არ დააყენო..ისა,ემერის ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია,რა ქნას..ალბელდა დააყენოს თუ ბანეგაო,მაგრამ გაზეთებს ეჭვი აქვთ რომ ალბელდას დააყენებს..უფრო გამოცდილი ჰყავს და რამე.მაგრამ ჩემის ჰაზრით ბანეგა უნდა დააყენოს

როგორც იქნა პატივცემულო საზოგადოებავ,ჩვენც გვეღირსა და დღეის ამას იქით ვადევნებთ თვალ-ყურს თუ როგორ გახდება ვალენსია 2009-10 წლების ესპანეთის ლა ლიგის გამარჯვებული.მანამდე კი უპრიანი იქნება გავიხსენოთ თუ რისი გავლა მოგვიხდა..ცოტა მოშორებით გადავალ და გაგახსენებთ, რომ სადღაც ასე იანვარი-თებერვლის თვეში, ცნობილი გახდა, რომ ვალენსია ვალებში „იხრჩობა“, რომ ფეხბურთელები კაი ხანია უკვე უხელფასოდ თამაშობენ. ამ ყველაფერს წარსული ცოდვებიც დაემატა და ხუან სოლერი დაითხოვეს. სოლერის ნაცვლად დანიშნეს სორიანო, რომელსაც მისცეს გარკვეული ვადა და წაუყენეს რამოდენიმე პირობა, რომელთა შორის უმთავრესი- გუნდის კრედიტების დაფარვა და მესტალიას მიწების გაყიდვა იყო. სწორედ ვისენტე სორიანო იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც გუნდს სეზონი ჩაამთავრებინა. სეზონი საკმაოდ უღიმღამო, გაურკვეველი და უცნაურიც კი. ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინათ შანსი და მესამე ადგილზე გასულიყვნენ, სეზონი მეექვსე ადგილზე დავასრულეთ, რაც მარკას ჟურნალისტებმა „ლიდერების გუნდიდან წასვლის სურვილით“ ახსნეს. სორიანოც მალე გადააყენეს, ოფიციალურ მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ვალენსიას პრეზიდენტმა წაყენებული პირობები ვერ შეასრულა. ვისენტე სორიანო, გუნდის საბჭომ ლიორენტეთი ჩაანაცვლა. სენიორ მანუელი გულშემატკივრებში მაინცადამაინც დიდი კეთილგანწყობით არ სარგებლობს, მის გვარი მუდამ დაუკავშირდება გუნდის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის-რაფაელ ბენიტესის წასვლას. რა თქმა უნდა გულშემატკივრები არც ახლა ელოდნენ მისგან რაიმე სასარგებლოს. თუმცა მე პირადად, მისი ნაბიჯები საკმაოდ სწორი, მყარი და არგუმენტირებული მომეჩვენა. ის იყო ლიორენტე „გემოზე“ მოეწყო და გაშალა სატრანსფერო-აღმშენებლობითი საქმიანობა, რომ ასპარეზზე ისევ სორიანო გამოჩნდა, სპონსორით(რომლის შესახებაც არავის სმენია აქამდე. Dalport S.A.), გუნდის 51% აქციებით და მესტალიას მიწების 500 მილიონ ევროდ მყიდველი კლიენტით. (ეს ყველაფერი ძააალიან საეჭვოდ ჩანდა).რაც რა თქმა უნდა საბოლოოდ რაღაც ერთ დიდ უაზრობაში გადაიზარდა და საქმე იქამდე მივიდა,რომ ხელმძღვანელობამ დალპორტისგან შორს დაიჭირა თავი,არც დალპორტს აღმოაჩნდა თურმე ვალენსიას ვალების დასაფარი ფული და როგორც ხმა დაირხა,თვითონაც გაკოტრების პირას არიან. თუმცა გამოჩნდნენ ახალი და რეალური სპონსორები,მატჩების ტრანსლაციის უფლება მედიაპროს მივყიდეთ საკმაოდ ძვირად და ეკიპირებაზე „ნაიკის“ ნაცვლად უკვე „კაპა“ ზრუნავს.
ახლა მივხედოთ ვალენსიას სატრანსფერო ფანჯარას და ჯერ გავიხსენოთ ისინი ვინც გუნდის დატოვება მოუხდა ან დაატოვებინეს.
მორიენტესმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ბოლო ცნობით აშშ-ში აპირებდა კარიერის გაგრძელებას. არ შემიძლია არ ავღნიშნო გუნდის ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელის წასვლა. მიგელ ანხელ ანგულოს კონტრაქტი ლისაბონის სპორტინგმა შესთავაზა 1+1 პრინციპით. პირადად ჩემთვის ის გუნდის ერთერთ სიმბოლოდ იქცა, თავისი გამორჩეული გარეგნობით, უზარმაზარი ცხვირითა და გოლის გატანის თავისებური მანერით, მეკარის გარდა მგონი არ დარჩენილა პოზიცია, რომ მაგას არ ეთამაშოს. მიგელი დიდი ხანი გვემახსოვრება გულშემატკივრებს და კიდევ უფრო დიდი ხანი- ვალენსიას ისტორიას. მეკარე რენანიც გავუშვით იჯარით. გუნდის მესამე მეკარე-ვისენტე გუაიტა რეალ მურსიაში გავანათხოვრეთ, ბელივისი-ტენერიფეში. გუნდი დატოვეს უგო ვიანამ და ედუმ, ასევე მორეტიმ(ჯენოა) და პირადად ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი. რაულ ალბიოლი-მადრიდის რეალში გადავიდა. გავყიდეთ ის ვის გაყიდვასაც არავინ ელოდა და იქ, სადაც არც ერთი ვალენსიელი არ უნდა მიდიოდეს. გუნდის აღზრდილი, ვიცე-კაპიტანი და ვალენსიანიზმის იმედი(ასე მოიხსენიებს მას ერთერთი ვალენსიელი ბლოგერი). 15 მილიონი ევრო ძალიან ცოტაა მასში. კონფედერაციის თასზე წავიდა როგორც ვალენსიას ფეხბურთელი და უკან რეალის ფეხბურთელად დაბრუნდა. იყო ინტერვიუები და ცრემლნარევი ხმით გაცხადებები, რომ ვალენსიას მუდამ გულში ვატარებ, რომ არასოდეს დავივიწყებ. გული აქ მრჩება..გული, რომელსაც რეალის ლოგო გადააფარა.ამ ადამიანზე მოკვდა საუბარი.
ახლა შენაძენები.
ისინი არც ისე ბევრნი არიან როგორც ვისურვებდით ვალენსიას გულშემატკივრები და არც ისინი არიან ვისაც ვისურვებდით. თუმცა არც ამათ ვწუნობთ ჯერ და თუ თავსაც გამოიჩენენ და გუნდსაც გამოადგებიან, ისე შევიყვარებთ, როგორც ჩვენი გუნდის „ზავსიგდატიე“ ფეხბურთელები გვიყვარს.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა განათხოვრებული ფეხბურთელი მოვიწვიეთ. წინა სეზონზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით და ემერისთან საკმაოდ მკაცრი „კასტინგის“ შემდეგ ზოგიერთი დავტოვეთ. ასე მაგალითად, ნიკოლა ჟიგიჩი(რასინგიდან), ხორდი ალბა-ტარაგონას ნასტიკიდან და მიკუ სალამანკადან. ამ სიას მოგვიანებით ევერ ბანეგაც შეუერთდა, არგენტინელი მადრიდის ატლეტიკოდან.ჯერ კიდევ გაურკვეველია ნაჩო გონსალესის ბედიც.
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ჩვენი ახალი მეკარე, 25 წლის მიგელ ანხელ მოიაა. იგი მალიორკადან გადმოვიდა ექვს მილიონ ევროდ. თუმცა სავარაუდოდ ერთი წელიწადი მაინც მეორე მეკარედ მოუწევს თამაში, ვინაიდან გუნდის პირველმა მეკარემ, სესარ სანჩესმა, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ვალენსიასთან. სამაგიეროდ ჩვენს ექვს მილიონიან სიხარულს უფრო მეტი დრო ექნება თავისი მეორე სამუშაოსთვის. მიგელი შეთავსებით მოდელია, ერთერთმა ვალენსიურმა გამომცემლობამ მას და მის ასევე მოდელ მეგობარ გოგონას „ვალენსიელი ბექჰემებიც“ კი უწოდა.
დავიმატეთ ორი მცველი, ორივენი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდნენ. ესენი არიან 26 წლის დეალბერტი, კასტელიონელი. გულშემატკივრები პესიმიზმით შეხვდნენ მის ტრანსფერს, უმეტესად მისი გამოცდილების გამო. სეგუნდა დივიზიონი ვერაა მაინცადამაინც ის დონე, რაც პრიმერაში თამაშისას გამოგადგება და მითუმეტეს ვალენსიაში.
მეორე გახლავთ 25 წლის ფრანგი ჟერომ მატიე. იგი ტულუზადან გადმოვიდა. თან მოიყოლა კარგი გამოხმაურებები პრესაში და შეფასებები ფრანგული ლიგიდან.
მილიონ ნახევარ ევროდ ვიყიდეთ ბრუნო. რომელმაც გასული სეზონი საკმაოდ სტაბილურად ჩაატარა ალმერიაში.
„ვალენსიას გულშემატკივრები ქვეყნიერების და ვილია/სილვას გაყიდვის წინააღმდეგ“.
ქვეყნიერების არა მთლად, მაგრამ თუნდაც ფლორენტინო პერესი რად ღირს. კაცი ფულის ტომარა და კაცი ტრანსფერი.
გახდა რა ხელახლა რეალის პრეზიდენტი, იყიდა ყველა ვინც მოდურად დარბის, ლამაზად იღიმის, ფოტოგენურად გამოიყურება სურათებზე და შეთავსებით, საკმაოდ წარმატებულად ფეხბურთსაც თამაშობენ. ჩამოთვლილიდან ვერც ერთ კატეგორიას ვერ ვარგებ დავიდ ვილიას. ეს ალბათ ან გულშემატკივრის ეგოიზმია და ჩემს ფეხბურთელში და თანაც იმ ფეხბურთელში რომელიც ძალიან მეამაყება რომ ჩვენია, ვერ ვხედავ ვერაფერს ასეთს. ანაც მართლაც ასეა და დათო უბრალოდ ადამიანია რომელიც ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს. ჩემის თვალთახედვით ერთერთი ყველაზე გამართლებული ტრანსფერი გუნდის რა და ალბათ მთელი ლა ლიგის ისტორიაშიც. ჰოდა რეალის გულშემატკივრების სურვილს დაემატა ფლორენტინოს სურვილი, მისივე ფული და დათო რაულისა არ იყოს, კინაღამ „გათეთრდა“. გულშემატკივრებს რა თქმა უნდა მიატოვიჩის სატრანსფერო საგა გაახსენდათ და როგორც შეეძლოთ ებრძოდნენ ფლორენტინოს, ძირითადად სიტყვით, გაზეთებსა და ბლოგებში. ფლორენტინომ კი თითი დაუქნია ვალენსიელებს-მუქარას მოეშვითო. გაშმაგებული ვალენსიას ფანები ბრძოლას განაგრძობდნენ და თან გუნდის ხელმძღვანელობას შეჰყურებდნენ, კარგად ესმოდათ, რომ მარტო მათი სიტყვა არაფერს წყვეტდა კლუბის სიტყვის გარეშე, კლუბს კი მხოლოდ ერთი რამ ეკერა პირზე-გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე,თუ საჭირო შეიქნა... სანამ დავიდი ეროვნულ ნაკრებს ახლდა სამხრეთ აფრიკაში, კონფედერაციის თასის გათამაშებაზე, მის გარშემო დიდი ხმაური , პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა იყო გამართული. საქმეში მისი გაქნილი აგენტი ტამარგოც დიდი მონდომებით იყო ჩართული. დავიდს ყველა გუნდი თავისკენ ექაჩებოდა ვისაც ოდნავი ამბიცია და ბევრი ფული ანაც ორივე ერთად გააჩნდა-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, იუვენტუსი, მილანი, ინტერი და რა თქმა უნდა რეალი და ბარსელონა. (სადღაც გულის სიღრმეში მიხაროდა, ჩემს გუნდს ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ყველას სურს თავის გუნდში..ჰოდა არ გავუშვებთ, იმიტომ რომ მეც მინდა ჩემს გუნდში :ეგოიზმ: ).
რამდენიმე საქმიანი შეკრების შემდეგ, ვალენსიას თავკაცთა პასუხი შემდეგი იყო-დავიდ ვილია არ იყიდება. ჰომ შემეძლო გამარჯვების ზარები შემომეკრა და პოლიხრონიონიც მიმეყოლებინა, მაგრამ ხომ ვიცნობ არა ჩემს გუნდს.ალბიოლზეც თქვეს არ იყიდებაო და იმიტომაც ვერ მოეწყო მისი პრეზენტაცია ბერნაბეუზე.ხან ბარსა იყო ძალას, ხან რეალი. ერთი მყარი პოზიციის ვერდაკავება კიდევ უფრო ხელმძღვანელობაში მოსალოდნელმა ცვლილებებმა განაპირობა. თუმცა მაინც მოახერხეს და საბოლოოდ ლიორენტეც და სორიანოც მივიდნენ ერთ გადაწყვეტილებამდე. ვილია ძალიან ბევრს ნიშნავს გუნდისთვის და ამიტომ ამ სეზონზე არ გაიყიდება. უარი განსაკუთრებით მაშინ გამყარდა და ფლორენტინო საბოლოოდ მაშინ დაეხსნა ვალენსიას, როცა გუნდში ფინანსების საკითხი ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ აღარ იდგა.
მეორე დიდი ინტერესის საგანი ბობოლა გუნდების მხრიდან, ვალენსიელების პატარა სიამაყე(თუმცა რაღა პატარა უკვე) დავიდ სილვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა იგი თავიდანვე შეიყვანა იმ ფეხბურთელთა სიაში რომელთაც ტრანსფერი არ ეხებათ, შემოთავაზებები მაინც მაცდუნებელი იყო. დიდი მკითხაობა არ დასჭირდება იმ ძირითად ორ გუნდს, რომლებიც იბრძოდნენ მის ხელში ჩასაგდებად. ასევე იყო მატაც- განსაკუთრებით მონდომებული ბარსელონა ჩანდა. იყო შემოთავაზებაც, რომ ვილია-მატაში გადაიხდიდნენ 40 მილიონს,კასერესს და კრკიჩს(ამ უკანასკნელს ერთწლიანი იჯარით) რომელიც მოგვიანებით თავიანთ მფლობელობაში მყოფი „ჰაე“ კლასის ფეხბურთელით ჩაანაცვლეს. ვალენსიელების პასუხი უარი იყო. თუმცა გუნდმა მას კონტრაქტი გაუხანგრძლივა, პირობები გაუუმჯობესა(შედარებით,მთლიანი გაუმჯობესება მაშინ იგეგმება,როდესაც გუნდი ფინანსურად უკეთ გაიმართება წელში,სავარაუდოდ მომავალ წელს) და ხუან მანუელ მატა იმ დიდ იმედებს, რომელსაც მასზე ვამყარებთ ამ სეზონზე ვალენსიელები იმედია რომ არ გაგვიცრუებს.
ასე რომ ბატონებო,ვიწყებთ ლა ლიგას ახალი ფურცლიდან,რომელსაც იმედია უშეცდომოდ დავიწყებთ და შეცდომების რაც შეიძლება ნაკლები ოდენობით ჩავამთავრებთ,ხოლო სზონის დასასრულს მივულოცავთ ერთმანეთს კიდევ ერთ ტიტულს(ღმერთმა ქნას ორიც

)და კიდევ ერთ წარმატებულ 2009/10 წლების სეზონს.
ნუ,კაკ გავარიცა, ს ბოგამ

ბლოგი მჭირდება რა
