ეს არაა ოფიციალური ( OFFICIAL) ამიტო არაა ჯერ გამორიცხული, მარა თუ არც გადმოვა ამ ჩემ ....

ზატო პერესე დარწმუნებულია რომ ალონსოს უნდა რეალში გადმოსვლა. პერესი მზადაა ამ ტრანსფერში ნეგრედოც ჩართოს.
http://www.tribalfootball.com/florentino-c...rid-move-251810 * * *
როგორც ჩანს ფლორენტინო პერესმა სრულიად დაკარგა ინტერესი დავიდ ვილიაზე და გადაერთო ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემას, ტრანსფერზე…
“ვალენსიის” პრეზიდენტი, მანუელ ლიორენტე, რომელსაც სურდა კარგი ფული გაეკეთებინა ვილიაზე საშიშროების წინ დგას საერთოდ არ მიიღოს არაფერი. იმის შემდეგ რაც ფლორენტინო პერესმა კაკასა და რონალდოში გადაიხადა საოცარი ფული, ლიორენტესაც მოუნდა ასე ვთქვათ “ფულის მოღუნვა”. ვალენსიელებმა გააუქმეს პირველი შეთანხმება ტრასფერზე და დახარბდნენ ფულს.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ პერესი აძლევდა 25 მილიონ ევროსა და ალვარო ნეგრედოს ვილიას ტრანსფერზე. მაგრამ ლიორენტემ დაინახა, რომ მას შეეძლო მანიპულირება ამ ფეხბურთელით და აუწია ფასს.
მადრიდში ჩათვალეს, რომ ეს შეთანხმება შანტაჯს უფრო გავდა და შეწყვიტეს შეთანხმება. ამ დროს ტავად დავიდ ვილიამ განაცხადა თურმე, რომ მას სურს მხოლოდ მადრიდის “რეალში” თამაში. მაგრამ ლიორენტეს უკვე აღარ აინტერესებდა უკვე თავისი ფეხბურთელის აზრი. ხოსე ლუის ტამარგო (ვილიას აგენტი) განაგრძობდა მოლაპარაკებებს და განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ აპირებს ესპანეთიდან სადმე სხვა ქვეყანაში გადაბარგებას. ამის მიუხედავათ ლიორენტე “ჩელსის” ვარიანტსკენ იმხრობოდა ფინანსური თვალსაზრისით. ამ დროს განაცხადა პერესმა, რომ ვილიას გადმოსვლა მხოლოდ დორის საკითხავია.
მიუხედავათ ამისა, ლიორენტე აგრძელებდა შანტაჟს და პერესი იძულებული გახდა გადართულიყო სხვა ფორვარდზე, კერძოდ კარიმ ბენზემაზე. “ლიონის” ხელმძღვანელობამ განაცხადა ასევე, რომ თუ კარიმი გადავა სადმე, ეს სწორედ მადრიდის “რეალის” იქნება. მაგრამ პერესმა ყველას კარგად გააგებინა, რომ ის ფულის ფლანვას არ აპირებდა.
საბოლოო ჯამში ლიორენტემ განაცხადა, რომ ის აღარ ყიდის ვილიას. რასაკვირველია, “ჩელსიში” წასვლა თვითონ ფეხბურთელმა არ მოინდომა, ხოლო ლიორენტემ ვერ შეძლო 50 მილიონის გამოტყუება ფლორენტინო პერესისგან. შემდეგ პერესმაც განაცხადა, რომ მას არ სურს კლუბებს შორის ცუდი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამავეს აცხადებდა ის როცა მანჩესტერში გააგზავნა აგენტი რონალდუს გადმოსაბირებლად.
ეხლა დადგა ჯერი თავად ფეხბურთელზე, ის ხვდება, რომ ისეთ ნახევარმცველებთან, როგორიც კაკა, რონალდოა (და სავარაუდოთ რიერი) ბევრი გოლის შეგდებას და ბევრი ტიტულის მოგებას შეძლებს “რეალის” რიგებში.
ვილიას ეხლა ერთადერთი გამოსავალი აქ, გამოვიდეს პირადათ პრესის წინაშე და განაცხადოს, რომ ის არ აპირებს ლიორენტეს აგორებულ შანტაჟზე თამაშს. მან უნდა უარი თქვას “ვალენსიის” ვარჯიშებზე და ამით მიახვედრებს ლიორენტეს, რომ მას აღარაფერი დარჩენია, რომ დათანხმდეს იმ პირველ შეთანხმებას, რაც “რეალსა” და “ვალენსიას” შორის იყო.
ინფორმაციის წყარო: goal.com
.
* * *
ვალდანომ რობენს წასვლა სთხოვა
* * *
"იუვენტუსის" პრეზიდენტ ჯოვანი კაბოლი ჯილის რამდენიმე ფრონტზე მარცხის შემდეგ სურს, რომ რეაბილიტირება მოახდინოს ფანების წინაშე და მზად არის მაჰამადუ დიარა შეიძინოს. ამის გარდა ის წინააღმდეგი არ იქნება თუ ნისტელროი-ტრეზეგეს ე.წ ბარტერი მოხდება.
კაბოლი ჯილის აზრით ჰოლანდიელი ფორვარდი არის შესანიშნავი ფეხბურთელი და ნიებისმიერ გუნდს დაამშვენებს. რაც შეეხება ტრეზეგს, ფრანგი 33 წლის გახლავთ, ის კონკურენციას ვერ უწევს ამაური-დელპიეროს დუეტს და სწორედ ამიტომ სურთ "იუვეს" ბოსებს მისი ნისტელროით ჩანაცვლება. ისინი ამის შესახებ ოფიციალურად შეხვდებიან "რეალის" ოფიცალურ პირებს და წინადადებებს გააცნობენ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა "Gazzetta dello Sport"-ი იუწყება.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ "რეალი" დაინტერესებულია ისეთი დონის თავდამსხმელებით როგორებიცაა ვილა, იბრაგიმოვიჩი, ბენზემა და ფორლანი სავარაუდოდ "რეალი" ასეთ წინადადებას არ დასთანხმდება.
ინფორმაციის წყარო:AS.COM
* * *
”მანჩესტერს” კასილასი უნდა
”მანჩესტერი” უკვე დიდი ხანია ვან დერ საარის შემცვლელს ეძებს, რომელსაც ოქტომბერში 39 წელი უსრულდება. ფერგიუსონის ყურადღების ცენტრში ამჯერად ესპანეთის და მადრიდის ”რეალის” გოლკიპერი იკერ კასილასი მოხვდა.
როგორც ბრიტანული "Daily Mail" იუწყება ”მანჩესტერი” აპირებს ”რეალს” კასილასის შეძენის თაობაზე წინადადება შესთავაზოს. ისინი მზად არიან კასილასსი 65 მილიონი ევრო გადაიხადონ.
მაგრამ ”რეალის” ხელმძღვანელობამ თვალნათლივ განმარტა რომ კასილასი ხელშეუხებელია და წინადადება მისი ყიდვის შესახებ არ განიხილება.
ინფორმაციის წყარო:marca.com
This post has been edited by BeNdeLiAni on 19 Jun 2009, 20:11