ვალდანომ უამრავ კითხვას გასცა პასუხი...
მოგეხსნებათ მადრიდელებმა უკვე 4 ფეხბურთელი შეიძინეს და კიდევ "ბევრს" უკავშირებენ მათ სახელს. ვალდანომ კი გადაწყვიტა ნათელი მოეფინა ყველაფრისათვის და კომენტარებიც არ დაიშურა.
"ხალხში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. მუხტი ნამდვილად დიდია. ყველა გაოცებულია ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკით. ამჟამად არის მოწოდებები ამ თუ იმ ფეხბურთელის მიმართ, ერთ კვირაში ეს მოწოდებები რეალობაში მოვა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ჩვენ შევიძენთ ერთ, მაქსიმუმ ორ ფეხბურთელს."
რიბერი, ხაბი ალონსო და სესკი
"რიბერის აქვს კონტრაქტი მიუხენელებთან, რის დარღვევასაც გერმანელები არ აპირებენ. ფეხბურთელმა გამოთქვა სურვილი მადრიდში თამაშისა და აქ ვითარება ძალიან დაძაბულია. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ მოცდა შეგვიძლია. მისი გადმოყვანა უაღრესად რთული იქნება ჩვენთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია სადაც არაფერია გამორიცხული.
ხაბი ალონსო ჩვენი პრიორიტეტია. მისი ტრანსფერი დროში გაიწელა. ჩვენ შევთავაზეთ ლივერპულს საკმარისი თანხა, მაგრამ მათ გაწელეს მოლაპარაკებები. ჩვენ ნამდვილად ვიყიდით ხაბის იმ შემთხვევაში თუ კოლოსალური თანხა არ მოითხვეს ინგლისელებმა. ხელმძღვანელობას ლოდინის რეჟიმში უწევს მუშაობა. შესაძლოა ხაბი ამ კვირაშიც კი გავიფორმოთ. ყველაფერი ლივერპულზეა დამოკიდებული. ასევე განვიხილავთ ალონსოს ალტერნატივას, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელის დასახელებისგან თავს შევიკავებ რადგანაც შემდგომ ყველაფერი რთულდება ხოლმე.
რაც შეეხება სესკს. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენი გუნდის ინტერესებში ნამდვილად არ ზის და ხმები იმის შესახებ, რომ თითქოსდა ჩვენი ინტერესი დიდია სრული აფსურდია. სესკი უფრო კაკას სტილის ფეხბურთელია და ჩვენ ვეძებთ უფრო უკან დაწეულ ნახევარმცველს რომელიც ლასს შეუწყვილდება მომავალ სეზონში."
ვილა, სილვა და ესპანელები
"ამ ორი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დიდი იყო, მაგრამ როდესაც ვალენსიელებმა გვითხრეს, რომ ეს ტრანსფერები არ გინიხილებოდა მაშინვე თავი დავანებეთ. ვაღიარებ სერიოზული პრობლემე გვაქვს ესპანელი ფეხბურთელების ნაკლებობის გამო რაც ძაზედ გვაშინებს, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ალბიოლი და სამომავლოდ ეს პრობლემა აღმოფხვრილი იქნება. ვილაზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ თავდაპირველად ჩვენ შევთავაზეთ ვალნსიას 35 მილიონი შემდგე კი 42 მილიონამდე ავწიეთ თანხა მათივე მოთხოვნით. ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ შემდეგ მათ მოითხევს ნეგრედო. ჩვენ კი ვფიქრობთ რომ ისინი ძალზედ შეცდნენ ფეხბურთელის შეფასაბაში. ჩემი აზრით ნეგრედო არაფრით ჩამოუვარდება ვილას. ამის შემდგომ ჩვენ ვთავაზობით ნეგრედოს და 30 მილიონს, მაგრამ მათ 35 მოითხოვეს. შემდგომ ჩვენ დავუბრუნდით პირველ ვერსიას 42 მილიონის თაობაზე, მაგრამ ვალენსილებმა 24 საათი განმავლობაში შეცვალე გადაწყვეტილება."
კრისტიანო რონალდო
"ერთს გეტყვით მხოლოდ. რონალდოს წარდგენა იყო უდიდესი მოვლენა მსოფლიოფეხბურთში, რომელზეც მალე ისტორია ილაპარაკებს და მე მოხარული ვარ, რომ ამ ისტორიის დაწერაში პატარა წვლილი მაინც მიმიძღვის."
ბენზემა, ნეგრედო და ჰუნტელაარი
"ფეხბურთელები რომლებიც მოვიდნენ გუნდში ყველა თავის ქვეყანაში გამოირჩეოდა კარგი თამაშით. ბენზემასთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ გვქონდა სულ რაღაცა რამოდენიმე საათი. ჩვენ გავუკეთეთ შეთავაზება წინააღმდეგ შემთხვევაში ის მანჩესტერი აღმოჩნდებოდა. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით ლიონის პრეზიდენტს. მან შეგვატყობინა, რომ ბენზემა ნაჩესტერში გადადიოდა. რომარა ის ჩვენ ვერაფერს შევიტყობდით. ბენზემა და ნეგრედო ახალი მოსულები არიან, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ნისტელროისა და ჰუნტელაარსაც. მინდა ავღინიშნო, რომ ჯერ ჰუნტელაარის ბედი არ არის გადაწყვეტილი."
გუტი
"მე არ მინდა გუტიმ დატოვოს გუნდი რადგანაც ის აქ უკვე 14 წელია თამაშობს და მე ძალზედ მხიბლავს მისი თამაში. ჩვენ შევხედავთ მას თუ ის მზად არის მაღალ დონეზე სათამაშოდ მას ხელს ვერავინ ახლებს."
http://halamadrid.ge/226-bbbbbbbb-bbbbb-bbb.html