AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრისტიანო რონალდო თავის ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ამ თემაზე საუბრები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. რონალდოს ყოფილი ნომრები “რეალში” უკვე დაკავებულია. 7 ნომერი “სამეფო კლუბში” რაულია და ამიტომ ეს ვარიანტი თავიდანვე გამოირიცხა. 17 ნომრით კი, რომელიც რონალდოს ნომერი იყო პორტუგალიის ნაკრებსა და “სპორტინგში”, რუუდ ვან ნისტელროის კუთვნილებაშია.
ხავიერ სავიოლას წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით ვაკანტურია 9 ნომერი, ამიტომ ესპანელი ჟურნლისტები ვარაუდობენ, რომ კრისტიანო სწორედ ალფრედო დი სტეფანოს ყოფილ ნომერს აიღებს. საინტერესოა, რომ “მეორე” რონალდო, ბრაზილიელი “ფენომენი”, “სამეფო კლუბში” 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა 9 ნომრით.
რონალდომ უკვე დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი “ CR9” მადრიდში, რაც ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამართლებს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
http://halamadrid.ge/131-b-bbbbbb-9-bbbbb-b-bbbbbb.htmlკატალონიური “სპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” “ლივერპულთან” მოლაპარაკებებს, ხაბი ალონსოს ტრანსფერის თაობაზე მალე შეწყვეტს.
როგორც ცნობილი გახდა, ფლორენტინო პერესი “ლივერპულის” მიერ მოთხოვნილი თანხის, ანუ 50 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. პერესმა არაერთხელ სცადა სატრანსფერო თანხის დაკლება, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ამიტომ უახლოეს მომავალში ის სხვა ვარიანტებზე გადავა, მათ შორის უმთავრესად განიხილება იტალიელი დანიელე დე როსისა და ალბერტო აკილანის კანდიდატურები.
საქმე იმაში იყო, რომ “რეალი” 35 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებდა. მოლაპარაკებები კი, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში შეწყდება.
თავად ფეხბურთელი კი, ორაზროვან განცახდებებს აკეთებს. ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბარში ხაბიმ თქვა, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა არ იცის, ეს როდის მოხდება, ამასთან, ის “ლივერპულშიც” კმაყოფილი ყოფილა საკუთარი მდგომარეობით.