უცებ მაისის გრილი საღამო გამახსენდა.
დედოფლისწყარო.
სკაუნეტა.გუდმენა,მე,ეკა და კიდევ ვინ იყო ოთახში..მმმ..ანდრო ჯუვე ხომ.
სანამ რა?სად?როდის?-ში რეკლამა იყო გამოცხადებული, კამათი წავიდა,უფრო სწორედ აზრთა გაცვლა-ფამოცვლა იმაზე იყო თუ არა ვალენსია გრანდი და საერთოდ რას ნიშნავს" გრანდობა".
არ მოვყვები იმ საღამოს რა აზრები გადმოალაგეს ინტელექტუალური საღამოს მონაწილეებმა.
მხოლოდ ჩემს მოკრძალებულ აზრს გაგაცნობთ ამასთან დაკავშირებით.
ჩემს მოკრძალებულს აზრს ხაზს გავუსვავდი. დიახ!
მოკლედ.
გრანდობა არ ნიშნავს ყველა გრანდს მოუგო.ვალენსიამ წააგო მანჩესტერთან(თანაც ამხანაგური) და ეს ნიშნავს რომ ვალენსია გრანდი არაა? შეიძლება ლივეპრულთან წააგოს მანიუმ. ნიშნავს თუ არა ეს რომ მანიუ გრანდი არაა?
გრანდობა არის.
1.ბევრი გულშემატკივარი-ამას ვალენსია არ უჩიოდა სადღაც 1920-22 წლებიდან,მას შემდეგ რაც ალჯიროსის გაფართოება გადაწყვიტეს იმ მიზეზით რომ არსებული ფანებს ვეღარ იტევდა.
2.ბევრი გულშემატკივარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ- გასულ წელს გუნდის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით მოეწყო აქცია-tots units pel Valencia საიდანაც დავინახეთ არა ის თუ რამდენნი ვართ.არამედ ისიც თუ სად ვართ. აქ დედამიწის ყველა წერტილიდან იყო ხალხი,არა ერთი და ორი..ბევრი.და ნება მომეცით ჩემი სუბიექტური მოსაზრება დავაფიქსირო.ვალენსიას ყველაზე ერთგული გულშემატკივრები ჰყავს. ერთი ფეხბურთელის გადასვლის გამო გუნდს არ ღალატობენ(კოსწია არ ითვლება,ისევ ვალეს ფანია და არ აღიარებს

)
3.ტიტულები-რაც შეეხება ამ პუნქტს, რეგიონალური ტიტულები იმედნია ერთი დიდი "სერვანდი" ვერ იტევს მუზეუმში. მიაშველეს ორი-სამი ცალიც.მთავარი მაინც ევროთასებია. აქაც არ ვუჩივით.ბევრი არა, მაგრამ მაინც გვაქვს.
4. ცნობილი ფეხბურთელები-ეს ფაქტორი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს ჩემის აზრით,მაგრამ არც უკანასკნელს. სკაუმ ახსენა ისეთი ვინგერები გვყავს დორბლი მოსდით ზოგიერთებს

კი..და დავანებოთ ყველაფერს თავი,მსოფლიოს ორი ერტერთი საუკეთესონი თავიანთ პოზიციაზე ფეხბურთელები-სილვა და ვილია-მათ ვალენსიას ფეხბურთელები ჰქვიათ.
5.ისტორია-ნუ..ზოგიერთებივით 200 წლის ვერ ვართ, მაგრამ ასი წელია ამ "ბიზნესშია" ვალენსია.არცთუ პატარა ისტორიით,არცთუ ადვილი ისტორიით და და ამ ისტორიის მანძილზე ძალიან კარგი ფეხბურთელებით, ვალენსიას ჰქონდა და ექნება დიდი ისტორია.მტრების ჯინაზე

6.საკუთარი,ცნობადი თამაშის სტილი-და ვინ არ იცის ვალენსიას თამაშის სტილი.
ახლა კიდევ ყველა პუნქტს ვერ ვიხსენებ,ნუ იმას არ ჩავთვლი პუნქტად რომ G14-ში შევდივართ,მაგრამ არსებობს თუ არა ეგ კიდევ არც კი ვიცი. აუქმებენო ბოლოს ხმა დაირხა. ჰოდა თუ ტქვენ გაგახსენდებათ ისეთი რამ რაც მე გამომრჩა,გთხოვთ დააფიქსიროთ

ჰოდა ზემოთ ჩამოთვლილის საფუძველზე,შემიძლია ვთქვა.ვალენსია გრანდია,ოღონდაც გრანდი რომელმაც გრანდობა ერთი 10 წელია რაც დაიწყო. ანუ ამ საქმეში ჯერ ბავშვები ვართ. გვაცადეთ რომ გავიზარდოთ.

ბევრს არ სიამოვნებს მაგრამ რაცაა ესაა.აგვიტანეთ.
ყველაფერი ამის გვირგვინი ჩემპ.ლიგის თასის მოგება იქნება.