ტვენტეს მცველი სლობოდან რაიკოვიჩი დიდი შანსია ჩვენთან გადმოვიდეს ნეტა როგორი იგროკია?
* * *
ბებერმა ქალბატონმა ალონსო შარშან ფაქტიურად გაიფორმა , მაგრამ ბოლო მომენტში ფინანსურ საკითხზე წარმოიშვა უთანხმოება კლუბებს შორის და ამიტომ ესპანელის ნაცვლად ნაყიდი იქნა დანიელი კრისტიან პოულსენი . ამ ფაქტმა კი დიდი აღშფოთება გამოიწვია იუვეს ტიფოზერიაში .
Corrierre dello Sport - ის მტკიცებით იუვენტუსი განაახლებს მოლაპარაკებებს ენფილდის ბინადრებთან , მიუხედავად იმისა რომ თვითონ ფეხბურთელს არ სურს ნისლიანი ალბიონის დატოვება .
იუვეს გარდა ფეხბურთელზე რომლის ფასი შარშან 20 მილიონი ევრო იყო პრეტენზიას მადრიდის რეალიც აცხადებს .
წარუმატებლობის შემთხვევაში , ბიანკონერი მზადაა საკუთარი მზერა უდინეზეს ნახევარმცველზე გაეტანო დე აგოსტინოზე გადაიტანოს , რომელიც საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობას საკუთარი კლუბის რიგებში პლეიმეიკერის პოზიციაზე უკვე ორი სეზონის მანძილზე . 26 წლის იტალიის ნაკრების წევრი რომელსაც პირლოს მემკვიდრედ მიიჩნევენ ღირს 12 მილიონი ევრო , ხოლო უდინეზე მზადაა გაცვლაზეც წავიდეს , რაც ინგლისელებისაგან გამორიცხულია .
* * *
ხმები იმის შესახებ,რომ "იუვენტუსს" კვალიარელას მიღება სურს უკვე დიდი ხნის წინ გაჩნდა იტალიაში,და ახლა Tuttosport ის ინფორმაციით ეს შეთანხმება მიღწეულია და მისი გადმოსვლა მხოლოდ ფორმალობაა.
ამავე გამოცემის ინფორმაციით ორშაბათს მოლანში ერთმანეთს გუნდების ხელმძღვანელობა,ალესიო სეკო და პეტრო ლეონარდი შეხვდნენ და ყველაფერზე შეთანხმდნენ.იტალიის ნაკრების თავდამსხმელის სატრანსფერო ღირბულება 14 000 000 ევროს შეადგენს.
იმ შემთხვევაში თუ ეს ტრანსფერი რეალობა აღმოჩნდება,მაშინ სამპდორიელი კასანოს გადმოსვლის საკითხი შეიძლება დავიწყებას მიეცეს და ასევე გადაწყდება ისიც,რომ დიეგო მილიტო,რომელსაც ასე ძალიან კლავდა "იუვეში" გადასვლის სურვილი "ჯენოადან" მილანის "ინტერში გადავა.
* * *
Tuttosport ის ცნობით ბრაზილიური პრესა ჯიუტად აცხადებს რომ ზაფხულში სელესაოს ყოფილი თავკაცი იუვენტუსს ჩაუდგება სათავეში .
მიუხედავად მათი მტკიცებისა ჯერ ჯერობით დანამდვილებით რაიმეს მტკიცება სისულელეა . იტალიაში მთავარ კანდიდატად განიხილავენ იუვენტუსის ყოფილ ფეხბურთელს ჩირო ფერარას , რომელსაც მომავალ სეზონში აქვს ყველა ის შანსი რომ გვარდიოლას ბედი გაიმეოროს .
სხვა კანდიდატებს რაც შეეხება , ესენი არიან ანტონიო კონტე და ლუჩიანო სპალეტი . ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ შედეგს მიაღწევს ფერარა დარჩენილ ორ შეხვედრაში კალჩოში . ასევე არ შეიძლება გასპერინის დავიწყებაც , რომელსაც ასევე აქვს გარკვეული შანსები რათა ბიანკონერის თავკაცი გახდეს .
* * *
ამის დედა ვატირე რა ოფიციალურად მილიტო და ტიაგო მოტა ინტერში გადავიდნენ
* * *
გრიგერა და დე ჩელია ისევ დაშავდნენ ვარჯიშზე მარა კვირას მაინც მოვიგებთ