მოკლედ ახლა დიდ პოსტს ვაპირებ

უნდა განვიხილო ჩვენი მომავალი სეზონი და შესაბამისად ტრანსფერები
მოკლედ, რა გვჭირდება აუცილებლად: მოშნი თავდამხმელი, ერთი მარცხენა მცველი, ერთი ახალგაზრდა და მოშნი ცენტრალური მცველი, და პირლოს ზამენა(თუ წავიდა)
თუ პირლო არ წავიდა ასეთი რამე უნდა იყოს წესით
კარში-აბიატი 1st Choice სხვა გზა არაა
დაცვის ხაზი- მარჯვნივ ძამბრო (ზამენად ანტონინი, აბატე და თუ გაჭირდა ბონერაც)
ცენტრალური დაცვა- სილვა და ნესტა (ზამენად კალაძე,ბონერა,და ახალი კაცი ძაან კაი იქნებოდა კიაერი, უფრო კაი იქნებოდა სანტაკროჩე)
მარცხნივ-აუცილებლად ახალი კაცი იანკუ ვეღარ ქაჩავს. კაი იქნებოდა ჟირკოვი მიუხედავად იმისა რომ რუსია, უკეთესი იქნებოდა დე სილვესტრი მარჯვნივ და ძამბრო აქეთ.
ეხა ცენტრალური პოლუზაშიტა
ეს სამი კაცი უნდა იდგეს რა: ფლამინი, პირლო და რინო (ზამენად ამბრო, ზეე, და ცოტა შანს მიცვემდი როდნი შტრასერს პრიმავერას ბიჭია ვინც არ იცის)
თუ პირლო წავიდა, მერე უკვე აუცილებელი იქნება ვიღაცის ყიდვა იმიტო რო ცოტა შემოქმედებითი ვინმე დაგვჭირდება. კაი იქნება ერნანესი მარა ძვირია, ლეოს ხელში შეილება გაიხსნას კიდეც, მშვენიერი იქნებოდა ლუკა ჩიგარინი მარა არა მგონია ეგ გადმოვიდეს. ნუ პირლოს თუ გავყიდით საყიდელი იქნება ვინმე იასნა
ტრეკვარტისტა: რონალდინიო(ჩვენი მომავალი სეზონის წარმატება დიდი წილი ამ კაცზე იქნება თუ საერთო იქნება წარმატება. რონიმ უნდა ითამაშოს წელს მაგრად თორე არაფერი გვეშველება. ზამენადაც ძნელია ვინმე დავწერო. დავიდე დი ჯენარო მთლად ტრეკვარტისტაც არაა, ასე რომ რონი თუ არ იქნა მაშინ უნდა შეიცვალოს საერთოდ ტაქტიკა
და ორი თავდამსხმელი: პატო ეს ერთი. ყველა იმ მოცემული ხალხიდან ვიზეც ბაზარი მიდის მე პირადად ყველაზე მეტად ჰუნტელაარი მესიმპატიურება და მგონია რო გაამართლებს. ტიპური In-Box Striker რომელსაგ გოლის ალღო აქვს მაგარი. (ზამენად ბორიელო, პიპო რაღაცას მაინც გაიტანს და ბერეტასთვისაც შეილება შანსის მიცემა.
ახლა ტაქტიკა მოკლედ ვფიქრობ ორნაირი ტაქტიკა ექნება ლეოს
ხან ერთი იქნება ხან მეორე
4-3-1-2 ან 4-3-3
------------------აბიატი---------------
ძამბრო---ნესტა-------სილვა-----ახალი
----ფლამინი-----პირლო----რინო----
----------------რონი----------------
----------პატო------ჰუნტელაარი (ან ვინმე სხვა ახალი)
ეს 4-3-1-2
4-3-3 ზე
--პატო---------ახალი-----------რონი
ასე იქნება
ასე რომ ტრანსფერები იქნება აუცილებლად, ხალხო ნუ იდარდებთ მაგაზე. ეს იდიოტებიც იმედია მიხვდებიან
ტიფოზებმა დაანახეს უკვე კაი რამ. წინა წელს ამ დროს 40 ათასამდე აბონიმენტი იყო გაყიდული ახლა მხოლოდ 12ია
მადლობა ყურადღებისთვის
პ.ს რამხელა გამოსულა