რა პანიკაა არ მესმის!
მე პირიქით მოუთმენლად ველი ამ სეზონს და ძალიან მაინტერესებს როგორ ათამაშდება გუნდი რონის გარეშე.
ლიგაზე რათქმაუნდა ძალიან გაგვიჭირდება და ნახევარფინალი იმჰო კაი რეზულტატი იქნება, მაგრამ პრემიერლიგაში ისევ ძალიან ძლიერები ვართ და საკმაოდ მაღლა ვაფასებ ჩვენ შანსებს.
ეხლა სატრანსფერო პოლიტიკას რაც შეეხება, იმჰო მართალია ფერგი.
გადაფასებულ იგროკებში ფულის ხარჯვა უაზრობაა და მეტი არაფერი.მთავარი სატრანსფერო მიზანი ბენზემა იყო. ოუენის გადმოსვლა სწორი ნაბიჯია, მომენტების რეალიზაციაში ერთერთი საუკეთესო ფორვარდია პლ-ში და ჩვენთან ბევრად უფრო მომენტი ექნება ვიდრე ნიუკასლში.
ბერბას ათამაშებას ველი, დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთ ჩაატარებს ამ სეზონს . წინა სეზონი არც ისე ცუდად ჩაუტარებია , კი გაცილებით ბევრს ველოდებოდი, მაგრამ ორი-სამი უვაჟიტელნი პრიჩინა ჰქონდა :
1) გუნდთან პრედსეზონკა არ გაიარა
2) ადაპტაცია
3) ხშირად არასწორ პოზიციაში ათამაშებდა ფერგი, ლამის გამთამაშებელი იყო....
აი ცენტრი კი ძალიან მადარდებს. ანდერსონი თუ არ გაიხსნა გაგვიჭირდება. რესურსების სწორი გადანაწილება უნდა მოხდეს.
ჰარგრივზი უნდა ჩაატაროს ნორმალურად სეზონი, იანვრამდე თუ არ იქნება დაგვენძრა

ამ კაცისგან ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული...
ნუ ვინგერები ბლომად გვყავს მაგრამ proven winger ერთი - ორია..
მაგრად მეცინება რომ ზოგიერთმა ამ ფორუმზე შუტკად მიაჩნევს ვალენსიას ტრანსფერს, არადა კაი ტიპია და პლ-ში ერთ-ეღთი საუკეთესო ვინგერია, ახალგაზრდა და wide - midfielder-ია. ცენტრშიც შეუძლია თამაში და მაგარი work-rate აქვს. კი რათქმაუნდა რონალდოს ვერ შეცვლის , მაგრამ აპრიორი ეს მისია არც ევალება. გვყავს კიდევ ერთი თავგასირებული ნანიიიიიიიიი

კვერცხია , მაგრამ ობიექტურად უნდა ვთქვა რომ ფერგი წინა სეზონში ძალიან ცოტა შანსი მისცა და ამიტომ ვერ გაიხსნა. ყოველ შემთხვევაში პოტენციალი და მონაცემები აქვს, თან პსიქოლოგიურადაც იყო დაჩაგრული : რონის აჩრდილი:
კაროჩე ბაზა improvement - სთვის საკმაოდ კარგია.
ფერგიმ არ მიქაროს და დიდი ტაქტიკოსობა არ დაიწყოს...
ნუ კიდევ რაღაცის დაწერა შეიძლება მაგრამ მეზარება
This post has been edited by Hounddog on 13 Jul 2009, 21:14