძებნება, მე ვფიქრობ რომ კაი ფულს თუ მოგვცემენ აჯობებს გავუშვათ, მარა ჯო ჯერჯერობით დარჩება. მოკლედ საინტერესო სეზონი იწყება, 9 აგვისტოს მანჩესტერი უნდა ........ უემბლიზე. ჯერჯერობით ბალაკის და ჯოს მოსვლამდე ასეა:
---------------------------------------------------------დროგბა/სტარიჯი
-------------------------------------------------------------------------ანელკა
--------------------------------------------------------------ლამპარდი
--------------------------------მალუდა/ჟირკოვი---------------------------------------ესიენი
----------------------------------------------------------------მიკელი
--------------------------ეშლი-------------------------------------------------ივანოვიჩი/ბოსინგვა
----------------------------------------------ტერი------------------ალექსი/კარვალიო
-----------------------------------------------------------------ჩეხი
კარი -
ჩეხი,
ილარიო,
ტერნბული;
დაცვა -
ტერი,
კარვალიო,
ალექსი,
ივანოვიჩი,
ეშლი,
ბოსინგვა,
მანსიენი,
ჰაჩინსონი, ბელეტი, ფერეირა;
ხერხემალი -
ესიენი,
ბალაკი,
მალუდა,
ჟირკოვი,
მიკელი, დეკო;
ფრთები -
ჯო, სინკლერი;
კაკა -
ლამპარდი.
თავდასხმა -
დროგბა,
ანელკა,
სტარიჯი, კალუ, დი სანტო, პისარო, შევჩენკო.