კაკას პრეზენტაციით დაიწყება "სამეფო კლუბის" გლამურული პრეზენტაციების კვირა. სამშაბათს ბრაზილიური მეგავრასკვლავი უამრავი ფანებისა და ჯურნალისტების თვალწინ პირველად მოირგებს "მადრიდის რეალის" თეთრ ფორმას. ხუთშაბათს მადრიდელებს შეეძლებათ ალბიოლს მოესალმონ, მომავალ ორშაბათს კი-6 ივლისს კრისტიანო რონალდოს პრეზენტაცია შედგება.
დაიწყო დიდი და გლამურული კვირა "მადრიდისათვის". დიადი ფეხბურთელების შეძენისათვის ბერნაბეუს სტადიონზე დადგმული იქნება უზარმაზარი სცენა სადაც წარმოდგენილნი იქნებიან მადრიდისტების ახალი კუმირები- კაკა და კრისტიანო. სადღესასწაულო მარათონი სამშაბათს იწყება, ანუ 30 ივლისს, კაკას პრეზენტაციით. ცერემონია დაიწყება საღამოს 9 საათზე, და უცხოური ტელეარხები გეგმავენ აჩვენონ ეს პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში. "მადრიდი" კვლავ ყურადღების ქვეშაა.
ცერემონიის დაწყების დრო იდეალურად არჩეულია აზიური და განსაკუთრებით ბრაზილიური ხალხისთვის. იაპონელებს კი საერთოდ გაღვიძებისთანავე შეეძლებათ პრეზენტაციის ყურება. ყველაფერი კარგადაა გათვლილი. მოსალოდნელია რომ ბერნაბეუზე ვაშლის დასავარდნი ადგილიც არ იქნება.უკვე ეხლა პრეზენტაციის ადგილი დაბრონა 500 ჟურნალისტმა, და ასევე თავისი მონაწილეობა დააზუსტა 50 მა ტელეარხმა. "მადრიდის" სტადიონოს კარები ასევე გულშემატკივრებისათვის იქნება გახსნილი. მოსალოდნელია რომ ტრიბუნებზე სამშაბათს 50 000 მეტი ფანი შეიკრიბება. პრეზენტაციის დასრულების თანავე კაკა პრესკონფერენციას გამართავს პრესის ოთახში.
ხუთშაბათს ალბიოლის დრო იქნება. რა თქმა უნდა ინტერესის ტალღა ასეთი დიდი არ იქნება მაგრამ მის პრეზენტაციაზეც ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ჯერ არ არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ საათზე შედგება პრეზენტაცია მაგრამ ალბათ ყველაფერი შუადღის 1 საათზე დაიწყება. მოსალოდნელია რომ ყველა ესპანური ჟურნალისტი დაეტევა ბერნაბეუს ლოჟაში...
და ბოლოს, ორსაბათს 6 ივლისს ჟურნალისების და ფანების წინაშე წარსდგება კრისტიანო რონალდო, ყველაზე ძვირადაღიარებული ფეხბურთელი მსოფლიოში. ოფიციალური ცერემონია გამოიწვევს არანაკლებ ინტერესს ვიდრე კაკას წარსდგენა. დილით შედგება მედიციური შემოწმება შემდეგ მოეწერება ხელი კონტრაქტს და უკვე საღამოს 9 საათზე ყველა შეუდგება ტრადიციული ცერემონიალის განახორციელებას. ფლორენტინოს შეეძლება გაიხსენოს თუ როგორია "ყოველშემძლეობა.", "მადრიდი" ხომ კვლავ ყურადღების ცენტრშია
http://realmadrid.ge/index.php?newsid=5620მაგარი იქნება ხვალ