ეგ კონკრეტული გათამაშება გაცილებით საინტერესო ვითარებით იყო გამორჩეული და ის ნიუანსები არანაირად ბორდოს არ უკავშირდება.
სწორედ მაგ სეზონში იმდროინდელმა ბავარიამ ატარა ფატარა შოუები, თავშესაქცევი ღადაობები და ისე მოიგეო ეგ ტურნირი.
მან იმდროინდელმა ბავარიამ არაერთი თამაში წააგო საშინაო ორმატჩიან დაპირისპირებებისას და ისე ღადობ ღადაობით მოიგო ეგ ტურნირი მაგ სეზონში.
მაგ სეზონში იყო როდესაც ბავარიამ მოსკოვის ლოკომოტივთან იქ მიუნხენში წააგო 0-1 და მერე... მოსკოვში 5-0 ამოსთოფა რკინიგზელებს. ასევე ეღადავა ნოტინგემ ფორესტს.
მოკლედ თუ იმ ფაქტზე ამახვლიებ ყურადღებას რომ ეგ სეზონი რამენაირად ზეიდან ოღლუს დაუკავშირო არ იქნება სწორი.
მაგ წელს ზეიდან ოღლუ მთელი არაბული სამყარო რომ მხარში ამოსდგომოდა ვერფელს დააკლებდა იმ გერმანულ შემოქმედით კოლექტივს. აი მათ კი მართლაც სასწაული ტურნირი გააჩალიჩეს რითაც დამამახსოვრეს სწორედ ეგ გათამაშება.
ხო მართლა არამც და არამც არ ვაკნინებ იტალიურ კლუბებს და მაინც იმ პერიოდში როდესაც იტალიური კლუბები გაგულავდნენ ევროტურნირებზე, ამ ფაქტსაც ჰქონდა თავისი ახსნა. იმის გარდა რომ ისინი ის იტალიური კლუბები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ იყო ის მომენტიც რომ იქ ინგლისის კლუბები ახალი გამოსული იყვნენ "სროკიდან" და გონს მოსვლა უცბად უჭირდათ "სვაბოდაზე".
სადღაც მსგავსი სიტუაცია დღესაც შეიმჩნევა უკუ ვარიანტში.
ჯუვეს დაპატიმრება და მილანის არყოფნამ გამოიწვიაო ვერ ვიტყვი შეიძლება მაგრამ ნაწილობრივ ხელი კი შეუწყო იმ ფაქტს რომ ის დედალენინგრადელი კალექტივი აგერ მეორე სეზონია ფინალს აღწევს.