ხაბი ალონსოსთან ერთად, "რეალის" ერთ–ერთ სამიზნედ რჩება "ლივერპულის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ალვარო არბელოა.
ინგლისელები, ისევე როგორც ხაბის შემთხვევაში, ითხოვენ დაახლოებით ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე ფეხბუთელი ღირს.
"რეალის" შეთავაზებაა 3 მილიონი ევრო, "ლივერპული" კი 8 მილიონს ითხოვს.
მომავალ წელს არბელოას კონტრაქტი უმთავრდება და ვინაიდან იგი "რეალის" აღზრდილია, იგი არ აპირებს გააგრძელოს ხელშეკრულება "ლივერპულთან".ამიტომ პერესი ვარაუდობს, რომ ინგლისელები მცველის უფასოდ დაკარგვენ, შესაბამისად იგი არ აპირებს ასწიოს ფასი და "რეალის" ურყევი პოზიცია 3 მილიონ ევროზე რჩება.
მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს
http://www.realmadrid.ge/index.php?newsid=6059#comment"ლივერპული" იძულებული გახდა უკან დაეხია ხაბი ალონსოს ტრანსფერის თაობაზე, როგორც ეს ფლორენტინო პერესმა ივარაუდა.
მადრიდის "რეალმა" თავდაპირველად ესპანელ ნახევარმცველში 24 მილიონი ევრო შესთავაზა მერსისაიდელებს, რომელთა საბოლოო მოთხოვნამ 60 მილიონს მიაღწია.
ინგლისელთა პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ "რეალს" აქვს ფული და მათ სურთ საკუთარი ვარსკვლავის სანაცვლოდ რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღონ, მაგრამ პერესმა უარი განაცხადა ამ არარეალური თანხსი გადახდაზე და ინგლისელები იძულებულნი გახდნენ 60 მილიონიდან 35 მილიონამდე დაეწიათ ალონსოს ფასი.
"რეალი" მზადაა 27 მილიონი ევრო გადაიხადოს ესპანელში და მადრიდელი ბოსების განცხადებით ისინი არ აპირებენ არც ერთი მილიონით მეტის გადახდას, რადგან სამეფო კლუბი არ არის ფულის შოვნის საშუალება.
ხაბი ალონსომ "ლივერპულში" ხუთი წელი გაატარა. შარშან ინგლისელებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს და ამის შემდეგ ურთიერთობა გუნდსა და ხაბის შორის საკმაოდ დაძაბულია. "იუვენტუსმა" და "არსენალმა" ვერ მოახერხეს მისი ყიდვა და ხაბი დარჩა "ლივერპულში", დარჩა რათა ჩაეტაერებინა კარიერაში საუკეთესო სეზონი, მაგრამ მას არ ავიწყდება ის ფაქტი, რომ ინგლისელებს მისი გაყიდვა სურდათ.
მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოა, თუმცა 60 მილიონიდან 35 მილიონამდე ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ "რეალი" ინარჩუნებს შანსს გადმოიბიროს ესპნალელი ნახევარმცველი
http://www.realmadrid.ge/index.php?newsid=6058#comment