რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ეს სტატია, მაჟრიალებს

და კიდევ ერთხელ!
თუმცა იქამდე პატარა გულისთქმას დავწერ ))
ალესანდრო დელპ იერო დაბერდა და როცა ეს დიდი ფეხბურთელი წავა, იტალია ტრეკუარტისტას გარეშე დარჩება. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ტრეკუარტისტა მოძველდა და ასე შემდეგ. ფაქტია, იტალიას მის გარეშე მარილი აკლია, მე ასეთ იტალიას ვერ ვგუობ ისე, როგორც საჭიროა.
კი ბატონო, ის რომაელი ქლიბიც ვახსენოთ, მაგრამ ისიც ხომ ასაკშია, ისიც ხომ წავა? თან ნაკრებიდან უკვე წასულია
ახალგაზრდა კი არავინ ჩანს.
და რობი? ეჰჰ, რობი დიდი ხანია აღარ თამაშობს

მახსენდება - რობი ინ ნაციონალე!
და ვცვლი -
ალე ინ ნაციონ
ალე!
იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ დიდი ხანი არ მოხდება, მაგრამ როცა დელ პიერო წავა, ჩემს ცხოვრებაში ერთი დიდი ეპოქა დასრულდება და საკმაო ხანი ალბათ უჩვეულოდ სევდიანიც ვიქნები. თუმცა რა გაეწყობა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ახლა და ჯერ ამაზე ნუ ვიფიქრებთ!
მინდა ადამიანი, რომელმაც ფეხბურთი ორმაგად შემაყვარა, ადამიანი რომლის თამაშმაც უდიდესი სიამოვნება და სიხარული მომანიჭა, ადამიანი, რომელიც კარგი ფეხბურთელოის გარდა, განვმეორდეთ და კარგი ადამიანობითაა ცნობილი... კიდევ ერთხელ ვიხილო მსოფლიოს ჩემპიონატზე, ერთი წლის შემდეგ, აფრიკაში. ოღონდ ისე არა, რომ სულ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და 10-15 წუთს აძლევდნენ. ხომ შეიძლება ასე არ მოხდეს, ხომ შეიძლება ბოლომდე ვენდოთ

გვიანია? არ ვიცი, არა მგონია
მთავარია ალექსი იქ იყოს, ის საჭიროა!
გთხოვთ დონ მარჩელო, არ დაგვტოვოთ გაწბილებულნი, წაიყვანეთ პინტურიკიო, თქვენი მთავარი განძი და ფეხბუღტელი, რომელთან ერთადაც მიაღწიეთ კიდეც დიდ წარმატებებს. თქვენი ,ლიუბიმჩიკი' და შექმნილი. რომ არა წყეული მატჩი უდინეში და ის წყეული ტრავმა, ყველაფერი ბევრად სხვანაირად იქნებოდა და ალეც ბევრად მეტს მიაღწევდა, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ცოტა არც ისე უქნია, მან ასაკშიც დაამტკიცა, რომ დიდია!
ლიპი გენიოსია, ლიპის ვერაფერსი შევედავებით, ლიპიმ იცის რა უნდა ქნას და მაინც იმას გააკეთებს რასაც სწორად ჩათვლის, არ მოექცევა არავის ზეგავლენის ქვეშ!
უბრალოდ, მე მაინც მჯერა, რომ ლიპი ტრეკუარტისტას გარეშე არ დატოვებს ნაკრებს და იმედია, სამხრეთ აფრიკაში, ჩვენი ფანტაზისტა ბებერი, მაგრამ კვლავაც ეფექტური და საოცარი ალესანდრო დელ პიერო იქნება.
მე კიდევ მინდა ვიხილო, მისი გოლი მუნდიალზე და შემდეგ, აცრემლებული თვალები და გრძნობებით აღსავსე სახე, გამომეტყველება, რომელიც ძალაუნებურად ჩემშიც ცრემლს იწვევს და ბურთს მაყლაპინებს.
იტალია ერთი დიდი გრძნობაა!
ლიპის კი, მიუხედავად იმისა რომ ინგლისელი არ არის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გული აქვს...
ამიტომ, მე მჯერა დონ მარჩელოსი
აი, მაშინაც ასე სთხოვდნენ, რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა და როგორ, ბევრი ითამაშა თუ ცოტა,მთავარია, რომ წაიყვანა...

რობი,შენ ჩემზე,ჩვენზე დიდი ხარ
...და ეს არის იტალია?!XX საუკუნის ბოლო დეკადის იტალიური ფეხბურთის სამი მხატვარი,სამი ვარსკვლავი,ვინც დაცვითი სქემებითა და საჭადრაკო სვლებით გაუფერულებულ კალჩიოს ელფერი შესძინეს...
სამი ლეგენდა,ვისაც NBA-ში თავისი უძლეველობის დამტკიცების შანსი რომ ჰქონოდა,ყველა გუნდისგან(ბუნებრივია,რომელთა ღირსებასაც დაიცავდნენ)სახელისა და მაისურის უკვდავყოფას დაიმსახურებდა.
ფეხბურთში შენს მაისურას ჭერქვეშ ვერ აღმართავენ,მაგრამ სახელი დარჩება და როდესაც მათი სიდიადით აგორებული ტალღა დაცხრება,ფეხბურთის ისტორია კიდევ სამ მარგალიტს მოიმკის.იტალიური ფეხბურთის სამი სახე - რობერტო ბაჯო,ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი.
კერპთა კერპი
''არ ვიცი,როგორ დავახასიათო მოთამაშე,რომელიც ჩემთვის დიეგო მარადონასა და მიშელ პლატინისთან ერთად ყველაზე ძვირფასი და ლეგენდარულია.მასთან ერთად მითამაშია და გულწრფელად გეტყვით,რობერტო ბაჯოს ინტელექტით ვერც მე და ვერც რომელიმე სხვა იტალიელი ფეხბურთელი შეედრება.შეუძლებელია გააკეთო ლეონარდო და ვინჩის ქმნილების ასლი,რადგან ეს ნამუშევარი ყოველთვის ასლად დარჩება.ასევე შეუძლებელია დაჩრდილო ადამიანი,რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითია.რობი ყველას გვაკლია.მე მისი მოწინააღმდეგე არასოდეს ვყოფილვარ.მე მისი მოსწავლე გახლდით,რომელმაც ტილოზე ფერთა შეხამება ისწავლა,ნახატის ბოლომდე მიყვანა კი - ვერა'',-აი ასე ახასიათებს ბაჯოს ალესანდრო დელ პიერო.
რობისა და ალექსის გზები ჯერ ''იუვენტუსში'',შემდეგ კი იტალიის ნაკრებშიც გადაიკვეთა.ერთგანაც და მეორეგანაც მწვრთნელებმა უპირატესობა ახალგაზრდა,ნიჭიერ და რეკლამირებულ ''პინტურიკიოს''(ანუ ალექსს) მიანიჭეს,ბაჯო კი მაგიური ათიანის ჩრდილში მოექცა.
ისტორიისა და ფაქტების გახსნება დიდ რკალს მოგვახაზინებს...მოდით,თავად ბაჯოს მოვუსმინოთ.
''ალე... მისი სახელი დღესაც ყველას პირზე აკერია,რადგან დელ პიერომ თავის კლუბში ეპოქა შექმნა.შურიანი ნამდვილად არ ვარ,მაგრამ დღესაც დარწმუნებული ვარ,რომ მე და დელ პიეროს ერთად თამაშის შანსი არ მოგვცეს.მე ეს მსურდა,ნაკრებსა და კლუბში კი რისკზე ვერ წავიდნენ.მახსოვს მარჩელო ლიპიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმას,რომ თუ მე და ალეს პერმანენტულად სასტარტოში დაგვაყენებდა,მეტოქეს თავით თამაშისას ძალიან სოლიდურ ფორა ექნებოდა.მე კი დღესაც ვარ დარწმუნებული,რომ ყველაფერი მშვენივრად გამოგვივიდოდა.ფეხბურთს იდეაში ფეხით თამაშობენ არა?''-მიაჩნია რობერტოს.
სტოპ! ორ დიდ აისბერგს შორის შეჭედვას ყინულის უზარმაზარი ნატეხი ცდილობს... დისბალანსი რომ არ შეგვექმნას,ნატეხი გვერდით ჩავწიოთ.არ დადნება,იმდენად ცივია,რომ გაუძლებს...
მოკლედ,სად ვიყავით?
ჰო,რობი ალეზე და ალე რობიზე...
ბაჯო ფეხბურთიდან იმდენად უხმაუროდ წავიდა,რომ ალეს თქმით,მას დღემდე სჯერა იმისი,რომ რობი დაბრუნდება და მათ ერთი შეხვედრის ჩატარების ბოლო შანსი მიეცემათ.
''ბაჯო არ წასულა,იგი ისვენებს.მალე მეც დამასვენებენ,თუმცა ფაბიო კაპელოს იმდენად ვუყვარვარ,იმდენად მიფრთხილდება,რომ თითქმის არ მათამაშებს.იცით რატომ ვაფასებ რობის? მას არსად და არასოდეს ძირითადში თამაში არ მოუთხოვია და საჯაროდ პოლემიკას არ მართავდა.იგი მოდიოდა სავარჯიშოდ,ჟურნალისტების რუტინულ კითხვებს უპასუხებდა და მიდიოდა დაღლილი ორგანიზმის დასასვენებლად,რათა ერთი დღის შემდეგ კვლავ ჩუმად,თავჩახრილს ეკეთებინა თავისი საქმე.რობი ყველაფერზე თანახმა იყო - მეკარედაც ითამაშებდა,ოღონდ მისთვის მწვანე საფარზე ბურთის გაგორება არ დაეშალათ... ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ,გასახდელის შესასვლელში რამდენიმე გოგონა მელოდებოდა.მათთან საუბრისას შესასვლელში რობი გამოჩნდა.არსად წასულა,იდგა და მელოდებოდა.საუბარს რომ მოვრჩით,მასთან მივედი და გამოველაპარაკე.მითხრა,ალე,მათ,ფანებს,შენთან ყოფნა სიამოვნებთ,მაგრამ შენ მინდორზე გაოფლილი მაისურა დატოვე,საშხაპეში ონკანის გადაკეტვა დაგავიწყდა და ბანანის ქერქიც სანაგვეს ააცილეო.ცხოვრება წვრილმანებისგან შედგება და თუ გგონია,რომ ყველა ყოველთვის ღმერთივით შეგხედავს და ყველაფერს გაპატიებს,ძალიან ცდებიო.ბაჯომ ყველაფერი მზრუნველი მშობელივით ამიხსნა.რაში დასჭირდა ამის გაკეთება? არ ვიცი,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ რობის ეს არაფრის გამო არ გაუკეთებია.იგი კრისტალურად წმინდა და უბრალო ადამიანია.ბაჯო შეეცადა ჩემთვის აეხსნა ის,რისი ახსნაც 24 წლის მოთამაშეს არ უნდა გჭირდებოდეს.რობი ყოველთვის შენს გვერდით იქნებოდა,შენგან კი მხოლოდ სითბოსა და გრძნობების ალალად გამოხატვას ითხოვდა'', - ესეც დელ პიეროს სიტყვებია.
ბაჯო,რომ 1998 წლის მუნდიალზე,საფრანგეთთან საფლეიოფო მატჩში სასტარტოში ყოფილიყო...
''იტალია ჩემპიონი გახდებოდა.მყესი მქონდა გაწყვეტილი,საფრანგეთში საერთოდ არ უნდა წავსულიყავი,მაგრამ ჩემმა სახელმა იმუშავა.დელ პიერო,რომელმაც მთელი სეზონი ''იუვე'' ათრია,დელ პიერო,რომელმაც სეზონში 30-ზე მეტი გოლი გაიტანა,დელ პიერო ,რომელმაც... ''რეალთან'' ფინალში მყესები დაიზიანა,მსოფლიო ჩემპიონატზე კი ტრავმა გაიმიზეზა.აი,ამას რატომრაც არავინ იხსენებდა.ბაჯო ძირითადში უნდა ყოფილიყო.რობი იტალიას ოქროს ველზე გაიყვანდა'', - ამბობს დელ პიერო.
''ბოლოს,მახვილი კუთხიდან რომ დავარტყი,გოლამდე სულ ცოტა დამაკლდა.ძალიან ცოტა...იტალია დელ პიეროს პასიურობამ კი არა,ჩემმა არაზუსტმა დარტყმამ დაღუპა.ალე არაფერ შუაშია'', - მიაჩნია რობის.
ყინულის ნატეხი კი იზრდება და უკვე აისბერგთა შორის შეჭედვას კი არ ცდილობს,მათსავით დიდი და ყველაფრის წამლეკავი ხდება.გახდება კი?
ბაჯო ეპოქალური ვარსკვლავია,დელ პიერო კი ტურინის ''იუვენტუსის'' ლიდერი(კი,რაც არ უნდა წერონ,ტრეზეგესა და ნედვედის სტაბილურობაზე,ჯიჯი ბუფონის შეუცვლელობასა და ჯანლუკა ძამბროტას...ყველაფერზე,ალექსი ''იუვეა'',ტურინული გრანდი კი პირველ რიგში,''პინტურიკიოსთან'' ასოცირდება).
ორმა 10-მა ნომერმა,ორმა ფლეიმეიქერმა(სუფთა ფორვარდი არც რობია და არც ალე)იტალიას სქემებიდან თავის დაღწევა შესთავაზეს,აპენინელებმა კი ვიზუალურ ფენომენს მაინც პრაგმატიზმი ამჯობინეს.
შედეგი?
არანაირი...
ვინ არის უფრო დიდი,რობერტო ბაჯო თუ ალესანდრო დელ პიერო?
''როდესაც ყველა დროის 20 უდიდეს მოთამაშეს ასახელებენ,ბაჯო მარადონას,კრუიფის,პელეს,ბეკენბაუერისა და გარინჩას შემდეგ უნდა იყოს.იგი ზიდანზე დიდია და ნედვედზე მასშტაბური.''იუვენტუსსა'' და იტალიის ნაკრებში რობიმ თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა.არა,მას ეს არ გააკეთებინეს,რაშიც დღემდე მე მადანაშაულებენ.თუ გსურთ,კეთილი,ასე იყოს,ცოდვილი და დამნაშავე მე ვარ,მაგრამ ერთხელაც ვიტყვი - არა მგონია,იტალიურ ფეხბურთს ოდესმე რობერტოს დონის,მისი გაქანების ვარსკვლავი ჰყოლოდეს.რობი მეტეორივით,გალაქტიკაში გზააბნეულებს გზას გვინათებდა,ჩვენ კი დავბრმავდით და ეს ვერ დავაფასეთ.ხოლო,როდესაც მივხვდით,რომ ბაჯო დავკარგეთ,უკვე გვიანი იყო.ჩემი მასთან შედარება არასწორია.რობის ვერც 10 დელ პიერო და ვერც ამდენივე ტოტი ვერ გადაწონის.ამასთან ერთად,ფრანჩესკოსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ'', - დელ პიეროს ეპილოგიც ეს არის.
ალესანდროს თავის მისაბაძ ობიექტამდე ძალიან ბევრი არ დარჩებოდა,რომელიმე დიდ ტურნირზე ნაკრებისთვის გზა რომ გაეხსნა.არ გაუმართლა? ალბათ,მაგრამ იმასაც შეგახსენებთ,რომ 1994-ში რობიმ მთელი მსოფლიო ჩემპიონატი ზურგის ტრავმით ჩაატარა,ტურნირის მსვლელობისას კი მარჯვენა კოჭიც იტკინა.
ალექსმა ერთხელაც გაუსვა ხაზი რობერტო ბაჯოს როგორ ვთქვა,ალბათ,ღვთიურ სტატუსს,მაგრამ დროს ხომ ვერ დავაბრუნებთ?
დროს ვერა,მაგრამ იტალია დარწმუნებულია,რომ ფრანჩესკო ტოტის სახით(ჩვენი მესამე აისბერგიც ეგ ყოფილა)მომავალი დაიბრუნდა და რობი ბაჯოს ღირსეული,რეალური შემცვლელიც უკვე ჰყავს.ტოტი ჩვენი მესიაა და არის კი მასზე დიდი რომელიმე ბრაზილიელი ან იგივე ფრენკ ლამპარდი? იგივე პატრიკ ვიეირა?
კარგით რა,რა ტოტი,რის ტოტი... მას ''რომას'' ფანის გარდა ყველა სხვა ტიფოზი მისივე საფირმო ბურთივით ''აფასებს''.ფრანჩესკოს ნაკრებშიც ვერ გაუსერავს გზა,რომლიდანაც ბოლო მუნდიალისას გადაფურთხებულიც კი არ აწმენდილა.ბოლო მუნდიალის ნაჭამი სირცხვილი არ ალაგმულა,როდესაც ტოტი ზედიზედ ორჯერ ყვითელი ბარათით სიმულაციისთვის დასაჯეს.ბაჯომდე კი შორი,ძალიან შორია.დელ პიერომდეც...
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani