ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ იხუმრა, როდესაც მას კითხეს მის მიმართ დაინტერესებაზე ფლორენტინო პერესის მხრიდან : ”ფლორენტინო ? ვინაა ფლორენტინო ?” - უპასუხა მან ტელეარხ ”TF1” - კორესპონდენტს, როდესაც მან კითხე რიბერის პერესზე, რომელმაც განაცხადა, რომ ”ბაიერნის” ფეხბურთელი - მისი ერთერთი მთავარი მიზანია.
”ჩვენ ვნახავთ როგორ განვითარდება შემდგომ მოვლენები.” - დაამატა ფრანგმა უკვე სერიოზული ტონით. ”მე არ ვიცი რა იქნება მომავალში, ჩემი სიტუაციის გაკონტროლება ძალიან რთულია. მე ”ბაიერნთან” კონტრაქტი 2011 წლამდე მაკავშირებს და მე იქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. მე არ მინდა სკანდალი ავტეხო ან ულტიმატუმები წამოვაყენო. მე ორი არაჩვეულებრივი სეზონი გავატარე ”ბაიერნში”. ჩემი მომავალი შემდეგ გაირკვევა.” - დაამატა ფრანკმა.
"მე ვეტყვი მას, რომ ის ჩვენი ერთერთი მიზანია, და მე მინდა მისი ”რეალში” გადმოყვანა რეალური გავხადო. ამ დროისთვის რიბერი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია.” - ეს სიტყვები წინა პარასკევს ფლორენტინო პერესმა გამოცემა ”L'Équipe”-სთან ინტერვიუში თქვა.
ცუდად ღადაობს რაღაცა რიბერი