toto28,
Against Me ჩემო კარგებო თქვენ გატყობთ კიდევ ვერ ჩაწვდით ბოლომდე იმას რაც მე მოგახსენეთ ფასებთან მიმართებაში.

ჩემო კარგებო ისევ და ისევ ფასი პირობითი მცნებაა და აი მაგალითებს მოვიყვან რომ უფრო დეტალურად ავხსნა ის რისი თქმაც მსურს თუნდაც ალონსოს ფასთან და თუ გნებავთ ნებისმიერი საგანის ფასთან დაკავშირებით.
მაშ ასე მაგალითი-1
რომ ავიღოთ პირობითად პიკასოს რომელიმე "ქმნილება"-თაგანი რომელიც დაუშვათ სოტბისა ან კრისტის აუქციონიდან იყიდება მორიგი ლოტის სახით და დაუშვათ შეფასებულია ასე ვთქვათ $5m დოლარად.
საზოგადოება და ფასი თუნდაც ღირებულების მცნება ამ კონკრეტულ სიტუაციაში უნდა განიხილებოდეს ორ კატეგორიად ამ "შედევრის" მიმართ.
1- მათ ვისაც ამ "ქმნილების" შეძენის სურვილი აქვთ.
2-მათ ვისაც რომც აჩუქო ეს "შედევრი" ტრAQში არ სტენიათ.(ბოდიშით მსგავის ჟარგონული გამონათქვამისთვის)
1-კატეგორიის შემთხვევაში ფასი რა თქმა უნდა სხვაა და შესაბამისად ამ კატეგორიის ადამიანთა რიცხვს თუ ექნებათ სურვილთან ერთად ფინანსური სახსრებიც $5m-ც შეიძლება გადაიხადონ და $25m-ც.
აი მე-2-ე კატეგორიის შემთხვევაში(პიკასოს შედევრებთან მიმართებაში მეც ამ კატეგორიის წევრი ვარ და ვიქნები მუდამ)
საჩუქრადაც კი შეიძლება ითაკილონ რომ მიიღონ და 5 ლარსაც არასოდეს არ გადაიხდიან მის სანაცვლოდ.
დასკვნისთვის კი რეალური ფასი რომ დაადგინოს საღად მოაზროვნე ადამიანმა პირობითობისთვის უნდა იხელმძღვანელოს ვთქვათ მიქელანჯელოს რომელიმე გაყიდული მართლაც შედევრის მიხედვით და მასთან მიმართებაში ადგინოს ფასი და დროში ოქროსთან ინფლაციის გათვალისწინებით!
ეხლა მაგალითი მეორე.
იძულებული ვარ გაგახსენოთ ის ეპიზოდი ფილმიდან წეღან რომ ვახსენე.
მოკლედ მონოლოგის სახით ვეცდები შემოგთავაზოთ.
ოჯახი-სასახლეში ოჯახი სადილობს.
რკ-რამბალ კოშე სასახლეს ჩაუვლის და მსახურს ეტყვის ამ სასახლეს ვესტუმროთო.
ოჯახი-მაგიდას უსხედან მამა, ცოლი და შვილები.
რკ- რამბალ კოშე თავხედურად შევა სასადილო ოთახში ისე რომ არც მიიპატიჟებენ სუფრასთან და იკითხავს ეს სასახლე რა ღირს?
ოჯახი- ოჯახის უფროსი ლუკმის ღეჭვით მიუგებს რომ სასახლე არ იყიდება და მისთვის ფასის ხსენება უხერხული იქნებოდა თუმც მაინც მიუგებს რომ ასე 250 000 ფრანკი ეღირებოდა გაყიდვის სურვილის შემთხვევაშიო.
რკ- რამბალ კოშე მოკლედ მიუგებს.500 000 და ეხლავე უნდა დატოვოთ სასახლეო.
ოჯახი-ოჯახის უფროსი თვალებანთებული პასუხად მიუგებს რომ როგორც კი სადილს მოათავებენ იმ წუთასვე დაიწყებენ ნივთების ჩალაგებას.
რკ- რამბალ კოშე აქ ოდნავ გაბრაზდება და ცივი ტონით ეუბნება (მადრიდის რეალის დარად): თქვენ ალბათ ვერ გამიგეთ, 750 000 და ამ წუთასვე ალაგებთ თქვენ ბარგს!
ოჯახი-აქ ოჟახის უფროსი სასწრაფოდ წამოდგება და ლუკმასაც გააგდებინებს შვილებს თან აჩქარებს რომ ბატონმა ე მანდ არ გადაიფიქროსო.
რაში მდგომარეობს მორალი?!
თუ არის ეგ კლუბი ერთ შემთხვევაში რამბალ კოშე უნდა მოიქცეს ისე როგორც რამბალ კოშე და არ შეიძლება დაიწყოს ვაჭრობა მეორე მომენტში თითქოს დეზერტირების ბაზარში შესული რიგითი მოქალაქეა.
აი რაც შეეხება ფასებს და მის გარშემო შექმნილ სიტუაციებს ვგონებ ახლა მაინც გაგაგებინეთ რისი თქმაც მსურდა.
ესე რომ ალონსოს ფასი პირობითია.