MAKARONEეხლა აგიხსნი რატომ მირჩევნია მე ყველას ბეკი...
პირველ რიგში იმას დავწერ რომ ამ ოთხი კაციდან სრნა ყველაზე კარგ გამოსავლად მერჩივნა და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბაიერნში მაგრამ ლუისმა დაბლოკა ეს ტრანსფერი და ამიტომ სრნას აღარ განვიხილავ...
დარჩენილი სამიდან ეგრევე გამოვრიცხავ ილსინიოს, რადგანაც მარჯვენა ნახევარმცველი და ვინგერია, ვერანაირად ვერ ითამაშებს დაცვაში...
დარჩა ორი ფეხბურთელი ბოსინგვა და ბეკი...
ჩამოვწეროთ ბოსინგვას პლიუსები: გამოცდილია, ნათამაშები აქვს ევრო არენაზე და მხოლოდ ეს პლიუსიც ბევრს ნიშნავს, აქვს საკმაოდ კარგი ჩართვები შეტევაში, ძლიერია პოზიციურ და პერსონალურ თამაშში... დანარჩენს სხვები იტყვიან, მეტი არ მახსენდება რატომღაც... მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მირჩევნია ბეკი... ეხლა რატომ: პირველ რიგში ახალგაზრდა და უპერსპექტიულესი ფეხბურთელია, თავს დავდებ რომ ბაიერნში თუ გადმოიყვანენ 2-3 წელიწადში, ანუ ლამის ხელა რომ გახდება უკვე ტოპ დონე იქნება... პერსონალურად რომ უკვე ტოპ დონეა მაგას საუბარიც არ უნდა, მაშინ როცა რიბერის შეუძლია ფაქტიურად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველს(როდესაც იგი პერსონალურად იყვანს, საუბარი ალვეშზეა) თამაშში 4-5-ჯერ ისე გაცდეს რომ საერთოდ თამაშიდან გამოთიშოს, ანალოგიურ სიტუაციაში ზუსტად ერთხელ ვერ გასცდა რიბერი ბეკს(პირველი თამაში ალიანსზე 2-2) და მხოლოდ 82 წუთზე მიიღო ამ უკანასკნელმა ყვითელი... არც პოზიციურ ბრძოლაში ჩამორჩება რამით ბოსინგვას და სისწრაფეში ხომ საერთოდ სჯობს კიდევაც... რა დარჩა გამოცდილება, რომელსაც ასაკი მოიტანს და შეტევებში უფრო დიდი სარგებელი რისი განვითარებაც ადვილად შეიძლება ერთ თუ არა ორ სეზონში მაინც...
მარტო ის რაც დავწერე მაგიტომ ხომ მირჩევნია ბეკი ბოსინგვას, მაგრამ მთავარი არ დამიწერია... ბეკს ჰქონდა უკვე დებიუტი ნაკრებში და დარწმუნებული ვარ მალე დაიმკვიდრებს ადგილს ნაკრებში, ლამი უკვე მყარად არის დამკვიდრებული და თუკი ლამი---ბეკის დუეტი არა მხოლოდ ნაკრებში, არამედ გუნდშიც(ბაიერნში) ერთად იქნებიან, ბევრად უკეთესი იქნება(შეთამაშების და ურთიერთგაგების მხრივ) არამარტო ბაიერნის, არამედ ნაკრებისთვისაც...
ასე რომ მემგონი გასაგები უნდა იყოს რატომ მინდა ზუსტად ბეკი რომ მოიყვანონ...



Andreas Beck...