მართალია დაფი ალექსამ მაგრად წაიპიჟონა და არ შეერგო... პრინციპში ამხანაგურის გამო ნამდვილად არ ღირს სასვინდისე ბალანის დაპუტვა როგორც ეს რეალის გულშემატკივრებს სჩვევიათ ხოლმე

ისე თამაშის განმავლობაში იაკვინტამ და ტრეზეგემ იმდენი მაზეს ბარე 3-4 თამაშს ეყოფოდა...
საბოლლოდ ამ ტურნირის შემდეგ ცოტა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ რამოდენიმე რამე აშკარად მომეწონა.
მელო: ძალიან მაგრად ითამაშა, სისოკოსთან ერთად უმაგრესი წყვილი იქნება, პლუს არც პასები აქვს ურიგო
დიეგო: ერთი თამაში ითამაშა მაგრამ უმაღლეს დონეზე, ასე რომ იმედის მომცემია
ტიაგო: მოლოდინს გადააჭარბა, საუკეთესო შემცვლელი იქნება ალბათ, ან კონკრეტული ტაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება ძირითადშიც ამოყოს თავი.
კამორა: ამ დონეზე თუ ითამაშა მთელი სეზონი სტაბილურად ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
კანა: რეალთან ტიპმა ყველაფერი მოხსნა უკან, მე მგონი ერთი ორი ნახევარშეცდომა დაუშვა მხოლოდ, თუ ძველი ფორმის 70-80% მაინც დაიბრუნა სუპერ იქნება
ძებინა: უნდა ვაღიარო რომ სასტიკად არ მომწონს ეს კაცი, მაგრამ გრიგერასაგან განსხვავებით ამ ტურნირზე საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა. როგორც დაცვაში ასევე შეტევაში. (ვილასთან ბუცი რომ გაძვრა, მეთქი ბურთი გაეხვია ბადეში

)
ჯიო: კიდევ ბევრი აქვს მოსამატებელი, გამთამაშებლად არ ვარგა, ან ალექსას ადგილზე უნდა ითამაშოს ამ ნედვედის... გუშინ რაღაც დათქრგუნვილი თამაშობდა. მეტი თავდაჯერება უნდა. მაგის ასაკში ალე ბაჯოს სვამდა სკამზე...
ტრეზე: სამწუხაროდ უნდა წავიდეს. გუშინ კარგად გამოჩნდა რომ მიზანი აქვს მაგრად გასასწორებელი, თან კიდია ტიპს უკვე... დიდი მადლობა დათო, მაგრამ ნახვამდის.
ალე: რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს მოუწევს სათადარიგო სკამზე დაჯდომა თუ ძველი კონდიციები არ დაიბრუნა. ვიმედოვნებ წინასასეზონო მოდუნების ბრალია და ძველი ალე ისევ გაიბრწყინებს...
ნუ დანარჩენები იმ დონეზე იყვნენ რაც ვიცოდით...