ეხლა ვნახე შეუცვლიათ

სილვაზე ყოფილა
კაი ინფო კიდე
რუბენ დე ლა რედმა ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღო და პენალტი გაუტანა თავის პარტნიორ ხორხე კოდინას.
ის თამაშში 28-ე წუთზე ჩაერთო, მანამდე კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მან გამოსვლისთანავე გაიტანა პენალტი და დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. მაყურებელთა შორის იყვნენ ემილიო ბუტრაგენიო და ხოსეპ გვარდიოლა. შეგახსენებთ, რომ რუბენ დე ლა რედს თამაში 2008 წლის 28 ოქტომბრიდან აეკრძალა გულის პრობლემების გამო.
მისი მოედანზე გამოჩენა ეპიზოტური იყო, მაგრამ ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ ის დიდი ფეხბურთს დაუბრუნდება. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ გუნდს, რომლის ღირსებას დე ლა რედი იცავდა ბერნდ შუსტერი ედგა სათავეში.
პ.ს. ახალი სეზონის დაწყებამდე “მადრიდის რეალი” ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ეს შეხვედრები კანადაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება.
This post has been edited by BeNdeLiAni on 3 Jun 2009, 16:36