ლუიშ ფელიპე სკოლარიმ კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს სადაც მადრიდის რეალზე ისაუბრა...
,,რეალს ჰყავს მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ზუსტად იცის თუ როგორ მოიქცეს, მე სამეფო კლუბის ყველა თამაშს ვადევნე თვალი და დავრწმუნდი , რომ ჩილელი სპეციალისტი პროფესიონალია. მანუელი ყველანაირ შემადგენლობას ათამაშებს , იგი ატარებს როტაციებს თავდასხმის ხაზში, რაც ძალიან კარგია. პელეგრინი ალბათ უკვე ხვდება, რომ რაულმა სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაინაცვლოს. რეალს ჰყავს ბენზემა, იგუაინი, ნისტელროი. სამივე ფეხბურთელი ამჟამად ჯობია რაულს. გონსალესი შეიძლება კაპიტანია მაგრამ ფეხბურთის ისტორიაში უამრავი კაპიტანი დამჯდარა სათადარიგოთა სკამზე, სამეფო კლუბის თამაშს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს და იმედი მაქვს წარმატებებს მიაღწევს”.
სკოლარიმ ასევე ისაუბრა კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებით.
,,რონალდო რეალს ნელ-ნელა მოერგება, კრიშტიანო მრავალი წლის მანძილზე თამაშობდა პრემერ-ლიგაში და უცებ გადმოვიდა პრიმერაში, მას ცოტა დრო დაჭირდება და ჩადგება იდეალურ ფორმაში, მე მისი მწრთნელი ვიყავი პორტუგალიის ნაკრებში და ვიცი რას წარმოადგენს ეს ფეხბურთელი, იმედი მაქვს, რომ ის გახდება რეალის ლიდერი”- განაცხადა ბრაზილიელმა სპეციალისტმა.
http://halamadrid.ge/556-bbbbbb-b-bbbbbb-b...bbbb-bbbbb.htmlესპანეთის დედაქალაქში 1 საათიანი აქცია მოეწყო, მადრიდელი ინჩასები აპროტესტებდნენ რაფაელ ვან დერ ვაარტის ტრანსფერზე დაყენების საკითხს...
დაახლოებით 15 000 ადამიანი გამოვიდა მადრიდის ცენტრში და მხარი დაუჭირა ვან დერ ვაარტს. ” რაფაელ არ წახვიდე”, ”თუ გაუშვებთ ვან დერ ვაარტს, დაუშვებთ დიდ შეცდომას” აქცია ასეთი ლოზუნგებით მიმდინარეობდა, პროტესტი 1 საათში დასრულდა.
ესპანელებს იმედი აქვთ იმისა, რომ ფლორენტინო პერესს ეს აქცია დააფიქრებს და მიიყვანს იმ აზრამდე, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი ,,ბლანკოსში” დატოვოს. ვან დერ ვაარტმა ასეთ პროტესტთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა. ,,უბრალოდ თვალებს ვერ ვუჯერებ, ნამდვილად არ მეგონა თუ ასე ვუყვარდი ხალხს, დიდი მადლობა ყველას, მე თუ დავრჩები სამეფო კლუბში ყველაფერს გავაკეთებ მათ გასახარებლად, დღეს მათ გამოამჟღავნეს უდიდესი სიყვარული ჩემს მიმართ” - განაცხადა თავად რაფაელმა.