ვახ, პავლიკა გვტოვებს?
დავიგრუზე ამ დილაუთენია პახმელიაზე.

თან რა სიმბოლურია რომ ბოლო მატჩს ლაციოსთან ითამაშებს.
პირველად მაშინ დამევასა, ლაციო მალიორკა რომ იყო უეფას თასის ფინალი მგონი 1999 და იქ გაუჭედა მალიორკას მაგარი გოლი და ვიერის გაატანინა მეორე.
მომენატრება მისი მკვლელი უდრები, შორეული მოჭრები, თვალებში ანთებული ცეცხლი, ბრძოლის ჟინი, მეტოქის ძრწოლა ბურთის მიღებისას, მისი ჯარიმები და ნაღდი იუვენტინოობა.
მომენატრება განსაკუთრებით გაჭირვების დროს, როცა დავინახავ თუ როგორ დაზოზონებს მარკიონი, როგორ ეძინება კამორანეზის და მოლინარო რო პადაჩას ჩააგდებს, მაშინ უფრო მომენატრება.
მიყვარხარ პაველ, პირველ რიგში იმის გამო რომ კაცი იყავი და მერე იმის გამო რომ სულით და მოწოდებით იუვენტინო.
რა დამავიწყებს მის გოლს რეალთან, იეროს რო ჩაუქროლა ტყვიასავით და თავზე დაახია ბადე იმ უბედურ კასილასს და ტრიბუნებს შეერია გოლის აღსანიშნავად, ენით აუწერელია ჩემთვის იმ გოლის ემოცია.
იმის გამო უფრო ვიგრუზები რომ მისი სახის ფეხბურთელი არ რჩება კლუბში არავინ, მონდომებული, ქარიზმატული, მეტოქის დამთრგუნავი. ნუ კიელინი კი მარა..
ნახვამდის პაველ და იცოდე, ყოველთვის დიდ იუვენტინოდ მოგიხსენიებ.
მიმაგრებული სურათი