აჰაა ესეც ინტერვიუ ჩემი მიგელიტო ტორესისგან

მიგელ ტორესს კარიერაში საუკეთესო დღეები უდგას. ფეხბურთელმა შესანიშნავი ფორმა გამოავლინა "შემროკთან" თამაშისას, დღეს კი ოფიციალურ საიტს მისცა ინტერვიუ
რომელ დღეს გამოყოფდით წინასასეზონო მომზადებიდან?
ეს ერთერთი ყველაზე ხანმოკლე წინასასეზონო მომზადება იყო, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია მაგრამ ასევე ძალიან ინტენსიური იყო. კარგია, რომ ასე დაგვტვირთეს. საკმაოდ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, რაც ძალიან კარგია, ასევე ვთვლი რომ კასტილიის ფეხბურთელებს უნდა მიაქციონ ყურადღება. იმედი მაქვს რომ რომელიმე მათგანი ჩვენთან დარჩება
საკუთარ ფრონტზე რას ელით ამ სეზონისგან?
პირადად მე ვთვლი რომ ეს სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმათთვის ვინც ამ კლუბის აკადემიიდანაა. მე მიმაჩნია, რომ ამ გუნდს შეუძლია დატოვოს კვალი კლუბის სრულ ისტორიაში. მსურს, გავაკეთო ყველაფერი მწვრთნელისთვის, და ვითამაშო რაც შეიძლება მეტ ხანს.
პირველი რამოდენიმე დღე განსაკუთრებული იყო?
დიახ, რადგან ბევრი ხალხი ადევნებს თვალს რას ვაკეთებთ ჩვენ, და ამ დიად შემადგენლობას პოზიტიურ ატმოსფეროს მატებს. ვფიქრობ რომ ყველა ძალიან მოტივირებულნი ვართ. ვცდილობთ დავანახოთ მწვრთნელს რომ გუნდს გამოვადგებით. ვთვლით რომ ეს წელი ჩვენთვის ისტორიუში შესაძლოა გამოდგეს, განსაკუთრებით იმათთვის ვინც ამ კლუბისთვის დიდი დრო და ენერგია დათმო.
წელს თქვენი გუნდისგან ბევრს ელიან...
"მადრიდის რეალისგან" ყოველთვის ბევრს ელიან, ყოველი სეზონის წინ, და შესაძლოა სრულიად რომ ამ სეზონში უფრო მეტს ვიდრე ადრე. შეიძლება ეს იმიტომ ხდება რომ შარშან ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ. მწვრთნელს გაუჭირდება ძირითადი შემადგენლობის დადგენა, რადგან ბერვნი ვართ და ყველას გვსურს საუკეთესო თვისება გამოვავლინოთ. ბევრი მოშაობა მოგვიწევს, რათა ვიყოთ ოპტიმალურ ფორმაში და იმედი გვაქვს რომ ფინალში, რომელიც ბერნაბეუზე გაიმართება, მონაწილეობას მივიღებთ.
ალბათ, გუნდი ვალდებულია ბევრს მიაღწიოს...
მეტიც, ვიდრე ვალდებული. ძალიან უნდა იშრომო რათა მოხვდე ფინალში, რომელიც გაიმართება, შენს სტადიონზე, შენსავე გულშემატკივრების წინ. მე ვთვლი რომ ეს ჩვენი შესაძლებლობების საზღვარშია, თუ დიდ სამუშაოს ჩავატარევთ. იმედი მაქ ვითამაშებთ იქ და გავახარებთ ფანებს, რომლებიც ამას იმსახურებენ.
ბენზემამ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. რა პერსპექტივებს ხედავთ მის მომავალში ამ გუნდში?
ვთვლი რომ იგი შესანიშნავია. ხალხი საუბრობს რონალდოზე, მაგრამ ბენზემას შეძენაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იგი ამტკიცებს რომ მაღალი დონის მოთამაშეა, მას ორივე ფეხის ერთნაირად ხმარობა შეუძლია. ეს ბედნიერად მხდის, რომ მან პირველი გოლი გაიტანა და იმედი მაქ რომ ასევე განაგრძობს და ბევრს მიაღწევს, უკვე ამ წლის ბოლოს
რომელი გუნდის ფანების ხილვას ელით წელს სტადიონზე?
იმედი მაქვს ჩვენ ყოველ მატჩში ჩვენს საუკეთესოს გამოვავლენთ. ჩვენ გვსურს თამაში და ამიტომ ვუთმობთ მას ყველაფერს, როდესაც შანსი გვეძლევა. ერთადერთია რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ ჩვენი გულშემატკივრები იამაყებენ ჩვენით რადგან უკვე ახლა ჩვენ თავს არ ვიზოგავთ და 100% ით ვიხარჯებით.
პელეგრინის ერთერთი ტაქტიკაა რომ გუნდი ბურთს ფლობდეს?
დიახ, მას უთქვამს რომ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ბურთს შენ ფლობ. მეც ვთვლი რომ კარგია როდესაც შენ აკონტროლებ ბურთის მოძრაობას, და არა, როდესაც დასდევ ბურთს რათა დაიჭირო და აკონტროლო იგი. ეს მოგვეხმარება კარგი ფორმის შენარჩუნებაში. მწვრთნელსაც არანაკლებ დიდი სამუშაობს შესრულება მოუწევს, რადგან ჩვენ ერთი აზრები გვაქვს
This post has been edited by sandro_gabro on 22 Jul 2009, 19:54