ტოტალური უსამართლობაა რა - მათუზალემის გოლამდე 8-9 მომენტი ჰქონდა ინტერს და იქით ისეთი მაზალო გაიტანეს,გამეცინა დაჟე!
ვულოცავ ლაციალეს - კაი კრეპკი გუნდია,ბევრს გაამწარებს და უეფაზეც მოხვდებიან კაკ მინიმუმ! თუმცა 2-3 მოთამაშე მაინც სჭირდება,რომ დაბალანსდეს რგოლები...
ისე რა მაგარი გამართლებაა - 1.5 მომენტი ჰქონდა ლაციოს და 2 გოლი გაიტანეს!

თუმცა,მე ამ თამაშში ბევრად მეტი პოზიტივი დავინახე და მირჩევნია იმაზე ვილაპარაკო:
ეს ინტერი აშკარად არაა ის ინტერი,რომლის ერთფეროვანი და ერთ კაცზე ჩამოკიდებული თამაში ნერვებს მაწიწკნიდა! ეტო'ო-ზე კი გადაბრუნებული აღარავინ აღარ თქვას - კაცი იმენა ბომბაა,დაფრინავს - და თან ეს იმ დროს,როცა ჯერ სეზონიც არ დაწყებულა!!! რომ ვიძახდი,რომ 100 ლიმონად გავყიდეთ იბრაჰიმოვიჩიო,ბევრი არ მეთანხმებოდა აქ!
ისე,მაუს ცოტა შეეშალა - სუაზო ნაღდად არ იყო შემოსაყვანი,მაგრამ უკვე გამზადებული ჰყავდა,სამუს მაგივრად უნდა შემოეყვანა,მაგრამ ისეთი თამაში წავიდა,რომ ამის გაყვანა არ შეიძლებოდა და ადგა და სტანკო მოხსნა!
ბალოტელი დღითი დღე იზრდება - გენალური პასი მისცა გოლისას,ეს ბიჭი მართლა ძალიან კარგ ფეხბურთს ითამაშებს,ცოტა ასაკის მატება და ჭკუის დაჯდომა - მეტი აღარაფერი სჭირდება!
ლუსიო პირველ ტაიმში იმენა მარტო უმკლავდებოდა - მასეთი ტეხნარი მცველი მგონი საერთოდ არ გვყოლია... თუმცა მეორე ტაიმში გუნდი როცა აგებდა,ბევრს ნერვიულობდა,თან რამოდენიმე კაი მომენტი წინაც გააფუჭა! მაგრამ ეს ის კაცია,ვინც გვინდოდა ზუსტად!
მილოტო,ძანეტი,კამბიასო ჩვეულ დონეზე თამაშობდნენ,მაგრამ ეტყობა რომ ჯერ პრედსეზონკაა და თავის ჩვეულ კონდიციამდე ბევრი აკლიათ...
არ მომეწონა მაიკონი,აშკარად არაა ფორმაში,მოტა სუსტია შეტევით ოპერაციებში,დღეს დაჟე ვიეირა ჯობდა!
მთავარი რაც მომეწონა იყო ის,რომ გუნდი ბერდა უფრო მრავალფეროვნად თამაშობს,ყოველ შემთხვევაში ცდილობს - ნელ-ნელა შეთამაშდებიან და თუ ამას ერთ მართლა კარგ კრეატივშიკს დაუმატებენ(ძირითადში მოტას ნაცვლად) მაშინ მართლა უკეთესი გუნდი იქნება,თან ბევრად,ვიდრე აქმდე ვხედავდით ხოლმე!
This post has been edited by Amadeo on 8 Aug 2009, 18:20