სიმართლეა ის რომ სტოუკს უფრო კარგ მდგომარეობაში აქვს მინდორი ვიდრე უემბლის და ვენგერი პირველი არ არის ვინც გამოთქვა უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ არსენალისთვის ხომ არ იყო ეგ მოედანი საზიზღარ მდგომარეობაში? ჩელსიც მანდ თამაშობდა გუშინ. უბრალოდ ჩელსისმ უფრო სწრაფად მოახდინა ბანძ მოედანთან ადაპტირება. აგრეთვე მთლად მოედანზე გადაბრალება სირაქლემას პრინციპია. ვენგერი მიზეზების გამოგონებებში ექსპერტია, არ ელევა მიზეზები. სანამ არსენა საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს არსენალის ფანები გამუდმებით იქნებიან გაურკვევლობებში. სამწუხაროდ ეს იმდენად გამოიკვეთა რომ დებატებს აღარ ემორჩილება.
არშავინის და ნასრის არ გამოყვანა ჩემთვისი პირადად საიდუმლოდ დარჩა.
სონგის არ გამოყვანა (არ ვიცი ასეთი რა მიზეზი ქონდა) კრიმინალის ტოლფასია. სონგი ბოლო 5-6 თამაშში თქვენი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია.
დენილსონი აშკარად დაიჩაგრა. მე რომ არსენალის ფანი ვიყო გუშინ დენილსონს "მოვკლავდი". ამდენი შეცდომა ცენტრში პირადად მე პირველად ვნახე. ჩელსის მთელი 90 წუთი იმხელა სივრცე მისცა ცენტრში რომ ესიენი თამაშის 2/3 სეირნობდა და თითქოს როგორც თავდამსხმელი ისე თამაშობდა.
არსენალის ნახევარდაცვის არარსებობის ხარჯზე ჩელსის ნახევარდაცვა მომენტალურ ზეწოლას ახდენდა არსენალის დაცვაზე, რამაც დაცვას სამუშაო გაუორმაგა. ჩელსის ნახევარდაც მომენტალურ შეტევაზე გადადიოდა. ერთ მომენტში მართლა მეგონა რომ ესიენი "თავდამსხმელი" იყო.
ეს ყველაფერი გამოიწვია დენილსონის სიბრიყვემ და უნიჭობამ.... თუმცა ამ სეზონში დენილსონს თითქოს არაუშავდა რა, მაგრამ მე მგონია რომ ეგ კაცი მაინც ლეშია.
სილვესტრეს რომ დროგბასთან შანსი არ ჰქონდა ეგ მეც ვიცი, თქვენც, ვენგერმაც და სილვესტრემაც. დროგბა იმდენად მასიური, მოქნილი მხეცია რომ მაგის დამჭერი მსოფლიო კლასის დამცველი ალბათ რამოდენიმეა მსოფლიოში. დროგბა ნებისმიერი გუნდის მცველებისთვის სრული კოშმარია. ამიტომაც არ მესმის რის იმედით დაყენა ეს შემადგენლობა გუშინ ვენგერმა? თუ არა და გადასულიყო ლივერპულივით მასიურ შეტევაზე, რაც ასეთ შემთხვევაში დაცვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა, და წარმატების შანსებიც გაიზრდებოდა.
უმეკაროდ, შესუსტებული დაცვით, საუკეთესო მოთამაშეებით სკამზე, და კიდევ ნელი ტემპით თამაში მაგარი უაზრობა იყო.. პრინციპში თვითმკვლელობა იყო და მოსახდენი მოხდა კიდეც.
მეკარე კი საერთოდ არ გყავდათ (ნუ რაშიც ვენგერს ვერ დავადანაშაულებ).
პენალტი უნდა დანიშნულიყო 2 შემთხვევაში, ერთი თქვენს კარში (აშკარა ხელით თამაშისთვის), მეორე ჩვენს კარში (თუ არ ვცდები მალუდაზე).
პირველი გოლი ოფსაიტი არ იყო არც ერთ შემთხვევაში.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი მოკრძალებული აზრით, გუშინდელი კინკრეტული თამაში მაინც ვენგერმა წააგო. სონგი და არშა რომ გამოეყვანა თამაში სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა. შეიძლება მაინც წაგეგოთ ან შეიძლება მოგეგოთ კიდეც, მაგრამ სცენარი აშკარად სხვა იქნებიდა. იმაზე მაინც არ დაიწყებდით ფიქრს რომ "ნეტავ რა მოხდებოდა სონგი და არშა რომ ყოფილიყვნენ"-ო.
ვენგერი დაბერდა და მგონი სიბერის ნიადაგზე მაგ კაცმა გარეკა.... სხვა ახსნა სონგის სკამზე დასმას არა აქვს რადგან გუშინ ვენგერის გადაწყვეტილებები სრული კაპიტულაციის ტოლფასი იყო და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს ნიჩიაზე თამაშობდნენ.
ლივერპულისთვის შეინახა ხალხი? აზრი? ეგ თამაში ლივერთან პრინციპში უაზროა. ვილა თქვენი დამწევი აღარ არის და ჩემპიონები მაინც ვერ გახდებით. FA თასის მოგება კი საკაიფო სტიმული იქნებოდა ბიჭებისთვის და ბოლობოლო ყველაზე პრესტიჟული ეროვნული სათასო ტურნირია მსოფლიოში (რაც ვენგრმა ჩემზე კარგად იცის). ფანებსაც გაუსწორდებოდათ და ფეხბურთელებსაც.
მოკელედ გუშინდელი გუნდის სელექცია ჩემთვის საიდუმლოებად დარჩება. რა მიზანს ემსახურებოდა ასეთი რისკი და ექსპერიმენტი გაუგებარია, ან უბრალოდ გუსმა იმენნა ჩახადა და უნდა აღიაროს რომ ეხლაც ჩახდილი დარბის, იმის მაგივრად რომ მინდვრებს, მოედნებს, მსაჯებს, მოწინააღმდეგე გუნდებს აბრალოს ყველაფერი.
და საერთოდ თქვენი საშუალო ასაკი მალე ალბათ 8 წელი იქნება ვენგერმა თუ ასე გააგრძელა თავისი ექსპერიმენტები.
დროა ევროპის აკადემიის ბავშვების ნაცვლად, დაღვინებული პროფესიონალი ფეხბურთელები (კაცები და არა ბავშვები) შეიძინოს. ვენგერი როდისმე წავა, და კლუბმა რა ქნას მერე? რას/ვის დაუტოვებს კლუბს? დენილსონს, დიაბის და ფაბიანსკის? თუ სილვესტრეს ჩააბარებს კლუბის ღირსებას?
აღდგომას გილოცავთ ყველას!
This post has been edited by SIDCFC on 19 Apr 2009, 14:12