რედინგი 2 - 2 ჩელსი (გოლები/მიმოხილვა) როგორც ჩანს კარლო 4-4-2-ზე დაჯდა საბოლოოდ, რაც პრინციში კარგი ცვლილებაა იმის გავალსწინებით რომ ანელკა-დროგბა სერიოზული ძალაა წინ.
საინტერესოა მანიუს წინააღმდეგ ვის დააყენებს და სად.
ჩელსის 4-მა ძირითადმა კაცმა (ჩეხი, ტერი, აშლი, ლამპსი) წინა საზეზონო მომზადების პერიოდში ერთის გარდა ყველა თამაშში ითამაშა. ჩემი აზრით მანიუს წინააღმდეგ ეს 4 კაცი ყველა ვარიანტში იქნება.
რაც შეეხება დანარჩენებს.
დაცვა/მარჯვნივ - ივანოვიჩი V ბოსინგვა. პირადად ჩემი არჩევანი ბოსინგვაა. ივანოვიჩი მამა მცველია (ბარსასთან დაგლიჯა), მაგრამ შეტევაზე ბოსინგვა უკეთესია, უფრო აგრესიულია და სერიოზულ ძალაა გუნდში.
ცენტრი - კარვალიო V ალექსი. ჩემი არჩევანია ალექსი. ნაღდად არ მეგონა ოდესმე თუ რიკის ამოვაგდებდი მაგრამ რამდენადაც მე ცხედავ რიკიმ დაკარგა ის საოცარი მუღამი და "ჩუტიო" რაც ადრე ჰქონდა. სამაგიეროდ ალექსიმ და ტერიმ საკმაოდ ძლიერი ურთიერთგაგება შექმნეს დაცვის ხაზში რაც საბოლოო ჯამში რიკის ალბათ სამუდამოდ ამოაგდებს.
ცენტრი/მარჯვნივ - ესიენი (კიონკურენციის გარეშე. პრინციპში ეს მაგის საუკეთესო ადგილი არ არის ამიტომ თუ ოდესმე გვეღირსა და ჯ. კოული დაბრუნდა, იმედი მაქვს კარლიტო ესიენს უფრო ცენტრალური ნახევარმცველის როლს მიანიჭებს. ასეა თუ ისე, ესიენი დღეს უკონკურენციოა.
ცენტრი//ჰოლდინგი - მიკელი. ოკ, შეიძლება დამთავრებული პროდუქტი არ არის ეგ კაცი და საჭიროებს თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას მაგრამ ფაქტია რომ ძალიან დისციპლინირებულია უკან დაწეული ნახევარმცველის პოზიციაზე და პრინციპში ნორმალურო ორგანიზატორია. მოკლედ ასე ვთქვათ: ეგ ადგილი არის ესიენის. სანამ ჯ. კოული დაბრუნდება ეგდოს მიკელი მანდ, როდესაც ჯო გვეყოლება ესიენი გადავა მიკელის ადგილზე, კოული ესიენის ადგილზე მარჯვნივ და მიკელი გამოდის რომ სკამზე დაჯდება.
ცენტრი/მარცხნივ - მალუდა V ჟირკოვი. ჟირკოვის ბევრი თამაშები ნაღდად არ მინახია ამიტომ მიჭირს სერიოზული განცხადების გაკეთება. ინტერის წინააღმდეგ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ჟირკოვი, სამაგიეროდ გუშინ რედინგთან მალუდა რომ შემოვიდა მომენტალურად გაუმჯობესდა თამაში. მალუდამ ჰიდინკის მოსვლის შემდეგ აშკარად გამოასწორა თამაში. იმდენად რამდენადაც პრე-სეზონის თამაშების უმრავლესობა მალუდამ ითამაშა, ვფიქრობ კვირას მანიუსთან მალუდა დაიწყებს.
თავდასხმა - დროგბა / ანელკა. კალუ და სტარიჯი ამთ შემცვლელებად. უნდა გავყიდოთ პიზარო და შევა. დი სანტო კი აუცილებლად უნდა დავტოვოთ.
მანიუს წინააღმდეგ გამოვიყვანდი:
------------------------------ჩეხი----------------------------
ბოსინგვა------------ტერი------ალექსი----------------კოული
-----------------------------მიკელი--------------------------
--------ესიენი---------------------------მალუდა-----------
---------------------------ლამპარდი-------------------------
------------------ანელკა-------------დროგბა----------------
* * *
აუ გაატრაკეს ამ პირლოთი ბლინ. მოკლედ ეგ თუ იყიდეს, მომავალ სეზონს "აღარ ვუყურებ".
შევა, დეკო, სკოლარი.... პირლო??? რა არის ასეთიი გაუგებარი რომ პრემიერლიგაში გჭირდება ენერგია, ტემპი, ახალგაზრდა სისხლი, ძალა, ცეცხლოვანი აგრესია, დისცი[ლინა. ვინ არის პირლო???? 30 წლის დაზაგრული, მხცოვანი, ნელი, ნახევარგანაკვეთა ფეხბურთელი იმ ლიგიდან რომლის ხარისხი მინიმუმ 2ჯერ დაბალია პრემიერლიგაზე.
თან რაღა დროს პირლოა? ბარემ მალდინიც გადმოიყვანოს სრული ბედნიერებისთვის.
აი ეხლა უნდა ჩაერიოს რომანა და აუკრძალოს კალიტოს ეგეთი პენსიონერი იტალიელების ჩამოთრევა. პირლო წავიდეს გალთასარაიში ან აიაქში.
მოკლედ პირლო არ დავინახო აქ .....
This post has been edited by SIDCFC on 2 Aug 2009, 14:18