კობიაშვილის 317 – ქართველი ბუნდესრეკორდს უმიზნებს
ლევან კობიაშვილი, მოქმედ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზეა გერმანულ ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით – ლეგიონერთა შორის. “კობის” 317 თამაში ჩაუტარებია, უსწრებს პერუელ კლაუდიო პიზაროს (315), ბოსნიელ ჰასან სალიჰამიჯიჩსა (313) და ჩეხ დავიდ იაროლიმს (303). ეს სტატისტიკური მონაცემები გერმანულმა kicker-მა გამოაქვეყნა.
და რაც შეეხება ყველა დროის რეკორდს – ბრაზილიელ ზე რობერტოს 339 მატჩი აქვს, თუმცა კარიერა დაასრულა. გამოდის, რომ “ჰერტას” მარცხენა მცველს 22 შეხვედრაღა აკლია ზე რობერტოსთან გატოლებამდე და შესაბამისად, 23 მის გასწრებამდე. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ლევანს სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება და პიზაროს, სალიჰამიჯიჩს, ან იაროლიმს არ მისცემს გადასწრების საშუალებას.
ამჟამად, ლევანი, ზე რობერტოს გარდა, სერგეი ბარბარესს (ბოსნია, 330), ოლე ბიომოსსა (დანია, 323) და დედეს (ბრაზილია, 322) ჩამორჩება. ასე რომ, ქართველი ჯერ მეხუთეზეა.
“კობიაშვილს “ჰერტასთან” კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს, ასე რომ, ზე რობერტოს რეკორდის დამხობა რეალურად შეუძლია. ქართველი, სეზონის დაწყებამდე არცთუ კარგ ფორმაში იყო და მისი მუდმივად ძირითადში დაყენება რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა დაიწყო სეზონი და “კობიმ” კრიტიკოსები გააჩუმა. “ჰერტას” მწვრთნელი მარკუს ბაბელი ლევანზე ამბობს, მე მისი ბოლომდე მჯერაო. თავად კობიაშვილმა კი განაცხადა, ვიცი, როგორც უნდა შევინარჩუნო ფორმაო”, – წერს kicker-ი.
ისე, კობიაშვილმა საკმაო პერიოდი II ბუნდესლიგაში ითამაშა, თორემ ეს რეკორდი უკვე დამხობილი ექნებოდა.
შეხსენებისთვის, ლევანი რეკორდსმენია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 100 მატჩი, 12 გოლი.
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=27463&lang=1საღოლ კობის მართლა
და რამოდენიმე წელი მეორე ლიგაში რო არ ეთამაშა,უფრო მეტი ექნებოდა
დასაფასებელია..თუნდაც იმიტომ რომ ჩემპიონატში სადაც ლამის 27-28 წლის ფეხბურთელები უკვე ვეტერანებად ითვლებიან და ყველა გუნდი ტოტალურ გაახალგაზრდავებაზეა გადასული და ის პატარა ბიჭები,მარტლა მაგრად ანაცვლებენ უფროსებს,კობი მაინც ახერხებს რო შეუცვლელი იყოს თავის გუნდში და სტაბიულრად ერთ დონეზე ითამაშოს ამდენი წელი..
This post has been edited by kaiser_fritz on 11 Nov 2011, 00:49