რაც სპორტის ეს სახეობა არსებობს ყოველთვის იყო და იქნება მატჩები როდესაც მსაჯების შეცდომებმა გადაწყვიტეს თუ შეიძლება გადაწყვიტონ ტუნირის გამარჯვებულიც კი.
არის შემთხვევები როდესაც ეს მოგვწონს და არის საპირისპიროდაც როდესაც აღშფოთებას ვერ მალავს ადამიანი.
Royal Antwerp FC vs Spartak Moskou
ამ თამაშისას მე პირადად სასწაულის მოლოდინში ვიყავი. ეხლა რა რეაქცია ექნებოდათ მოსკოვსა თუ ლენინგრადში იქაურ ფანებს მსაჯის საქციელის გამო რომელმაც მესამე ბურთი გაატანინა საწკალ ანტვერპენს მე ნაკლებად მაღელვებს.
ამ დედითლენინგრადელებმა ახლადრეაბილიტირებულნი, დაჩაჩანაკებული რომ დაგვიჭირეს და მოგვიგეს ვერ მომენელებინა და რაც მთავარია ბავშვობიდან მძულს MU-სთან პარალელურ რეჟიმში.
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
ეხლა კიდევ რა მინდა ვთქო.
მსაჯის შეცდომა გასაგებია რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს და ისიც მესმის რომ ის ანუ მსაჯი მართლა ადამიანია და გამორიცხული არაფერია.
აი როდესაც ის ამას დაკვეთით ზემოდან მითითებით აკეთებს თან მატჩის მსვლელობისას ყურთასმენითაც კი კარნახობენ მას სირალიქსას და ჟოაო აველანჟის მსგავსი სუბიექტები ეს ცოტა აღმაშფოთებელია მაგრამ იმხელა ფულია ამ ყველაფრის უკან რომ ჩვენს როგორც ასეთი ქომაგის აღშფოთებას სულ ფეხებზე იკიდებენ.