მოკლედ მეკარე და დაცვა შესაფასებელი არაა ყველაფერი ათიანზეა ფლანგებიც მათ შორის რაც პრობლემა იყო მარსელოს მაინც სანამ ლიგაზე ან კიდე ბიგ 6 თან არ შევხედავ ვერაფერს ვერ ვიტყვი კონკრეტულს
ლასი-ალონსო

ზედმეტია ყველა კომენტი ლასი სწრაფი მკვლელი ალონსო დამლაგებელი დიასახლისი რომელიც მეტოქის ცენტრს სასოწარკვეთავს
ალონსო კიდევ არ ჩანს ეგ ფარული ძალაა რეალის

უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი
ასეთი ცენტრი დიდი იშვიათობააა + ლასი ყოველდღე პროგრესირებს სულ მაკელელე მელანდება

შეტევა: კრისწის სრული თავისუფლება მიცა პელეგრინიმ და ეგ ერთ რამეს ემსახურება რო რაც შეილება მალე გაიხსნას მაქს. 4-5 ტურისთვის ძაან დიდი ძალაა ცუდ ფორმაშიც კი

კაკა არის გენია. პელეგრინიმ ზუსტა ისს როლი მიცა რაც თავის დროზე დელ ბოსკემ ზიდანს ანუ "პასს ვაძლევთ კაკას როცა არ ვიცით რა ვქნათ"
ჯერჯერობით ყველაფერი კარგათაა მაგ მხრივაც
ძლივს ვნახე გახსნილი ბენზემაც

მაგას აშკარად ორი ფუნქცია აქვს მარცხენა ფლანგზე ორიენტირებული თავდამსხმელი ანუ კრისწი როცა მარჯვნივაა კარიმი მარცხნივაა და აი კრისწი როცა მარჯვნივაა კარიმი ცენტრშია და კაკა მარჯვნივ ბერმუდის სამკუთხედი რა

შეილება ვინმემ იფიქროს რო რაულს ვერ ვიტან და რამე მარა დღეს მართლა ინერტულია და ყველა ტესტზე. შეილება ამეთანხმოთ შეილება არა მარა რაულს აქვს მოედანზე ლიდერის სული. რაული როცა არაა ეგ მუღამი იკარგება ანუ რაული უფრო ფსიქოლოგიური დანამატია რა
ისე საინტერესო იქნებოდა ბენზე-პიპიტას ხილვა მარა რა ვქნათ პელეს ესე სურს
+ მინდა პელეს შესანიშნავი კი არა იდეალური ტაქტიკა ავღნიშნო
ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია
გუნდი მომწონს!