გამარჯობათ!
ეხლა მე დიდად არ მინდა თავი შეგაწყინოთ თუმც ერთი რაღაც ნიუანსი მსურს აქაურებთან გავარკვიო.

ზოგადად ჩემს მოსაზრებებს ხშირად ამა თუ იმ თემაში იგნორირებას უკეთებენ და სკეპტიკურადაც უყურებენ რაც არანაირად არ მაღელვებს მაგრამ ხშირად ამ ჩემი შეხედულებების უკან უტყუარი ციფრებია მხოლოდ სტატისტიკიდან და მეტი არაფერი.
მოკლედ ჩემპიონთა ლიგა ეხლა რამხელა ტურნირია და რა დატვირთვა აქვს ამის ახსნა განმარტებებს არ ვეცდები. აი რამხელა მამაძაღლობებია ხშირად ამ ტურნირის ეგიდის უკან ეს ცალკე საკითხია.
ჩემი გადასახედიდან UEFA-მ დაჰყო კატეგორიებად ქვეყნებიცა და კლუბებიც ამ ქვეყნის წარმომადგენელთა შორის. ჰოდა ამ კლასიფიცირებულ სისტემას გამუდმებით აბალანსებს. მოკლედ ყველაფერთან ერთად შემოიღო ქვოტები ამა თუ იმ ქვეყნებზე და კლუბებზეც კი.
შევეცდები ავხსნა.
A-კლასის ქვეყნები: იტალია, ინგლისი, ესპანეთი.
B-კლასის ქვეყნები: ხოლანდია, გერმანია, პორტუგალია.
......................................
......................................
ჭ-კლასის ქვეყნები: საქართველო და რამე რუმე.
ასევე კლუბებთან მიმართებაში.
A-კლასის კლუბები: რეალი(მ)-9, მილანი(მ)-7, Lივერპული(ლ)-5, ბაიერნი(მ)-4 და აიაქსი(ა)-4.
B-კლასის კლუბები: მანჩესტერი(მ)-3, ბარსელონა(ბ)-3, იუვენტუსი(ტ)-2, ინტერი(მ)-2, პორტუ(პ)-2, ბენფიკა(ლ)-2 და ნოტინჰემი.(

)-2
მოკლედ აქამომდის შეიძლება უკვე დაიღალეთ კიდეც თუმცა გავაგრძელებ.
ჰოდა უეფამ ბალასირებული სისტემა შემოიღო მეთქი.(ეხლა ამას UEFA-ს ოფიციალურ საიტზე რომ ვერ წაიკითხავთ ეს არ უნდა გაგიკვირდეთ.)
რაც მდომარეობს ტიტულების დაბალანსებაში ქვეყნებსა და კლუბებს შორისაც კი.
აი მაგალითი:
ესპანეთი-12, იტალია-11, ინგლისი-11. (ციფრები ამ ქვეყნის კლუბების მიერ მოპოვებული ჩემპიონთა თასებია.)
ჰოდა ჩემო ძვირფასებო აი სწორედ უეფას მიერ გატარებული ამ დამაბალნსირებელი სისტემიდან გამომდინარე ესპანეთიდან ვერც ერთი კლუბი რაოდენ არ უნდა გაძლიერდეს ის მაისურების გამყიდველ სახეების რაოდენობით ვეღარ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას მანამ სანამ ამას არ გააკეთებს იტალიუტი რომელიმე კლუბთაგანი.
(ხო და ისინიც(ჩვენ რომ ვიცით) უფრო ზუსტად იქედან ერთი რომელიმე კიდევ

) რასაც სულ მცირე ორი სეზონი სჭირდება!
ეხლა აქ რატომ მოვედი.
B-კლასის კლუბებმა ამ რამოდენიმე წლის წინ პრეტენზია წამოაყენეს და ალბათ არც თუ უსაფუძვლო რომ ახალი საუკუნე დაიწყო და თითო მოგება მაინც დაგვამატეთო მიმართა მიშას პირადად სირ ალიქსამ. რაზეც "დაბრო" მიიღო და შესაბამისად დადგა სირ ალიქსას დროც. რაც მათ მესამე ტიტულში გარდაისახა. რაკი ერთმა რომელიღაცა ამ კლუბთაგანმა დაარღვია ეს ბალანსი რაც ციფრ -2-ში მდგომარეობდა დადგა საკითხი რომ რატომ მათ და არა ჩვენ. ჰოდა ბარსელონასაც შესაბამისად ჩაახუტეს ეგ მე-3-ე UEFA-ს ქვოტით განკუთვნილი ტიტული.

ეხლა რაკი იტალიის ჯერია აქედან ორ დიახ ორ კლუბზე გავამახვილებდი ყურადღებას.
იუვენტუსი და ინტერი.
აქედან ერთერთი აუცილებლად მოიგებს ამ ტურნირს უახლოეს სეზონებში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტორს რა შემადგენლობა ეყოლებათ მათ იმ მომენტისათვის. მე არც ერთი ამ ორ კლუბთაგანის ქომაგს არ განვეკუთვნები მაგრამ რატომღაც მგონია რომ შანსები რომ გავანაწილო ამ კლუბებს შორის 80%-20% იუვეს სასარგებლოდ გადაიხრებოდა.
ჯერ ერთი იუვეს პირწმინდად გაამართლებინეს მისი მეტსახელი და ბებერი ქალბატონი იმდენჯერ წამოაწვინეს პლაცკარტში, თავში კაგრად რომ ჩაარტყა ერთი ვაგონი ის დასცვივა.(6-ჯერ დააწვინეს ფინალებში) ამასთან არის კიდევ ერთი ნიუანსი. ჯიჯის არ შეიძლება ეს ტროფეი არ მოაგებინონ.
მაპატიონ ინტერის ქომაგებმა მაგრამ მე ამხელა არგუმენტები მათ სასარგებლოდ ნაღდად არ მომეპოვება და თუ აქვთ კონტრ არგუმენტი მაშინ მათ იმედია მიშას მიაწვდიან და UEFA-ში განიხილავენ მათ სასარგებლოდაც, შემდგომ გამოიტანენ საბოლოო დასკვნას.
მე ვფიქრობ ჯერ იუვეს და არა ინტერს თქვენ როგო ფიქრობთ ვცდები?