"La Gazzetta Dello Sport"-ის ინფორმაციით ორშაბათს "ფიორენტინა"-ს რიგებს ახალი ფეხბურთელი როისტონ დრენტე შეავსებს. ტრანსფერის თანხად 9,5 მილიონი ევრო სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსი" მინიმუმ 11 მილიონ ევროს ითხოვდა.
ჰოლანდიელის გადაბირებას ასევე სხვა კლუბებიც ცდილობდნენ, მათ შორის "ჯენოაც". თუმცა ეს ბრძოლა "ფიორენტინამ" მოიგო. დრენტეს ხელფასი 1,5 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.
როისტონ დრენტე "რეალში" 2007 წელს გამოჩნდა, თუმცა მადრიდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.
"ლივერპულის" მცველი ალვარო არბელოა, გამოტყდა რომ შეიძლება დატოვოს ინგლისური კლუბი.
"მადრიდში პერესის მოსვლისთანავე ნამდვილად იქმნება გრანდიოზული პროექტი. მე მომწონს და ვადევნებ თვალყურს თუ რას აკეთებს კლუბი. - განაცხადა მან.
"რათქმაუნდა როდესაც "რეალი" გამოიჩენს შენდამი ინტერესს, ამან არ შეიძლება, რომ არ გამოიწვიოს სიამაყის გრძნობა. მოგატყუებთ რომ გითხრათ, რომ მომავალ სეზონს ინგლისურს კლუბში დავიწყებ. მე ვიფიქრებ ამაზე მხოლოდ კონფედერაციის დასრულების შემდეგ - დაამატა მან.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
* * *
“ბაიერნში” წასული მარიო გომესის შემცვლელად , “შტუტგარტის” ხელმძღვანელებს კლაას-იან ჰუნტელაარი შეუგულებიათ და ჰოლანდიელში 20 მლნ. ევროსაც იხდიან.
ჰუნტელაარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბოლო დღეებში მისით დაინტერესება დამატებით კიდევ 4 კლუბმა გამოთქვა: “ლიონმა”, “იუვენტუსმა”, “გალათასარიმ” და “ტოტენჰემმა”. ამ გუნდთა რიცხვს გუშინ გერმანული “შტუტგარტიც” შეემატა.
რამდენიმე კვირის წინ, “შვაბებმა” თავიანთი ლიდერი, მარიო გომესი “ბაიერნში” 30 მლნ. ევროდ გაყიდეს. ახლა კი, ამ თანხით ძლიერი მოთამაშეების შეძენა გადაწყვიტეს, რომლებიც, ამასთანავე, გომესის შეცვლელად მოიაზრებიან.
ჰუნტელაარი “შტუტგარტის” მთავარი სამიზნე ყოფილა. გერმანელები მზად არიან ჰოლანდიელში 20 მლნ. ევრო გადაიხადონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლაასი ბუნდესლიგაში გოლებს საკმარისი რაოდენობით გაიტანს, მაშინ მადრიდელები დამატებით 7 მლნ. ევროს მიიღებენ.
ინფორმაციის წყარო: As.Com
http://halamadrid.ge/?p=1859