მსაჯებიც მათ ხელშია და სრული კონტროლის ქვეშ.
მართალია ეს მხოლოდ ვარაუდებია და ჩვენი ეჭვების და ფანტაზიის ნაყოფი მაგრამ მაპატიოს ყველამ და იმდენ ლიაფსუს
მამაძაღლობის ელემენტების შემცველ ნიუანსს ვხედავ ხოლმე რომ რა ვთქვა მეტი.
თავს თუ არ შეგაწყენთ ერთ ისტორიას გაგიმხელთ და დასკვნა თავად გააკეთეთ შემდგომ უეფასა და ფიფას მამაძაღლობა გოთვერნობებზე.
მოკლედ მე ბუქმეიქერსაც უყურებ გართობათ და ასევე იმ ოხრობასაც ვხვდები რაც უდევს მას საფუძვლად საბოლოო ჯამში.
ჯერ კიდევ 1993 წელს როდესაც უმეტესი თქვენგანი სავარაუდოდ ჯერ მაგიდის ქვეშ მარშირებდნენ დავაკვირდი ერთ საყურადღებო ნიუანსს და მივედი კონკრეტულ დასკვნამდე კონკრეტულ შემთხვევაში.(სხვა აბსოლუტურად ნებისმიერი შემთხვევაც მსგავსი სიტუაციებითაა მოცული.) როდესაც გავაჟღერე იმ დროს მეგობრებში მათ დამცინეს და მასხრადაც კი ამიგდეს ვინაიდან ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მაშინ მათთვის ისევე იყო მიუღებელი როგორც ეხლა უმეტესი აქ შემომსვლელისთვისაც.
მოკლედ ისტორია: 1-1992 წელს გაფსკვანჯეს ბერნარ ტაპი და ადიდასი ჩამოართვეს ყიურებმა. (ფაქტი გახმაურდა და გაჟღერდა მაშინდელ საინფორმაციო საშუალებებით.)
2- საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს შესარჩევ თამაშების ორი თამაში ჰქონდა დარჩენილი(ისრაელი, ბულგარეთი) ორივე პარიზში და მხოლოდ ერთი ქულა ჰყოფნიდა დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად.
ადვილი მისახვედრი იყო ჩემთვის მაშინ რომ ყიურები ეცდებოდნენ ამ გამოხტომისთვის რაც ალფონსო ავანტიურისტმა ტაპიმ ჩაიდინა მთლიანი საფრანგეთი დაესაჯათ და თან თანხაც მოეხსნათ. ეს კი ძალიან მარტივად შეიძლებოდა თუ საფრანგეთი ორთავე თამაშს სახლში წააგებდა.
მე მაშინ გავმაზე სიმბოლურად 100$ რომ ორივე თამაშს წააგებდა საფრანგეთი.ისე ყველანი კარგად ვიყოთ როგორც მე მაშინ ვხალისობდი ჩემს მეგობრებზე რომლებიც თავში კინაღამ გიჟად მნათლავდნენ.
ესე რომ არაფელი გასაკვირი არ არის და საფუძველი რა უდევს ტურნირსა თუ კონკრეტულ თამაშს თორემ ბარსელონას კი არა მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს განურჩევლად დააწვენენ თუნდაც ლენინგრადის ზენიტთან ფინალსში ან ჭოპორტის მეპამიდვრესთანაც კი.
P.S. კიდევ ერთხელ მაპატიეთ თავი რომ შეგაწყინეთ ჩემი ისტორიებით რომელთაც ერთი შეხედვით ბარსასთან არანაირი კაცვშირი არ აქვს.