რობერტო კარლოსი 2 წლით მადრიდის რეალში?
ალბათ ყველა მადრიდის რეალის გულშემატკივრისთვის გავრცელდა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, თითქოს ფლორენტინო პერესს და ზინედინ ზიდანს სურთ რეალში დააბრუნონ ამჟამად ფენერბახჩეს ბრაზილიელი მარცხენა მცველი რობერტო კარლოსი… რეალში დაცვის მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემებია, გაბრიელ ჰაინცეს წასვლის საკითხი თითქმის უკვე გადაწყვეტილია,

მადრიდულ კლუბს ჭირდება მარცხენა მცველის დამატება. როგორც იცით გაე კლიშეს ტრანსფერი თითქმის ჩაიშალა ამიტომ დღის წესრიგში რობერტო კარლოსი დადგა, რომლის რეალში ხილვა ძალიან სურთ პერესს და ზიზუს.
ზიდანი: რობერტო კარლოსმა მთელი კარიერა მადრიდის რეალს მიუძღვნა, მან სამეფო კლუბში 11 წელი გაატარა და დიდი როლი ითამაშა რეალის წარმატებებში, იგი დაუმსახურებლად გაუშვეს გუნდიდან, ჩემი აზრით რობერტოს ეკუთვნის კარიერის დასრულება მადრიდში. ამ ფეხბურთელის ასაკის მიუხედავად იგი ისევ ძალიან სწრაფია და ყუმბარისებული დარტყმა აქვს, თურქულ კლუბში იგი მშვენივრად გამოდის და რეალში გადმოსვლის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ არანაკლებ კარგად იასპარეზებს. რობერტო შესანიშნავი ადამიანია და მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მე მას უკვე ველაპარაკე და იგი უარს არ აცხადებს რეალში დაბრუნბაზე. ჩვენი ხელმძღვანელობა აუცილებლად დაუკავშირდება ფენერის ხელმძღვანელობას და დაიწყებს მოლაპარაკებებს რობერტოს მადრიდში გადმოსვლის თაობაზე, რობერტოსთვის რეალის კარები ყოველთვის ღია იქნება, ჩვენ გვინდა, რომ მას შევთავაზოთ 2 წლიანი კონტრაქტი ხოლო თუ იგი 2 წლის შემდეგ კვლავ ჩათვლის საჭიროდ ფეხბურთში დარჩენას ჩვენ მას აუცილებლად გავუგანგრძლივებთ კონტრაქტს.