ესეც არიენ რობენის პირველი ინტერვიუ ბაიერნის ფეხბურთელის რანგში, რომელიც ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებ - გვერდს მისცა.
fcbayern.de: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მიუნხენში. ჩვენთვის ეს ძალზედ სწრაფი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ჩვენ პირველად გავიგეთ გუშინ და უკვე დღეს შენ გააფორმე კონტრაქტი ბაიერნთან. იყო თუ არა ეს ნამდვილად სწრაფი გადაწყვეტილება? როგორ გამოიყურებოდა უკანასკნელი დღეები თქვენთვის?
რობენი: დიახ, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. რა თქმა უნდა ეს კვირა მე დამშვიდების დროს არ მაძლევდა. მე ვიფიქრე რამოდენიმე ხანი და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მინდოდა თამაში ისეთი ისტორიის მქონე გუნდში, როგორიც ბაიერნია.
fcbayern.de: შენ ხარ ნაღიარები, როგორც ერთ - ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი მსოფლიოში. ბუნებრივია რამდენიმე კლუბი გეპატიჟებოდა. რატომ მაინც და მაინც ბაიერნი?
რობენი: პირველივე წუთიდან, როდესაც მე კონტაქტი დავამყარე ბაიერნთან მათ მაგრძნობინეს, რომ ვჭირდებოდა. ეს ჩემთვის დიდებული გრძნობა იყო. შემდეგ მამაჩემი ჩამოვიდა აქ და ჰქონდა კარგი შეხვედრა. დავრწმუნდი, რომ ჩემთვის საუკეთესო იქნებოდა აქ მოსვლა. ეს არის დიდი კლუბი, უდიდესი ისტორიით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩავირიცხე ამ გუნდში.
fcbayern.de: იყო თუ არა ერთ - ერთი ფაქტორი თქვენი აქ მოსვლისა, რომ აქ რამოდენიმე თანამემამულე გყავთ? მაგალითისათვის, მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი.
რობენი: დიახ, მე ვფიქრობ გარკვეული როლი ამანაც ითამაშა. ვთვლი, რომ ვან გაალი ჩემთვის კარგი მწვრთნელია. საბოლოო ჯამში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და რა თქმა უნდა მარკ ვან ბომელი, რომელიც დიდი ხანია ჩემი ნაცნობია და დამეხმარა აქ მოსვლაში.
fcbayern.de: ე.ი. ყოფილა კონტაქტი შენსა და მარკ ვან ბომელს შორის. ხომ არ დაგარწმუნა მან, რომ აქ მოსვლა შენთვის უკეთესი იქნებოდა?
რობენი: ჩემთვის აუცილებელი იყო გამეგო რამოდენიმე რამ კლუბის შესახებ, მიმეღო ინფორმაცია. ის ნამდვილად ბედნიერი იყო, რომ ბაიერნით დავინტერესდი და მას უნდოდა, რომ მოვსულიყავი. მან დიდი დახმარება გამიწია. დიდი მადლობა მას.
fcbayern.de: გქონდათ თუ არა რაიმე კონტაქტი ვან გაალთან უახლოესი ორი დღის განმავლობაში?
რობენი: დიახ, მე ველაპარაკე მას ერთხელ ტელეფონის საშუალებით. ის ჩემს მიმართ დაუფარავი იყო და მითხრა, რომ რა უნდოდა გაეკეთებინა გუნდში და მესაუბრა ჩემი როლის შესახებ თუ მიუნხენში მოვიდოდი. ასეთმა პატარა რაღაცებმა გამიჩინეს შეგრძნება, რომ მე საჭირო ვიყავი და მელოდნენ.
fcbayern.de: რომელი პოზიციაზე იქნება თამაში შენთვის სასურველი? მარცნხივ, მარჯვნიც თუ ცენტრ - ფორვარდად?
რობენი: მე შემიძლია თამაში ორივე ფლანგზე. მე ვარ შემტევი ფეხბურთელი და ვთამაშობ ფლანგებზე უკანასკნელი რამოდენიმე წელია, ვთამაშობ მარჯვნივაც და მარცხნივაც. ვფიქრობ ეს იქნება ჩემი პოზიცია.
fcbayern.de: ჩვენ გავესაუბრებით მენეჯერს ამის თაობაზე. ჩვენ გუშინ დავურეკეთ ჰიონესს და მან გვითხრა, რომ თუ ყველაფერი სრულყოფილად ჩატარდა შენ ვოლფსბურგის წინააღმდეგ, ხვალინდელ მატჩში მიიღებ მონაწილეობას. არის თუ არა ასე, შეეძლებათ შენი ნახვა გულშემატკივრებს უკვე ხვალინდელ მატჩში?
რობენი: მე ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება. ჯერჯერობით მწვრთნელთან არ მისაუბრია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ფორმაში ვარ, ვვარჯიშობდი სრული დატვირთვით რეალში და უკანასკნელ ორშაბათს მატჩიც ვითამაშე. მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მატჩში, ვნახოთ.
fcbayern.de: ბოლო შეკითხვა. როგორი იქნება შენი შემდეგი დღეები? ჩამოვიდა თუ არა უკვე შენი ოჯახი?
რობენი: დიახ, მე ჩამოვედი ოჯახთან ერთად. ჩემი მშობლები აქ არიან. ასევე ჩემი ცოლი და შვილი, ძალზედ მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემთვის. ხვალ კი ჩემი ძმები და დები ჩამოვლენ ჰოლანდიიდან და მთელი ოჯახი აქ ვიქნებით. ხვალ ბედნიერი დღე გვექნება.
fcbayern.de: დიდი მადლობა პირველი ინტერვიუსათვის, წარმატებები მომავალში.
რობენი: მადლობა.
This post has been edited by TOTALMAN on 28 Aug 2009, 22:11
მიმაგრებული სურათი
25.05.2013.
--
13.07.2014.
--
23.08.2020.
--
“I'm so happy, believe me. I'm so happy. Happy new year.”