მონაკოზე ორი საინტერესო ისტორია მაქვს რომელიც მე გადამხდა და თან ძალიან მაგრად მეცინება ხოლმე მუდამ როდესაც ვიხსენებ ამ შემთხვევებს.
---------------------------------------------------------------------------
მოკლედ 92-93 წლების სეზონით დავიწყებ ამ თავშესაქცევ ისტორიას მონაკოს ირგვლივ.
აი იმ წლებში აქ თბილისში ბუქმეიქერული კანტორები ის ის იყო იდგამდა ფეხს. ხოდა იმ 93-წლის აპრილის თვე იყო რომ ავიხვიე და მეგობრებს ვუმტკიცებდი ღიმილით: აი მომავალ სეზონში მონაკო ჩემპიონთა თასს მოიგებს მეთქი!

აქ ეხლა ამ პროგნოზში რაღაც ფანტასტიური არ არის თითქოს დიდი არაფერი მე ხომ ერევნის არარატის ჩემპიონობა არ ვიწინასწარმეტყველე. თუმც სასაცილო შემდგომ იწყება.
დასრულდა საფრანგეთის ჩემპიონატი და პირველ ადგილზე გავიდა მარსელი, მეორეზე პსჟ და მონაკო მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. აი იმ დროს საფრანგეთიდან ჩემპიონი გუნდი მონაწილეობდა ლიგაზე და ეს სისტემა დღეს რომ არის როდესაც სამი გუნდი გადის ტურნირზე არ არსებობდა. მოკლედ აი ამ საბოლოო ცხრილი დაფიქსირებისას ახლო მეგობრებმა სასაცილოდ ამიგდეს და დამიწყეს გათახსირებული დაცინვა: წადი და გამაზე მონაკოს ჩემპიონთა ლიგის მოგება და თან რასაც მოიგებ სულ შენი იყოს არავის არ გაუყოო!!!
აქ კი. ჰოი საოცრებავ!!!
მარსელს ჩამოართვეს ჩემპიონობა! მეორე ადგილზე გასულმა პსჟ-მ უარი განაცხადა ლიგაზე მონაწილეობისაგან!!!
და ერი ჰააააა, მონაკო მიაწოდეს ლიგის "ზაიავკას"!!!!!!!!!!
აი მაშინ გენახათ იმ მეგობრების გაღიმებული სახეები და კინაღამ ხიბლში ჩავარდნილი ჩემი სახის გამომეტყველება!

ძალიან დიდი მეცნიერის დარად ვუხსნიდი მათ რომ პროგნოზი უმადური რამაა მაგრამ მათ ისე ესმოდათ ევროპული ფეხბურთის შიდა კულუარული "ქაშის ხარშვის" პრინციპი და ისე იყვნენ ამ საკითხთან როგორც ღორი ტურნიკთან.(ნუ მე ესე ვეუბნებოდი მათ და ისინიც იძულებულნი იყვნენ აღნიშნული ფაქტის გამო ჩალა პირშიგამოვლებულისავით გაჩუმებულიყვნენ.)
ეხლა მე რომ მართლაც ნოსტრა დამუსი არ ვარ და მართლა არ მაწვდის არანაირ ინფორმაციას უეფასა და აგვისტოს თვეში ფეხბურთის მამების მონაკოში ყოველწლიურ სხოდკის გადაწყვეტილებების შემდგომ ინფორმაციას ეს ეხლა ნათელია. ხოდა ამ კურაჟით ნახევარფინალამდე ვიგულავე იმ სეზონში.
(ნუ წარმოიდგინეთ რა დღეში იყვნენ ის ჩემი მეგობრები ნახევარფინალამდე. სავარაუდოდ ოცნებობდნენ რომ მონაკოს ის ტურნირი არ მოეგო თორემ ხვდებოდნენ რომ საძაგელ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ რომელიც მათ ისედაც ნახევარფინალამდე მისდევდათ.)
აი მეორე სიტუაციაც რომ მოვყვე მესმის რომ ოდნავ სახალისო ისტორიების სახით მიწევს ამის გახსენება მაგრამ იმის იმედიც მაქვს რომ თავს მაინც და მაინც არ შეგაწყენთ რადგანაც ცოტა არ იყოს გამიგრძელდა.
ხო. აი ეხლა მორიენტესის სეზონი.
იმ სეზონშიც რატომღაც იყო ვარაუდი ჩემგან რომ მონაკო ტროფეის მოიგებდა.
ეხლა ამ შემთხვევაში მეგობრები ისე აღარ დამცინოდნენ როგორც იმ პერიოდში მაგრამ ერთი რამ მაინც უკვირდათ როდესაც მე (რა თქმა უნდა ღადავით) ვუმტკიცებდი რომ მონაკოს ჰყავს მეთქი სუპერ თავდამსხმელი-თქო შაბანი ნონდა!!!
იღიმებოდნენ და იცინოდნენ მორიენტესის გვერდით სირცხვილი მაინც იქონიე და ამ საქონელს (რომლის გვარი მათ გაგონილიც ნაკლებად ჰქონდათ და ზოგს ეჭვიც კი ეპარებოდა მის რეალურ არსებობაში.) როგორ გვაჯერებ რომ ელ მოროზე დიდი თავდამსხმელიაო.
მხოლოდ ორ კონკრეტულ თამაშს გავიხსენებ იმ სეზონიდან.
სახალისოდ რაღა თქმა უნდა.
ჩელსი-მონაკო და ფინალი.
ჩელსისთან დაპირისპირებისას მაგრად ჩავბუხოვდით მეგობრები და იმ დონეზე რომ კინაღამ თამაში დაგვავიწყდა ჰოდა ამ პროცესში ერთერთ ახლოსმდებარე კანტორაში შევიარეთ.(თამაში მიმდინარეობდა) შესვლისთანავე დავიღრიალე(ძალიან მაგარმა მთვრალმა): შაბანი!!!!!!!!
ერთმა იქ მოყფთაგანმა ნაცნობმა გამომხედა(ეტყობა შეწუხდა) და მეუბნება რომ მოედანზე არ არისო. ნუ ყურადღება ნაკლებად მივაქციე და მეორედ შევყვირე, შაბანი!!!
აქ კვლავ გამომხედა იქ მყოფმა ნაცნობმა და მიუხედავად იმისა რომ შეწუხებული იყო მაინც გამიღიმა უხმოდ რადგან ნონდა სარბენ ბილიკზე გამოჩნდა.
და იყო მესამე დაღრიალებაც! შაბანი!!!! რასაც მომენტალური გოლი მოჰყვა პირველივე შეხებით შაბანი ნონდას მხრიდან!
ამ ამბავმა იქ მყოფ ერთერთ ახალგაზრდაზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა(არა მხოლოდ მასზე) რომ მაგრად დათვრა და მთელი ღამე ჩემს სახლთან ხონდას ყვიროდა!!!
ფინალი.
ამ "უბედურებს" (ვერ ვიტყვი მე დამიჯერეს მეთქი. ადამიანს თავი მხოლოდ მოსაფხანად არ აბია) დაუჟერებიათ რომ ალბათ მართლა მოიგებს ეს კლუბი ფინალსო და დიდი "ფოსტები" გამაზეს მონაკოზე.
თამაშის შემდგომ ჩემს ახირებას აგინებდნენ და სულ მაგის ბრალიაო იძახდნენ.(ქართველი ადამიანის მენტალიტეტია თუნდ მილიონს წააგებს ოღონდ სხვას დააბრალოს ან დასაბრალებელი ჰქონდეს სხვაზე რომ იმან წამაგებინაო!!!

)
(არადა მონაკო იმ დროს არ იყო G-14 წევრი.

)
P.S. ჩემო მეგობრებო დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ამ პოსტის გამო. რომელიც ვინმემ შეიძლება თემის დაბინძურებადაც კი ჩათვალოს. და იმედია ძალიან არ გამიწყრებით რადგან ამ სიცხეებისას და ამ პერიოდში როდესაც დიდი და კარდინალური არაფერი ხდება საფეხბურთო ევროპაში ვიფიქრე პატარას გავახალისებ ჩემს თავსაც და საზოგადოებასაც მეთქი.