ვა რა მაგარი თემა გაიჩითაი...იმენნა ჩემი ხალხხი გაეძრო

ტრანსფერებს რაც შეეხება:
თავდასხმით დავიწყოთ
მემგონი 1 თავდამსხმელი უნდა იყიდონ ძიროთადში სათამაშოდ, ეხლა გუნდში არიან: რაული,ჰუნტელაარი, იგუაინი(ნუ ამ ბიჭს შემტევნახევარმცველადაც შეუძლია თამაში 2ივე ფლანგზე და ცენტრშიც, მაგარი კაცია), რუუდი და სავიოლა(რომელსაც უეჭველი გაუშვებენ) რუუდი ტრამვის მერე როგორ ითამაშებს არავინ არ იცის, თან ასაკშია და საუკეთესო წლები უკვე გაიარა, ამიტომ უკეთესია გაუშვან და მაგის მაგივრათ იყიდონ ვილა ან ბენზემა, ორივე კარგი ვარიანტია. ნუ ჰუნტელაარის გაშვება არ ღირს ჯერ, 1 სეზონი უნდა აცალონ კიდევ
ნახევარდაცვა
ნახევარდაცვა მგონი დაბალანსებულია უკვე, დაჟე ბლომათ გასაშვები ფეხბურთელებიც არიან გუნდში. ალონსოს რაც შეეხება, მართალ კარგი მოთამაშეა. აუცილებელი არაა მაგის გადმოყვანა, მაგრამ თუ გადმოვიდა უკეთესი იქნება. ამ შემთხვევაში გუნდი კლასიკური 4 4 2 იდან გადავა 4 2 2 2, ანუ ნახევარდაცვაში 2 საყრდენი, ლასანა და ოდნავ მაგის წინ ალონსო და წინ რონალდო კაკა.
დაცვა
ნუ დაცვაში ყველაზე მეტი პრობლემაა. ჩემი აზრით ჰაინცე გასაშვებია, მარცელო კი ჯერ ვერ არის სტაბილური დაცვაში და საკმაოდ ბევრ პოზიციურ შეცდომებსაც უშვებდა წინა სეზონში(როცა დაცვაში ათამაშებდნენ), აქედან გამომდინარე , საჭიროა კვალიფიციური მარცხენა მცველის ყიდვა, ცენტრში პეპე ნამდვილათ ძიროთადში იქნება. გარაი ეხლა დაბრუნდა რეალში და არ ვიცით რა დონეზე ითამაშებს, დამეთანხმებით ალბათ რომ პროვინციულ გუნდში წარამტებული თამაში არ იძლევა იმის გარანტიას, რომ რეალშიც მაღალ დონეზე ითამაშებ, ამიტომ თავის დასაზღვევათ აუცილებელია 1 ძირითადზე გათვლილი ცენტრალური მცველის ყიდვა. ამათ მუმატეთ მეცელდერი და გამოვა 4 ცენტრ. მცველი, რაც სავსებით საკმარისია კონკურენციისთვისაც და როტაციისთვისაც.
მეკარეზე შეკითხვები ნაღდათ არავის არ გვაქვს))
ამ მომენტისთვის გუნდის ძირითადი ჩემი აზრით ასე გამოიყურება
იგუაინი რაული ან იგუაინი რაული
რონალდო კაკა რობენი რონალდო კაკა
ლასანა სნეიდერი ლასანა
მარსელო პეპე მეცელდერი(გარაი) რამოსი დანარჩენი იგივე))
იკერი
სამომავლო ტაქტიკას რაც შეეხება: მემგონი გამორიცხულია 1 ფორვარდით თამაში( ჯერ 1 რეალის სტილი არ არის 1 თავდამსხმელით თამაში, ტრადიციულათ შემტევ ფეხბურთშ თამაშობენ. კაპელო მაგიტომ არ გაუშვეს? არადა ჩემპიონი გახადა გუნდი, მაგრამ უთხრეს არასანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებდიო გუნდს. რეალიისთვის მოგება არ არის საკმარისი, მოგებასთან ერთად აქ ითხოვენ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს. და 2 მიზეზი. გუნში არის პელეგრინი, სამხრეთამერიკელი ! გაიხსენეთ პელეგრინის გუნდები , ყველა 2 ფორვარდით თამაშობდა.
უკაცრავად დიდი პოსტისთვის

, ტვინს ვბურღავ, მაგრამ რეალის გამო ღირს