პერესის ინტერვიუ:
http://www.bbc.co.uk/blogs/thereporters/mi...s_bigspend.htmlიძახის რეალში ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენო.
კითხვა: მაინც რატომ??? (ამ კითხვაზე პასუხი ცხადია არ არსებობს).
ტრადიცია ჩამოაყალიბა სანტიაგო ბერნაბეუმ, ყოფილი რეალ მადრიდის ფეხბურთელი და მოგვიანებით პრეზიდენტი. იგი ფაშისტების მხარეზე იბრძოდა და მისი კარიერის ერთერთი ყველაზე "ღირშესანიშნავი" მომენტი კატალონიაში შეჭრა და მოსახლეობის გაჟლეტვა იყო.
სანტიოაგო ხედავდა რა რომ მადრიდის რეალი არათუ ევროპასა და ესპანეთში, მადრიდშიც კი არ იყო საუკეთესო, დაისახა ამ კლუბის ტრანსფორმირება ყველა კომპონენტში. იგი თვლიდა რომ მთავარია გაიმარჯვო, ამას როგორ შეძლებ ეგ არავის არ არინტერესებს, თუნდაც ფულით, ქრთამით, ძალადობით, კორიბციით და ა.შ.
დიდმა სანტიაგომ, რომლის სახელს დღეს ევროპის ერთერთი უდიდესი და ულამაზესი სტადიონი ატარებს, მსოფლიო ფეხბურთის მომავალი საფუძვლიანად შეცვალა. მან დაგვანახა რომ ფეხბურთში (და საერთოდ ყველაფერში) მთავარია ფული. პირადად მე სანტიაგოს დიდ მადლობას ვუხდი რადგან მე როგორც ჩელსის ფანმა რეალურად ვისარგებლე სუსტების და ღარიბების ჩაგვრით, დაცინვით და აგდებით.
დიდი მადლობა რეალ მადრიდს ამ დიდი ტრადიციის ჩამოყალიბებისთვის. რეალის ფაშისტური და არაკაცური იდეოლოგია რომ არა, ჩელსი ეხლა ადმინისტრაციაში იქნებოდა.