“რეალის” ფეხბურთელების თამაშის გაანალიზება
“სამეფო კლუბს” ოფიციალურმა საიტმა თითოეული ფეხბურთელის გუშინდელი თამაში გააანალიზა.
კასილასი: მიუხედავად მცირე სამუშაოსა, რამოდენიმე მომენტში მისი მოქმედება საკმაოდ დამაჯერებელი იყო.
ალბიოლი: მცველმა გამოავლინა მისი ლიდერული შესაძლელობები, და დაცვის ხაზის მართვის უნარი, იგი ყოველთვის წარმატებით ირჩევდა პოზიციას მოედანზე.
გარაი: არგენტინელი კარგად გამოიყურებოდა დაცვაში და გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
მარსელო: იგი ძალიან სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. ასევე იგი კარგად მოქმედებდა მეტოქის ნახევარში, მისი პასით გაიტანა პირველი გოლი ბენზემამ.
არბელოა: დაცვიდან თავდასხმამდე რბენით არ იღლებოდა და ისევე როგორც გარაის გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა მაგრამ ასევე ძელს გაარტყა ბურთი.
ლასსი: მთელი მატჩი ფრანგმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მიუხედავად დაცვითი სტილის სტატუსისა ლასანა კარგად გამოიყურებოდა შეტევაშიც. მან შეიტანა ბალანსი თამაშში, და ამით მისცა საშუალება კაკას და ალონსოს უფრო წყნარად ეგრძნოდ თავი მოედანზე. მეტიც, ლასსმა ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა.
ხაბი ალონსო: ბასსკი ფეხბურთელი ნებისმიერ პრობლემას ერთი ლამაზი შეხებით წყვიტავს. იგი თამაშს ტემპს აძლევს.
რონალდო: პორტუგალიური ვარსკვლავი შესანიშნავად უგებს თანაგუნდელებს, მომენტი როდესაც იგი დაასრულებს ადაპტაციას ძალიან ახლოსაა. მან მესამე გოლის გატანაში მიიღო მონაწილეობა და დამსახურებულად მიიღო ქება გულშემატკივრებისაგან.
კაკა: მისი თამაში ელეგანტური და შეუდარებელია. “ბლანკოსი” ვალდებულია კარგად თამაშობდეს როდესაც იგი მოედანზეა.
რაული: კაპიტანი მეტოქის მცველებზე ზეწოლას ანახორციელებდა, ნახევარდაცვას ეხმარებოდა და კარგ პასს აძლევდა თანაგუნდელს, რომელიც კარგ პოზიციაში იყო. მან გოლი ამ შეხვედრაშიც დაიმსახურა.
ბენზემა: თავდასხმელმა მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო. მან გაიტანა ორი, სრულიად განსხვავებული გოლი.
გრანერო: დაამტკიცა თავისი სარგებლობა როდესაც მეორე ნახევარში მოედანზე გამოვიდა. ზუსტად მისი კუთხურის მოწოდებით გაიტანა რაულმა მეოთხე გოლი “როსენბოგის” კარში.
პეპე: მცველის პოზიციაზე დაბრუნდა იმის შემდეგ, რაც რამოდენიმე მატჩი ჩამშლელად ჩაატარა. მის წინააღმდეგ მეტოქეებმა ვერაფერი მოიმოქმედეს.
იგუაინი: გამოვიდა მოედანზე მეორე ტაიმში. ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა მაგრამ მეკარემ აჯობა.
რობენი: ჰოლანდიელი ყოველთვის წარმოადგენდა ხიფათს ნებისმიერი დაცვისთვის. ნერვები მოუშალა ნორვეგიელებს თავისი სლალომებით.
დრენტე: მოედანზე მარსელოს პოზიცია დაიკავა. არ დაუშვა არც ერთი შეცდომა და რამოდენიმეჯერ კარგად ითამაშა ბურთის მიღებაში, მეტოქის ნახევარზე.
გუტი: მოედანზე კაკას ნაცვლად გამოვიდა და მის პოზიციაზე იასპარეზა. შეასრულა რამოდენიმე კარგი გადაცემა და ნახევარდაცვით ლიდერობდა.
დიარა და ნისტელროი: ყველაზე სასიამოვნოა სიახლე ისაა რომ ისინი კვლავ მზად არიან სათამაშოდ
http://realmadrid.ge/?p=1483 This post has been edited by BeNdeLiAni on 25 Aug 2009, 23:09