ეეეხ ოღლი შეიძლება რბილად რომ ვთქვათ ცუდი არ იყო მაგრამ არც მეტი იმათთან რაც აქაც კი ამ თემაში უხსენებიათ.
***************************************************************************************************
ძნელია იმის თქმა რომ ფეხბურთი ვინ შემაყვარა თუმც ეს მამაჩემი ნაღდად არ ყოფილა.(მამაჩემს მაინც და მაინც არ ხიბლავდა ფეხბურთი. ის არაბულ სპარსული ენებით, პოეზიითა და საერთოდ აღმოსავლური კულთურით იყო გატაცებული. იქ კი, აღმოსავლეთში ფეხბურთის ადგილი არ იყო და არც ახლაა.)
მოკლედ ფეხბურთი ალბათ ქუჩამ შემაყვარა!
ეს ის ადგილია სადაც ბავშვობიდან მეგობრებთან ერთად დაღამებამდე ვაგორებდით ბავშვობისას არტექსის უნგრულ კოპლებიან ტყავის ბურთებს.(უუხ რა ბურთები იყო ვისაც გახსომთ.)
ხო ქომაგობაც დინამოს სტადიონიდან დაიწყო მეგობრებთან ერთად და არ უნდა გაგიკვირდეთ რომ კუმირიც იმ დროინდელი დინამოელი მყოლოდა მეც ისევე როგორც ალბათ ჩემი თაობის 99% ადამიანს. მე იმ დინამოდან ეხლა ყიფო რომ ვთქვა მომწონდა მეთქი ამაში განსხვავებული ვერ ვიქნები და არც უცნაურ რამეს ვიტყოდი თუმც მე პირადად იმ დრონდელი დინამოდან ოსი, ნახალოვკელი მომწონდა!
აი სწორედ დინამოსთან მიმართებაში ყალიბდებოდა ქომაგობაც ამა თუ იმ კლუბის მიმართ. აქ თბილისში დინამოს არსებობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი გუნდი რაც ჩამოსულა დღემდე ეს წითელი დიდი ლივერპულია!
წარუშლელი შთაბეჭდილება დამრჩა რომელიც დღემდე არ განელებულა ამ ოხერ წითლების მიმართ!
ვგულშემატკივრობ და ალბათ მუდამ ვუგულშემატკივრებ აი რაც შეეხება ფანობას ეს ალბათ უფრო ინტერნეტის და ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის ბრალია. აბა "კეპეშ სპორტებიდან" და "სტადიონიდან"(უნგრულ ჩეხური ჟურნალები რომლებიც ხელმიწვდომადი იყო ყოფილ სსრკ-ში) რა ინფო უნდა მიგეღო იმ დროს.
ხო იყო პანტიანიც.
" კუნძული" სადაც ევროტურნირების საყურებლად ოთხშაბათობით მიემართებოდა ხოლმე ფეხბურთის მოყვარული თბილისელი ქომაგი.
აი რაც შეეხება კუმირს.
ჩემო კარგებო ფეხბურთშიც ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში კუმირი გვინდა რომ იყოს გმირი. აი სადღაც რობინ ჰუდისა თუ არსენას სულის მატარებელი. ნახალოვკელი კაცისთვის "მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს" მცნება საქომაგოა და აბა როგორ?! და თუ ამდაგვარს ვინმე საფეხბურთო მინდორზე ანხორციელებს ის რომ კუმირი იქნება ამას რა მარჩიელობა სჭირდება.

ხოდა ეგეთი იყო მართლაც ის ოხერტიალი ინდიელი.
ერთი ნაკლი ჰქონდა მხოლოდ. ლივერპულში არ თამაშობდა და ამას ჰქონდა ახსნა. რომ არა იმ დროს(და არა მხოლოდ იმ დროს) ინგლის არგენტინის დაძაბული ვითარება რომელიც მცირე ომშიც კი გადაიზარდა სადღაც (არა ისეთ მცირე და პატარა ომში როგორც აქ ცხინვალში იყო .( დღენახევარში ასობით ქართველი ბიჭები რომ ჩააჟლეტინა ჩვენმა "გმირმა" რუსებს, რის გამოც ერევანში პატარა ჯილდოც კი გადასცეს შემდგომ ამ ომის გმირს საქმეთა საგმირონის გამო.

წარმომიდგენია ათი მაგდენი ქართველი ბიჭო რომ დაეხოცინებინა რუსებისთვის ე მანდ სომხეთის გმირადაც კი გამოაცხადებდა მას სირგო სარქისიანი.

) ის აუცილებლად მოკლედ დარწმუნებულიც კი ვარ რომ აუცილებლად იბურთავებდა ლივერპულში, გამომდინარე ამ გუნდის ისტორიული ხასიათი და ჯიგარიდან.
დღეს მოქმედ მობურთავე მოთამაშეთა შორის რომ ვთქვა მყავს კუმირი მეთქი აქაც არ ვიქნები ორიგინალური.

"მდიდრებს ართმევს ღარიბს აძლევს, ღმერთი რატომ გაუწყრება?!"
მოკლედ და კონკრეტულად.
This post has been edited by giasando on 4 Jul 2009, 19:11