ჩელსი - ბარსა : ფოტოები ჩელსი - ბარსა : ფეხბურთელების შეფასებები:
”ჩელსისთან” ნათამაშები ფრის შემდეგ კატალონიელებს გაეხსნათ გზა ფინალისკენ, სადაც მათ კიდევ ერთი ინგლისური გუნდი ”მანჩესტერი” ელოდებათ. ”ჩელსისთან” გუნდმა არც თუ ისე კარგად ითამაშა, სპორტულმა გიგანტმა “SPORT”-მა მოკლედ შეაფასა კატალონიელთა გარჯა გუშინდელ მატჩში.ვიქტორ ვალდესი - 10. დროგბას საოცარი ბურთი აუღო და გუნდს მისცა შანსი ებრძოლა ფინალისთვის. ”ბარსა” რომ ფინალში გავიდა დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა. კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება სისულელე იქნება.
დანი ალვეში - 7. გაშმაგებული ბრძოლობდა მოედანზე, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო მისი საუკეთესო მატჩი. არც ჩაწოდება და არც შესრულებული ჯარიმები არ ვარგოდა. მიიღო ყვითელი ბარათი რაც არ მისცემს საშუალებას ფინალში ითამაშოს.
ხერარდ პიკე - 10. პუიოლის და მარკესის არყოფნაში დაცვის ბურჯად მოგვევლინა. უჭირდა სწრაფ ლონდონელებთან თამაში, თუმცა მისი გარჯა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, ცდილობდა დაეწყო გუნდის შეტევები და მატჩის ბოლოსკენ აქტიურად ერთვებოდა შეტევებში.
იაია ტურე - 7. მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა და ყველანაირად ცდილობდა შეეჩერებინა დიდიე დროგბა. თუ გავითვალისწინებთ რომ დროგბას მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, დავინახავთ რომ ტურემ კარგად ითამაშა, თუმცა მაინც მძიმედ გამოიყურებოდა.
ერიკ აბიდალი - 7. პირველ ტაიმში ანელკას წინააღმდეგ უწევდა თამაში და მისი ფლანგიდან იშვიათად იქმნებოდა ხიფათი. ერთხელ დროგბაც შეაჩერა და არ მისცა საშუალება გოლი გაეტანა. მისი გაძევება სრულიად უსაფუძვლო იყო, ანელკას ფაქტობრივად არც შეხებია ფრანგი მცველი. ამ წითელი ბარათის გამო ისიც გამოტოვებს ფინალს.
ხავი ერნანდესი - 7. მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა გასაღები მოეძებნა ”ჩელსის” დაცვისთვის, თუმცა უშედეგოდ. წინ პასს იშვიათად აკეთებდა და შესაბამისად ვერ ამწვავებდა თამაშს.
სერხიო ბუსკეტსი - 7. აშკარა არის რომ ამ დონეზე სათამაშოდ სერხიო მზად არ არის, მას არ გააჩნია ჯერ-ჯერობით შესაბამისი გამოცდილება. ხშირად იბნეოდა და ბურთს მეტოქეს უთმობდა.
სეიდუ კეიტა - 7. ნახევარდაცვაში ცდილობდა შავი სამუშაო შეესრულებინა და ხავისთვის და ინიესტასთვის თავისუფალი სივრცე შეექმნა, რაც საბოლოოდ მაინც არ გამოუვიდა. აბიდალის გაძევების შემდეგ მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა.
ანდრეს ინიესტა - 10. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და არც თუ ტყუილად, მისმა გოლმა ”ბარსას” ფინალში თამაშის უფლება მისცა, ამით ყველაფერია ნათქვამი.
ლეო მესი - 8. პირველი მატჩის მსგავსად საშინელი პრესინგის ატანა მოუხდა არგენტინელს. მთელ მოედანზე იყო და ყველა მხრიდან ცდილობდა ხიფათის შექმნას. მიუხედავად მისი მცდელობისა ყველა მეტს ელოდებოდა ლეოსგან. მიუხედავად ყველაფრისა მესიმ საგოლე გადაცემა მაინც მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
სამუელ ეტო’ო - 7. ხშირად უბურთოდ იყო, ამოდიოდა ცენტრამდე რომ როგორმე ბურთს დაუფლებოდა. არც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. მარტოს უჭირდა ”ჩელსის” დაცვის გარღვევა.
ანდრეს ინიესტა : "მე ამ დარტყმაში სული და გული ჩავდე"ანდრეს ინიესტა გახდა ყველა ბარსას გულშემატკივრისთვის გმირი, მას შემდეგ რაც მან გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი “სტემფორდ-ბრიჯზე”
“მე ამ დარტყმაში ჩავაქსოვე ყველაფერი რაც გამაჩნდა, ბურთი გავგზავნე შორეული კუთხისკენ და საბედნიეროდ მიზანში მოვარტყი”-განაცხადა მან მატჩის შემდეგ.
“ენით ვერ აგიღწერთ იმ სიხარულს რაც იმ წუთას ვიგრძენი.”
“მე მივხვდი, რომ ამ გოლმა გაგვიყვანა ფინალში. დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში არის ერთ-ერთი უბედნიერესი და უმნიშვნელოვანესი.”
“მართალია ეს არ იყო ჩვენს მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩი, მაგრამ მთავარია რომ შედეგს მივაღწიეთ და ვითამაშებთ რომის ფინალში.”
მან აგრეთვე შეაქო ჩელსი და დასძინა, რომ იგი არის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. რადგან უკვე მე-5-ე წელია რაც ისინი 1/2 ფინალში ასპარეზობენ.
ჩელსი - ბარსა : ვიდეომასალა1 : 0 - ესიენი1 : 1 - ინიესტაპირველი ტაიმის მიმოხილვა
მეორე ტაიმის მიმოხილვა
გვარდიოლა : "ეს ოცნებაა"მატჩის დამთავრებისთანავე გუარდიოლამ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მოკლედ და კონკრეტულად განაცხადა: “ჩვენ მივდივართ რომში”
რაც შეეხება მატჩის დეტალებს, “ბარსას” თავკაცმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “რათქმა უნდა უფრო მეტს ველოდით ყველანი ჩვენი გუნდისგან. მეცხრე წუთზე გაშვებულმა გოლმა გარკვეულწილად დაღი დაასვა ჩვენს თამაშს. მაგრამ ბოლომდე ბრძოლის შედეგად გავიტანეთ ესოდენ მნიშვნელოვანი გოლი და გავედით ფინალში. ჩვენ ისევ შეგვწევს ძალა სეზონის ბოლოსათვის მაქსიმალური სარგებელი მოვიტანოთ ჩვენი გუნდისათვის და მოვიგოთ ყველა ტიტული, რაც კი ხელეწიფება “ბარსას”.”
“აგრეთვე მინდა მივულოცო “ჩელსის” ბრწყინვალე ასპარეზობა. მათ ორივე მატჩი ჩინებულად ჩაატარეს. ისინი ჩაკეტილ ფეხბურთს გვთავაზობდნენ მაშინაც, როცა აბიდალი გააძევეს და 10 ფეხბურთელით დავრჩით. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ისინი შეტევაშიც ძალიან სახიფათონი იქნებოდნენ.” დასძინა პეპმა
ამასთანავე გუარდიოლამ დღევანდელი მატჩი შეადარა კლასიკოს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გაიმართა: “აბსოლიტურად სხვადასხვა მატჩი იყო. უბრალოდ საერთოს ვერ ვპოულობ. არც კი ვიცი რა ვთქვა. ეს ფრე მოგებაზე უკეთესი არის, თუ არა, მაგრამ ამას უკვე აღარაქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და ფინალში გავედით.
“უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენ გაგვიმართლა. ამის უარყოფა არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში საკმაოდ გავისარჯეთ, აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღირსეულად გავედით ფინალში. ინიესტას ტალანტისა და ცოტა იღბალის დამსახურებაა ეს წარმატება”
ბოლოს პეპმა დიდი მადლობა განუცხადა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ლონდონში ჩავიდნენ “ბარსას” მხარდასაჭერად და მათი მისამართით თქვა შემდეგი სიტყვები: “ეს ოცნებაა!”
მეექვსე ფინალი კატალონიის “ბარსელონა”ჩემპიონთა თასის ფინალში მეექვსედ ითამაშებს და ეცდება ისტორიაში მესამედ მოიგოს ეს ტიტული.პარიზში და ლონდოში წარმატებისა და ბერნში, სევილიაში და ათენში წარუმატებლობის შემდეგ ხოსეპ გუარდიოლას შეგირდებს კლუბის ისტორიში მეექვსედ აქვთ შანსი ლიგის მოგებისა, რომელიც გაიმართება რომში. პეპ გუარდიოლას სახელი კი შეიძლება სამუდამოდ ჩაიწეროს “ბლაუგრანას” ისტორიაში თუ “ბარსელონა” მოახერხებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ძლევას. პეპისთვის ეს ფინალი პირველია , მანამდე ბარსელონა ფინალში გაიყვანა ენრიკე ორიზოლამ და ტერი ვენაბლესმა, რომლებმაც თავიანთი ფინალები წააგეს და იოჰან კრუიფმა და ფრანკ რაიკაარდმა. კრუიფმა ერთი მოიგო და ერთიც წააგო, ხოლო რაიკაარდმა ეს ერთადერთი შანსი გამოიყენა.
1960-1961 წლები. ჩემპიონთა თასის ფინალი. ბერნი-”პირველი გულის გატეხვა”. “ბარსელონა”-”ბენფიკა”:2-3
მას შემდეგ რაც მადრიდის “რეალმა” ზედიზედ 5 ჯერ მოახერხა ჩემპიონთა თასის მოგება, 1960-1961 წლების ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ბენფიკა” და “ბარსელონა”, ამ დროს “ბარსას” წვრთნიდა ენრიკე ორიზოლა. ეს თამაში “ბარსელონასთვის” კარგად დაიწყო. სანდორ კოცსისის გოლის წყალობით “ბარსა” დაწინაურდა, მაგრამ “ბენფიკამ” სწრაფადვე შემოაბრუნა თამაში და ხოსე აგესის, მარიო კოლუნას და ანტონი რამალეტესის გოლების წყალობით 1-3 დაწინაურდა. “ბარსელონამ” ერთი გოლი ზოლტან ქზიმორის წყალობით გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თამაშის მოსაგებად.
1985-1986 წლები, ჩემპიონთ თასის ფინალი, სევილია-”დაკარგული შესაძლებლობა”. “ბარსელონა”-”სტიაუა”:0-0 და წაგებული პენალტების სერია.
“ბარსელონას” მიერ ნათამაშები პირველი ლიგის ფინალის 25 წლის თავზე ტერი ვენაბლესის დამოძღვრილმა გუნდმა მოახერხა ფინალში გასვლა, სადაც მოწინააღმდეგედ ბუქარესტის “სტიაუა” შეხვდა. ეს მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. “სტიაუა” დაცვით სტილზე თამაშობდა, რამაც შედეგი გამოიღო და ძირითადი დრო უგოლოდ 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში კი “სტიაუას” გაუმართლა და ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.
1991-1992 წლები. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ლონდონი-”პირველი ნადავლი”. “ბარსელონა”-”სამპდორია”:1-0
წაგებული ორი ფინალის მერე “ბარსელონას” მესამედ მიეცა შანსი ლიგის მოგებისა. მაშინ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახლდათ იოჰან კრუიფი. მიუხედავად იმისა რომ “ბარსელონას” მთელი თამაშის განმავლობაში ჰქონდა დიდი უპირატესობა, გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ კომსენსირებულ დროში გავიდა. გოლის ავტორი იყო რონალდ კუმანი, რომელმაც ჯარიმა შეასრულა უბადლოდ. ეს იყო “ბარსელონასთვის” პირველი ლიგის ჩემპიონის ტიტული.
1993-1994 წლები. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ათენი-”ეპოქის დასასრული”.”ბარსელონა”-”მილანი”:0-4
იოჰან კრუიფის “Dream Team”-ი გაემგზავრა ათენში ფინალის სათამაშოდ. ამ გუნში თამაშობდნენ: პეპ გუარდიოლა, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდ კუმანი და რომარიო. “ბარსელონა” შეებრძოლა ფაბიო კაპელოს “მილანს”, სადაც გამანადგურებელი ანგარიშით 0-4 დამარცხდა. მაშინ გოლები გაიტანეს: 2-დანიელე მასარომ, სავიჩევიჩმა და მარსელომ.
2005-2006 წლები. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. პარიზი-”მეორედ გაჩემპიონება”. “ბარსელონა”-”არსენალი”:2-1
“ბარსამ” კლუბის ისტორიაში მეორედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა საფანგეთის დედაქალაქ პარიზში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ფრენკ რაიკაარდი. ის თამაში დრამატულად წარიმართა. ლემანის გაძევების შემდეგ “არსენალი” კემპბლემა დააწინაურა. “ბარსელონამ” მხოლოდ 75-წუთზე შეძლო გათანაბრება ეტო’ოს გოლის წყალობით, ხოლო შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა - ბელეტიმ კი გამარჯვების გოლი მოუტანა კატალონიელებს.
"ტრიპლეტი" უფრო და უფრო რეალური ხდება რაც დრო გადის უფრო და უფრო რეალური ხდება, რომ ბარსა შესძლებს ისტორიული ტრიპლეტის შესრულებას.
შეგახსენებთ, რომ ბარსამ ფაქტიურად გაინაღდა ლა-ლიგის ჩემპიონობა, აგრეთვე ისინი გავიდნენ ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში. ასე რომ დიდი შანსია მათ ყველაფერი მოიგონ.
აქამდე მხოლოდ 5 ევროპულმა კლუბმა მოახერხა ამის გაკეთება. ესენი არიან: სელტიკი(1967), აიაქსი(1972), პსვ ეინდხოვენი(1988) და მანჩესტერ იუნაიტედი(1999).
იმედი ვიქონიოთ რომ ამ ისტორიული ჰეთრიქის შესრულებას ბარსაც შეძლებს.
ჰიდინკის კედელი მაინც დაინგრანახევარფინალის ბოლო წუთები “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბაიერნის” იმ ცნობილ ფინალს ჰგავდა. “ჩელსიმ”, თითქმის მოგებულ თამაშში, ათი კაცით დარჩენილ “ბარსელონას” მესამე დამატებულ წუთზე გოლი გაატანინა და რომში გამგზავრების საშუალება მისცა.
“სტემფორდ ბრიჯის” მატჩი ორ ნაწილად უნდა დავყოთ - 90 წუთი და მსაჯის მიერ დამატებული დრო. გუუს ჰიდინკმა ორი ფორვარდი გამოიყვანა - დროგბა და ანელკა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ წინა მატჩისგან განსხვავებით, ლონდონელები გაცილებით მეტს შეუტევდნენ, მაგრამ ახლაც თითქმის იგივე თამაში ვიხილეთ, რაც ერთი კვირის წინათ, “კამპ ნოუზე”.
კვლავ ვიხილეთ “ჩელსის” ნახევარზე ჰიდინკის მიერ აღმართული სამმაგი კედელი, რომელსაც მესი, ჩავი და ინიესტა ვერაფერს უხერხებდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ გასცდებოდნენ თუ არა ერთ ან ორ მოწინააღმდეგეს, მათ წინ მესამე აღიმართებოდა და ბურთიც იკარგებოდა.
“ჩელსიმ” ერთხელაც არ გადაუხვია არჩეულ ტაქტიკას, 100 პროცენტით შეასრულა მწვრთნელის დავალება და უშეცდომოდ იცავდა თავს. და თუ პირველ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო, ამჯერად ლონდონელებს გაუმართლა - ესიენს ისე მოაჯდა ფეხზე ბურთი და ისე ლამაზად შეაგდო, ას თამაშში ერთხელ რომ გამოუვა კაცს…
მოკლედ, “ბარსა” წვალობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ამას დაემატა აბიდალის გაძევებაც, სუპერკლასიკოდან გამოყოლილი დაღლილობა…
სტუმრებს გოლი სჭირდებოდათ და კიდევ უფრო გახსნეს თამაში. მაგრამ პეპ გვარდიოლამ ახალი ვერაფერი შესთავაზა ჰიდინკს. ბოლო 15 წუთში “ბარსას” თამაშში სიახლე მხოლოდ ის იყო, ცენტრალური მცველი პიკე მუდმივად წინ მიდიოდა და “ჩელსი” ზედიზედ ქმნიდა მომენტებს ვალდესის კართან. “არისტოკრატები” უბრალოდ ვალდებულნი იყვნენ, მეორე გოლი გაეტანათ…
90 წუთი ისე გავიდა, “ბარსას” ზუსტი დარტყმების გრაფაში ნული (!) ეწერა. და დაიწყო მატჩის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე დრამატული აღმოჩნდა. კატალონიელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და… საბოლოო სიტყვა მესიმ და ინიესტამ თქვეს - მთელ მატჩში ერთადერთი ზუსტი დარტყმა და გოლი, რომელმაც “ბარსელონა” ფინალში გაიყვანა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ნორვეგიელი მსაჯის მოქმედება. სტუმართა საჯარიმოში რამდენიმე საკამათო მომენტი შეიქმნა და “ჩელსი” მინიმუმ ერთ პენალტს მაინც იმსახურებდა, მაგრამ ტომ ჰენინგ ოვრებო გაჯიუტდა - არა და არ უთითებდა 11-მეტრიანის ნიშნულისკენ, რის გამოც ბალაკსა და დროგბას კინაღამ შემოელახათ კიდეც…
ახლა 27 მაისს ველოდებით. რომის “ოლიმპიკოზე” “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდება. ეს ის ფინალია, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივარი ასე დიდხანს ნატრობდა. “მანჩესტერი”-”ჩელსი” ხომ უკვე ნანახი გვაქვს…
ზინედინ ზიდანი: “ბარსა” “რეალისთვის” ცოცხალი მაგალითია”
მადრიდის ლეგენდამ ზინედინ ზიდანმა გუშინ საღამოს ინტერვიუ მისცა ფრანგულ არხს “Canal +”სადაც თქვა რომ “ბარსა” “მადრიდისთვის” ცოცხალი მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი.
ზინედინ ზიდანი ძალიან აქებდა კატალონიურ გრანდს, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა როგორც “ბარნაბეუზე”.
მან განაცხადა: “რასაც აკეთებს ჩავი, ინიესტა და მესი ბურთის საშუალებით ეს ფანტასტიკაა. მე მათ “Playstaion”-ზეც ვერ ვუგებ.
ზიდანმა ასევე გააკეთა ძალიან პრინციპიული განცხადება:”მადრიდის გალაქტიკოსი ვერასდროს ვერ შეედრება გვარდიოლას “ბარსას”,”ბარსა” რათქმაუნდა ჯობია იმდროინდელ გალაქტიკოსს.”
ზიდანის თქმით მადრიდში ყველა ფეხბურთელი თამასობს თავისთვის და ეს უნდა შეჩერდეს-”შეხედეთ ბარსას იქ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებიც კი გუნდზე ფიქრობენ.”
მან რამოდენიმე სიტყვა თქვა წინა კლასიკოზე:”მადრიდს გაუმართლა რომ ეს დღე მესისთვის საუკეთესო არ იყო თორე ის 4 ან 5 გოლს გაგვიტანდა”. ასვე მან აღნიშნა რომ ანრის, ჩავის და მესსის თამაში ელ კლასიკოზე შესანისნავი იყო.”