აჰა ჩემი შეფასება
კასილასი 6 - არცერთი გოლი მისი ბრალი არ იყო და 2 გოლის გარდა საქმე არ ქონია მთელი თამაში თითქმის.
არბეოლა 6.5 - დაცვაში არაფერი არ გაუკეთებია თითქმის. დეპორტივო რო შეტევით თავს არ იკლავდა ვიცით მაგრამ როცა უტევდნენ დაცვა საშინელი იყო. შეტევაში კი აქტიურად ერთვებოდა რაც კარგია. ჯერ-ჯერობით შეტევაში რამე სასწაული არ უქნია მაგრამ კარგია მაინც რომ ხშირად იყო წინ და კარგად იძლეოდა პაებს.
ალბიოლი 4 - პირველი გოლის დროს რას აკეთებდა ვერ ვხვდები. უბრალოდ იდგა და ელოდა მოწინააღმდეგე როგორ გაიტანდა გოლს, არადა მისმა ასაყვანმა გაიტანა. მეორე გოლზეც ცუდად ითამაშა, ერთი სიტყვით დიდი იმედგაცრუება იყო და იმედია რომ გამოასწორებს თამაშს ესეც და სხვა მცველებიც.
გარაი 5 - ამასაც მთელი თამაში ბევრი საქმე არ ქონდა მაგრამ მეორე გოლისას ვალეროდნი მარტო იყო დატოვებული და იმის და მიუხედავად რომ საჯარიმოს გარეთ იყო, უნდა აეყვანა ან უკეთესი პოზიცია შეერჩია. ბევრი ვერაფერი ქნა, მეცელდერი აჯობებდა დაეყენებინა იმჰო.
მარსელო 7 - საკმაოდ კარგად თამაშობდა დაცვაშიც და შეტევაშიც. შეტევაში რამოდენიმე კარგი დრიბლინგი ქონდა და კარგ პასებსაც აკეთებდა. მცველებს შორის საუკეთესო იყო და თავის კაციც კარგად აიყვანა.
ლასანა 7.5 - :ლოვე: ჩემი საყვარელი მოთამაშე მთელ გუნდში

ძალიან ბევრს შრომობს, დაცვაში კარგად თამაშობს, ბევრს დარბის, მოედნის მეორე ნახევარში კარგ, ჭკვიანურ პასებს იძლევა და პლიუს აგერ უკვე მეორე თამაშია გოლსაც კი იტანს

ასე რომ, საღოლ.
ალოსნო 6.5 - დიდი არაფერი. იმედი გამიცრუა მხოლოდ იმიტომ რომ . გაცილებით მეტს ველოდი მისგან. ეს ისეთი მოთამაშეა რომელსაც ბურთი ხშირად უნდა ქონდეს და პასებსაც ხშირად იძლეოდეს მაგრამ დღეს ასე არ იყო. არაუშავს, ჯერ მხოლოდ პირველი თამაშია და ტრენერსაც ეტყობა სხვა გეგმები ქონდა ჯერჯერობით

რამოდენიმე კარგი პასი კი გააკეთა.
კაკა 8 - არაჩვეულებრივი პასი ბენზემას ერთი ერთზე გასაყვანად

ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა და ესეთი კაცი ძალიან გვჭირდება. რამოდენიმე კარგი დრიბლნგი ქონდა და ერთი ორი კარგი დარტყმაც რომელიც ცოტა იღბალი და გოლებად იქცეოდა. აშკარად არ ეზრაება თამაში და დიდი მოტივაციით არის მოედანზე რაც ძალიან კარგია

რონალდო 5.5 - დღეს ყველაზე ცუდი მოთამაშე იყო მოედანზეო რო ვთქვა გეწყინებათ? მთელი თამაში არაფერი სასარგებლო არ გაუკეთEბია რაულის აკიდებული პენალსი გატანის გარდა. მარჯვივ ცადა ფინტები, მარცხივ ცადა ფინტები მაგრამ არაფერი. ჩაწოდებებიც ხან აუტზე გადაუშვა ხან პირველ მცველს გაარტყა. ჯარიმები ახლოსაც კი არ იყო იმ ჯარიმებთან რომელბასც ურტყავს ხოლმე. რამოდენიმეჯერ სცადა კარგი მომენტის შექმნა მაგრამ არ გამოვიდა. პირვლეი თამაში იყო და დიდი ზეწოლა აქვს მაგრამ უნდა მოეშვას და გამოასწოროს თამაში. ინგლისიდან ესპანეთში გადმოსვლა ადვილი არაა ასე რომ ძალიან არ გავაკრიტიკებ, იმედი მაქვს რომ ბევრჯერ გაგვხარებს მაგრამ მოუწევს ამისთვის შრომა

რაული 8 - თავის საქმეს აკეთებს კაცი ზუსტად

პირველი გოლი ბენზემას (თუ კაკას არა) ეკუთვნოდა ასე რომ დიდი საქები არაა. ერთი ერთზე როცა გავიდა უნდა გაეტანა მაგრამ პენალი აიკიდა და მეკარეს რომ არ დაეჯარიმებინა გაიტანდა კიდეც. ბენზემას მაგარი პასი გაუკეთა და გამახარა

სხვა რავი, ერთი ორი მომენტიც ქონდა და არ გაუმართლა თორე რამეს გააკეთებდა. მოედანზე არაჩვეულებრივი ლიდერია და ესეთი მოთამაშე აუცილებელია გუნდში.
ბენზემა 7 - ყველაზე უიღბლო მოთამაშე მთელ მოედანზე

პირვლეი გოლი ხომ უნდა გაეტანა და საშინლად არ გუამართლა. მთელი თამაში რამოდენიმე მომენტი ქონდა და დეპორტივოს მეკარის სასწაული სეივი რომ არა, გაიტანდა კიდეც გოლს

მომწონს და ბევრ კარგს ველი მისგან.
ასევე მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მადარდებს სერხიო რამოსის მდგომარეობა... რაღAც ეჭვი მაქვს რომ მას ტრამვა ქონდეს, არ ეტყობა არაფერი ტრამვის. ისეთი შეგრძენბა მაქვს რომ რაღAც ხდება და ტრასნფერს უპირებენ, ალბათ გახსოვთ შარშანდელი ჭორებიც. იმედია დარჩება იმიტომ რომ ერთ-ერთი სუაკეთესოა მის პოზიციაზე.