ავიპინეთ მაშასადამე

ემოციებისაგან ასეთი დაცლილი ბოლოს როდის ვიყავი,არ მახსოვს.გოლებზე დავტოვე მთელი სასიხარულო ემოციები.თამაში რომ დამთავრდა,დებილური,არაფრისმთქმელი გამომეტყველება მქონდა.სიხარული 0.ახლა უფრო მოდის სიხარული,ნელ-ნელა ვაანალიზებ,რაც მოხდა და აზრზე მოვდივარ

მესამედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა,ტრიპლეტი შევასრულეთ წელს.ამას სეზონის წინ ვერც ვინატრებდი.
გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას,რევნშიც ავიღეთ და ღირსეულადაც გავიმარჯვეთ.
გუარდიოლას საღოლ,გამაოცა.პირველ ტაიმში კონტრშეტევებზე ვთამაშობდით,ეს ნამდვილი სენსაცია იყო .სულ სხვა რამეს ამბობდა პეპი თამაშამდე გაკეთებულ კომენტარებში,მაგრამ ეს ფერგისთვის თავგზის ასაბნევად გაუეკთებია,როგორც გამოჩნდა.პირველი 10 წუთი კოშმარული იყო,არ ველოდი მანიუს ასეთ ძლიერ წინააღმდეგობას.რაღაც მომენტში ეჭვიც კი შემეპარა ჩვენს წარმატებასა და სიძლიერეში,მაგრამ მერე ეტოომ რაც გააკეთა,კი იცით და ამოვისუნთქე.ჩელსის წინააღმდეგ რაც გააკეთა ინიესტამ და მანიუს წინააღმდეგ ეტოომ,ესაა ნამდვილი კლასი

ასეთ მომენტებში ჩანს გუნდის რეალური ძალა.გასაგებია,რომ თავი არ აუწევია ეტოოს და თავის სტილში,ნა ურაზე დაარტყა და გაგვიმართლა,რომ გაიტანა,მაგრამ წელს პრიმერაში(ბბვა ლიგაში) 28-ჯერ "გაუმართლა" უკვე

რამდენიმე დღის წინ როგორც დავწერე,თუ ეტოო გაიტანდა ფინალში,მაშინ მას ყველა ცოდვას ვაპატიებდი და სიტყვას შევასრულებ

აწი ეტოომ რაც უნდა,ის აკეთოს და იმაიმუნოს,ის უკვე ჩვენი ლეგენდაა და ბევრი რამე ეპატიება

პარიზის ფინალშიც გაიტანა მაშინ...მოკლედ,საღოლ ეტოო!
ჩავი შეუდარებელი იყო! პირველ ტაიმში ბუსკეტსთან ერთად ჩამშლელის როლში იყო და დაცვაში ირჯებოდა ძირითადად.ძალიან დიდი შავი სამუშაო შეასრულა,მეორე ტაიმში კი ისევ ის დირიჟორი იყო,მესის რა პასი მისცა! ყველაზე მეტი კმ ირბინა და პასების სიზუსტე 92% ჰქონდა!
მესის გოლი შედევრი იყო

ყველამ უმაგრესად ითამაშა,ცუდი არავისზე არაფერი მეთქმის.მადლობა ბიჭებს! ინის და პუიოლს განსაკუთრებულად.
მადლობა მიხეილ სააკაშვილსაც და პატრულსაც

პირველ 10 წუთში ცუდად მახსენდებოდა მIშIკო,მაგრამ ... : D
მესის წინასწ ვულოცავ "ოქროს" ბურთს.მან ეს დაიმსახურა.მაგრა მეშინოდა მანჩესტერის სტანდარტებისა და მათი თავური დარტყმების,მაგრამ ...მესიმ გააკეთა მათი გასაკეთებელი

კიდევ ბევრის დაწერა მინდა,მაგრამ ახლა ისეთი დაღლილი ვარ და მორალურად ისე ვარ გადაღლილი,რომ არაფრის თავი არ მაქვს.
მადლობა ბარსას!

და მადლობა თქვენ.ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ!