ტანკეჰეი თქვენ მადრიდელებო, გაუმაძღარნო გოლითა
“ბარსელონასთან” მისვლა და მისამძიმრება მომინდა,
ასულგრანელთა თავკაცო პეპი რომ გქვია სახელად,
მომავალ წელსაც შევხვდებით
რაულით, ფაბრეგასითა.
ჰეი ხუანდეს ბიჭებო, რა გამარჯვება გეწვიათ?
ტირილი ხომ არ მოგესმათ ანრის ან თქვენი მესისა?
გაქცევა ხომ არ მოგინდათ ჩამქრალი “ნოუ კამპიდან”?
ხომ არ აღელდით დანახვით მადრიდელთ კაპიტანისა?
სევდამ მოიცვა “კამპ ნოუ”
ვალდესმა გოლი გაუშვა,
რაულით თითით აჩუმებს
“ბარსას” გულშემატკივარსა.
ეს ხომ რაულის გოლია და გვარდიოლას იარა
და “სანტიაგოც” აენთო ლაპმები ააბრდღვიალა.
ჰეი თქვენ მადრიდელებო გაუმაძღარნო გოლითა
“ასულგრანასთან” მისვლა და ნუგეშის ცემა მომინდა.
