გილოცავთ ინტერის და იტალიური ფეხბურთის ყველა ქომაგს(ყველას ვისაც გაგიხარდათ)!
პირადად მე სიხარულ-სიამოვნებისგან ორგაზმი განვიცადე და იმაზე მეტად ბევრს ვილაპარაკებდი(სათქმელიც არის), ვიოდრე ახლა, თან უფრო მწყობრად და რამე, მაგრამ ემოციებისგან დაცლილი ვარ და ენერგიაც აღარ მაქვს...
ეს იყო დიდი გამარჯვება! ცხოვრებაში როგორ წარმოვიდგენდი, რომ ინტერის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვესწრებოდი(მით უმეტეს სასაცილო მასიმო მორატის ხელში, მაგრამ მაინც ვულოცავ მაგ გაჭირვებულს... მამამისის ხათრით მაინც შეერგოს). თუმცა როცა შენი მწვრთნელი ჟოზე მაურინიუა, ყველაფერია შესაძლებელი

უნდა ვაღიარო, ისეთი ორგაზმი არ განმიცდია, როგორიც ნოუ კამპზე მოზეიმე მაუს დროს, მაგრამ ესეც არანაკლები იყო.
ახლა ჟოზე უფრო თავდაჭერილი იყო, რადგან ბარსასთან სხვა ურთიერთობა აქვს და თან ის სხვა პონტი იყო, გესმით თავადაც. ისე იყო, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყოო და დიახ! როცა ჟოზე თამაშობს მან ყველას უნდა მოუგოს, მას ამის სჯერა და შეუძლია კიდეც ეს! გენიალური მწვრთნელია, ვან გაალზე ძლიერი ტაქტიკოსი და ლუის ტრფიალნი ნუ გამიწყრებით, მესმის კაია ეს შემტევი ფეხბურთი, ჰოლანდია და ჩახუტება, ვან გაალიც კაი ტიპია, მაგრამ ჟოზე დიდი ხანია უკეთესი ტაქტიკოსია. თუმცა ვან გაალს არ ვაკნინებ და რაღაც მომენტში გემოვნების საკითხებიც ერთვება.
ჟოზე შენ მართლაც განსაკუთრებული ხარ!
კომიკურია, რომ უამრავი იტალიელ-არაიტალიელისთვის და ნებისმიერი გუნდის ქომაგისთვის წლების მანძილზე საქილიკოდ ქცეული ინტერი(და მეც უამრავს ვქილიკობდი, რადგან ეს გუნდი იძლეოდა ამის უდიდეს მასალასა და საშუალებას. ალბათ მოამვალშიც ვიქილიკებ), წმინდა ინტერი, დღეს ჰეთ თრიქის ავტორია, მოიგო სერია ა, იტალიის ტასი და ლიგა. ეს საოცრებაა, სამყაროს დასასრული ახლოვდება

ნუ კალჩოპოლის გამო,ვინ, როგორ, რატომ და რამდენად სამარტლიანად გაბლატავდა ეს ცალკე ტემაა და ახლა არ არის ამის დრო. თან შიდა იტალიური ამბავია და ის, რომ რომა მეზიზღებოდა, ბოლო წლები განსაკუთრებით და არც ინტერზე ვგიჟდები(მეცინება ძირითადად), შიდა იტალიური საქმეა. ცხადია, მწყინს და გული მწყდება იმაზე, რომ გუნდის ძირითადში არ არიან იტალიელები და ნაკრებისთვის ვერავის ზრდის ინტერი, მაგრამ ესეც შიდა სამზარეულოს საქმეა. მით უმეტეს, რომ მსგავსი გუნდი ბევრია და თითქმის არცერთ გრანდში, ლიდერი იმ ქვეყნიდან არ არის, რომელი ქვეყნის კლუბიცაა ეს გრანდი.
ისიც ძნელია, ზოგიერთ იუვეზე დაბოღმილ ან ახალბედა ფანს რომ ვერ აუხსნი ახლა, რომ იუვე მაინც უფრო მასშტაბური და ტიტულოვანი გუნდია - აბა ჩევენ რო სამი ლიგა მოვიგეთო?

ნუ ამაზე გაღიმებაც საკლმარისი იქნება

მაგრამ ამ ყველაფერს მოევლება... ფაქტი ერთია, ეს დიდი
იტალიური გნდია, აქ მაცოლას, ფაკეტის, ბერგომის... ლეგენდებს უთამაშიათ. და მე, დღეს და მთელი ნახევარი სეზონი, გულითა და სულით ვქომაგობდი ამ კლუბს. ინტერმა იტალიას სტატისტიკაში უმნიშვნელოვანესი +1 ტიტული მოუტანა და ლიგის ამბავში ახლა ამ მხრივ წინ გავედით. ეს მოგება მნიშვნელოვნად დაგვეხმარა იმ უაზრო რეიტინგშიც, რომელშიც ,ევროვიზიის' შედეგებსაც ლიგასთან აიგივებენ და ბუნდესლიგის წარმომადგენლები სერია ა-ს გუნდებს სჯობიანო უტიფრად გვეუბნებიან. ინტერმა იტალიის სახელი, სერია ა-ს სახელი დაიცვა. ეს იტალიურ სკოლასა და ბაზაზე აგებული გუნდია, დღეს მილიონობით იტალილს და მის ქომაგს უხარია. დღეს ბერნაბეუზე იტალიური დროსები ფრიალებდა! აი ამიტომ ვზეიმობ მეც! ვისაც ასე აწუხებს ეს საკითხი თუ რა გვიხარია ჩვენ, არაინტერის ქომაგებს, რომლებიც იტალიას ვქომაგობთ და თურმე ინტერში არცერთი იტალიელია არ არის(ისე თუ კარგად დაიკვირდებით, არის). ბოსმანის მერე შექმნილ სამწუხარო პრობლემებზე დაგუნდების ლეგიონერებით აჭრელებაზე, სხვა დროს ვისაუბროთ. დღეს კი ფაქტი ის არის, რომ ლიგა იტალიურმა გუნდმა მოიგო - ინტერნაციონალე მილანომ
თან მოიგო როგორ? სძლია ინგლისის ჩემპიონს, დაამარცხა ბესპანეთის ჩემპიონი და ბოლოს გერმანიის ჩემპიონსაც გაუსწორდა! ეს სიმბოლური და მრავლისმეტყველია - სერია ა

რაც მთავარია ეს გამარჯვება იყო სრულიად დამსახურებელი, ულაპარაკოდ.
არ ხაპირებ კამათს ,ანტიფეხბურთი' ითამასა და მსგავს მოგონილ ცნებებთან. თან ხალხი ერთ დღეს გეუბნება ,კატენაჩო' ითამაშა, აბა იტელიელებისგან რას ელოდითო და მეორე დღეს, რა გიხარიათ ლიგა რო მოიგეს, იტალიური გუნდია ესო? - არასერიოზუ;ოა

გრუზინები და გურჯები ვერ გადაეჩვივნენ მოგონილ დოგმებს, რომ ,ჩვენ ოდითგანვე შემტე ფეხბურთს ვთამაშობდით, რომ როცა შენ გოლი გაგაქვს და მეტოქეს ძალით არ ატანინებ, ეს ნორმალური მოვლენაა; რომ როცა ტაქტიკას ყურადღებას აქცევ, მომენტებს იყენებ, ბურთის ფლობაზე დამკვდარი არ ხარ და ყურით არ კენწლი ბურთს, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ,ფუტბოლი', მათ ენაზე რომ ვთქვათ, მარტო ქუჩური სტილით თამაში, არაშედეგიანი ცირკაჩობა და მსგავები არ არის... შეტევა დასჭირდა? შეუტია და მოუგო იმ სენ ბარსელონას. დაცვა დასჭირდა? თან ათი კაცით, ჩაიკეტა და ბურთი დაგითმო, მეტიო რაღა გინდა, გაუტანე თუ შეძლებ... სხვა რა ქნას ძალით მოგაგებინოს? ვერ გავიგე რა. მე ყველაზე მეტად ჩელსის ასე დამაჯერებლად ძლევამ გამაკვირვა, ჩელსი ძალიან ძლიერია ამჟამად. იქ მაუს ფაქტორმაც ითამაშა, იქაც უფრო სწორად ))) ნუ ბაიერნთან შედარებით ობიექტურად უფრო ძლიერი იყო ინტერი
მივადექით ბაიერნსაც და ვთქვათ, რომ ნუ იწყენენ ბაიერნის ქომაგები, მაგრამ ინტერი აშკარად უკეთესი გუნდი იყო საერთო ჯამში და თუნდაც დღეს. მიხარია, რომ ბევრმა და აქედან ბევრმა ვის აზრსაც ვითვალისწინებ და მაინტერესებს, ღირსეულად აღიარა დამარცხება და ინტერის სიძლიერე. დღევანდელ შემადგენლობას ის კლასი არ ჰქონდა და ის ჟილკა, თუნდაც 0:2-ზე სხვა ბაიერნი ასე არ გატყდებოდა, ასე ერთფეროვანი არ იქნებოდა და ა.შ.
მიუხედავად ამისა, მიუნხენის ბაიერნი არის უდიდესი გუნდი! ქების გარდა ამ გუნდს და ვან გაალს ახლა არაფერი ეკუთვნით. ბაიერნი მაინც ბაიერნია(ისეთი ვერა ამ წუთას, მაგრამ), გუნდმა შეძლო და თავს ზემოტ ახტა,გავიდა რთული ჯგუფიდან, თან ისე რომ ბოლოს შეძლო დეგრადირებულ იუვესთან მოგება და ცოტა გაუმართლა კიდეც იქამდე, რომ მივიდა საქმე. მერე ძალიან საკამთო ვითარებასი, მაგრამ მაინც სძლია ფუიორენტინას უსიმპათიურეს გუნდს. გაგდო თავისზე ძლიერი მანჩესტერი, თითქმის განწირულ მატჩებში თან. 1:0-ზე ჰქონდა იქ ღორ რუნის უმომენტესი და ამთავრებდა თამაშ, უცებ ოლიჩმა გოლი გამოთხარა ბოლოს და მოკლეს... მერე იყო და 0:3-დან(იქ კაცის გაგდებაც, მაგრამ მაინც) მოუტრიალა მანჩესტერს ოლდ ტრაფორდზე... კი იყო ამ ყველაფერში იღბალი და მსაჯთა ხარვეზები, მაგრამ თამასიც ხომ უნდოდა? აბა ბაიერნის გარდა სხვა გუნდი დაგესვა, თუ გამოავლენდა ასეთ ხასიათს... რაღაც არა მგონია. ნუ ნახევარფინალს აღარ ვთვლი, ისეთ უსუსრ ლიონთან, რომელიც ვნახეთ ამ ეტაპზე, მოგებას არაფერი არ უნდოდა.... ბაიერნმა მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის ტასი. ასე რომ ,კლუბს ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა. თუმცა ნებისმიერი ლოგიკით ინტერს უფრო ეკუთვნოდა ეს გამარჯვება.... უკეთესი გუნდი, მწყობრი თამაში, ჩელსის და ბარსელონას გაგდება! დღესაც უკეთესი თამაში...
თუმცა ისიც რომ დრესაც კი იყო მომენტებიო, როცა ბაეირნს შეეძლო მატჩის მოტრიალება და ერთი-ორჯერ ინტერმა ბეწვის ხიდზე გაიარა, ბაიერნის სულზე და ხასიათზე მეტყველებს და ეს დასაფასებელია! ამიტომ მიყვარს გერმანია და ბაიერნი...
ინტერელებზე რაღა ვთქვა... ყოჩაღ ძანეტი და კამბიასო, მარადონა ძალიან სლე ხარ. ჟულიო სეზარი არის უძლიერესი მეკარე, ბრაზილიას ასეთი არ ღირსებია და ეს კიდევ უფრო მაშინებს და პაპუასების შანსებს ზრდის მსოფლიოზე ერთიორად, ძალიან აპასნი ნაკრები ჰყავთ(სწორედ იმიტომ, რომ ყურით მკენწლავნი არ წაიყვანა და ჭკვიანურად ათამაშებს გუნდს. თუმცა ცოტა კი გადაამეტა დუნგამ). დიეგო მილიტოს მყისვე ეპატია ყველა გამაზული მომენტი, დღეს ორი ისეთი გაიტანა. საღოლ უესლი სნეიდერს, ნელნელა დაიქოქა და ტრავმები თუ არ მიიღო და ასე გააგრძელა... სამუელ ეტოო ასეთი სასარგებლო თან დაცვაშიც სულ არ გვინახავს. საღოლ სათითაოდ ყველას! გორან პანდევი ლიგის მფლოებლია

მარიო ბალოტელიც....

ერთ სიამოვნებად ღირდა ინტერელების დიდი ნაწილი ბავშვებთან ერთად რო ზეიმობდნენ გამარჯვებას. ცოტა ხნით ნაგავი ტიაგო მოტაც კი სემიყვარდა ))) მათ ეს დაიმსახურეს.
მადლობა ჰოვარდ ვებს, რომ ფაქტობრივად უშეცდომოდ იმსაჯა, რასაც ნამდვილად არ ველოდი
სამართალმა პური ჭამა
თასი ძველ ადგილას!
პ.ს.
ობოლაძე როგორი კომენტატორიც არის დიდი ხანია ვიცით, მაგრამ დრეს აჩიმ უფრო გამაღიზიანა... ჯერ ერთი ფეხბურთი რომ გითამაშია, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცი. მერე მეორე, ბევრი რომც იცოდე არ ნიშნავს რომ კომენტატორად გამოდგები. მერე მესამე, არ შეიძლება ასეთი სუბიექტურობა და იავნად ერთი გუნდის ქომაგობა(ამ შემტხვევაში ბაიერნის). ეს იყო სასტიკად გამაღიზიანებელი, მესმის ისევ ეს გურჯული მიდგომები, რომ ,ინტერი სვარკაა' ,ვან გაალი ჰოლანდიელია და შემტევს უბერავს' და მსგავსები, მაგრამ არ შეილება ასე... არ არის აჩი ცუდი ტიპი, თუმცა ყველგან და ყველაფერში ერთი და იგივე ხალხი, ძმები, დები და მსგავსები არ უნდა ფიგურირებდნენ... ერთია რო დიმა ბოდავდა რაღაცეებს დათქვა, რომ ეს ინტერის საუკეთესო მატჩიაო ))))) მაგრამ მეორე რო აჩიმ თქვა ,ინტერი მოგებული თამაშიც ესააო....' ანუ რაღაც აგდებულად, ქილიკით... ასეტი მიდგომები რომ არის, იმიტოა ჩვენი და ჩვენი ფეხბურთის საქმე კარგად - ჩვენ ხომ ოდითგანვე შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით (თურმე) )))))))





პ.პ.ს.
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani