მოკლედ ჩემი აზრით (თავიდან ბოლომდე არ მიყურებია აქედანვე გაფრთხილებთ)
არსენალმა მოიგო კლასის ხარჯზე და იმ მომენტების რეალიზებით, რომლებიც ქონდათ. არანკლები მომენტები ქონდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ რათ გინდა თუ თავდასხმაში ცრაუჩი გყავს
პირველ ტაიმში არსენალი ჯობდა აშკარად. 13 წუთზე არშავინის პასით ბენდტნერმა გაიტანა თავური. გოლის მერე არსენალი შეიძლება ითქვას მთლიანად დაეუფლა ინიციატივას და შეტევას შეტევაზე ახორციელებდა. ორჯერ არშავინი წაიქცა საჯარიმოში, მაგრამ მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. მესამეჯერაც რომ წააქციეს არშავინი, გვერდითმა არბიტრმა თამაშის წესის დარღვევა შენიშნა და თერთმეტმეტრიანი კვლავ ბენდტნერმა გაიტანა.

განსაკუთრებით მეოერე ტაიმის პირველი წუთები იყო საინტერესო. პორტსმუტი საკმაოდ დიდი შემართებით გამოვიდა მოედანზე. შემოვიდნენ ნვანკუ კანუ და უტაკა (ყველაზე აქტიური სხვათაშორის ეგ იყო, სანამ გოლს გაუშვებდნენ). პირველი ალბათ 10 წუთი საკმაოდაც აქტიურობდნენ ერთი გოლი რომ გაეტანათ სულ სხვა თამაში წავიდოდა. მაგრამ არსენალი გადარჩა (ანუ იგულისხმება რომ რაც დაარტყა პორტსმუტმა თითქმის ყველა კარს აცდა

, ან არადა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციებიდან ურტყამდნენ) და ერთი პატრა კონტრშეტევა და მესამეც შეუგდო და საბოლოოდ დაამშვიდა მოწინააღმდეგე

მერე მეც არ მიყურებია უკვე უაზრობა იყო და მაგიტომ
This post has been edited by Bavshvi on 2 May 2009, 21:21